თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 07:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5206,
კომენტარები: 14
დევიდ ბექჰემი - ადამიანი, რომელიც ფეხბურთს უყვარს
დევიდ ბექჰემის ინტერვიუ.
დევიდ ბექჰემი - ადამიანი, რომელიც ფეხბურთს უყვარს
დევიდ ბექჰემის პულსი გახშირებულია. მის თვალებში წადილი იწვის. "მე ძალიან მენატრება სანაკრებო თამაშები" - აცხადებს ის. მაშინ, როცა ეროვნული ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ "უემბლიზე" თამაშობდა ძალიან მიხაროდა დევიდისგან ამ სიტყვების მოსმენა.

5 წელი გავიდა მას შედეგ, რაც დევიდმა უკანასკნელად, 115-დ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისური მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ. ადამიანისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ადამიანის კერპი გახდა, ეს თეთრი მაისური ჯერ კიდევ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მოუსმინეთ ბექჰემს რამდენიმე წუთის განმავლობაში და გაიგებთ როგორ გაჰყავს ეროვნული ნაკრები "უემბლიზე". ან იმას, თუ როგორ ვარჯიშობდა თავისი ცნობილი ჯარიმების შესრულებაში პატარაობისას "რიჯვეი პარკზე" მამასთან ერთად ესეკსში.

დევიდ ბექჰემი - ადამიანი, რომელიც ფეხბურთს უყვარს

სასიამოვნო მომენტი: დევიდ ბექჰემი 2001 წელს საბერძნეთის კარში ანგარიშის გამათანაბრებელ გოლს აღნიშნავს, რომელმაც მსოლფიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა "ოლდ ტრაფორდზე" დაასრულა.


დევიდ ბექჰემი - ადამიანი, რომელიც ფეხბურთს უყვარს

მწვრთნელი? ბექჰემი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მან ტრავმის გამო გამოტოვა სათადარიგოთა სკამზე რაღაცას გაჰყვირის.


მისი ენთუზიაზმი ნაკრებში თამაშის ხანგრძლივი პერიოდის მიუხედავად არ გამქრალა. დევიდი ჯერ კიდევ მზადაა. "მიყვარდა თითოეული ეს შეხვედრა, თამაში. ყველაფერი, რაც ინგლისისთვის თამაშს უკავშირდება." - ღიად აცხადებს დევიდი. "ეს არის დრო, რომლითაც როგორც მოთამაშე ვამაყობ. მე განსაკუთრებულად "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი" მენატრება, ასევე სხვა კლუბებიც სადაც მითამაშია, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ინგლისის ნაკრები მაკლია. როცა მთელი ქვეყანა შენ შემოგცქერის, ან როცა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიხარ, სწორედ ეს მაკლია."

ინგლისსაც ენატრება იგი.

როი ჰოჯსონს ცოტა ბექჰემი არ აწყენდა სანამ ევრო-2016-სთვის ორშაბათს შვეიცარიასთან შეხვედრაში ნაკრებს ამზადებდა. ბექჰემი დიდი მატჩების ატმოსფეროში იზრდებოდა.

დევიდ ბექჰემი - ადამიანი, რომელიც ფეხბურთს უყვარსდევიდ ბექჰემი - ადამიანი, რომელიც ფეხბურთს უყვარს
































თეთრი და წითელი: ბექჰემს უამრავი სასიამოვნო მომენტი ახსოვს. მარცხნივ ის საბერძნეთის კარში, მარჯვნივ კი არგენტინის კარში გამარჯვების მომტან გოლს აღნიშნავს. ორივე შეხვედრაში მოგვიანებით გააძევეს.


დევიდ ბექჰემი - ადამიანი, რომელიც ფეხბურთს უყვარს

ბექჰემის დრო "ოლდ ტრაფორდზე" 2003 წელს "რეალში" გადასვლით დასრულდა.


"როცა კოსტა-რიკას, ურუგვაისა და იტალიას ვერ უგებ მსოფლიო თასზე, ეს იმედს გიცრუებს." - ამბობს იგი.


მას არ შეუძლია ხელი გაიწვდინოს, როცა ინგლისის ნაკრების საშინელ თამაშზე საუბრობს, რადგან ის მკაცრად შეხვეული აქვს. მცირე ხნის წინ პაპარაცის გამო მოტოციკლიდან ჩამოვარდა, რომელსაც იგი ლოს-ანჯელესის სახლამდე უნდა მიეყვანა. "დიდი თითი მოვიტეხე" - მოგვითხრობს ბექჰემი. - "ყველაფერი რიგზე იქნება მაგრამ არ ვიცი ბაიკის შეკეთება შეიძლება თუ არა."

იმავეს თქმა შეიძლება ეროვნულ გუნდზე, მაგრამ დევიდს ახალგაზრდა ფეხბურთელების სჯერა, რომელიც ჰოჯსონმა მოიწვია. ყოფილი ფეხბურთელი ამბობს: "როის გუნდის გაახალგაზრდავება შეუძლია. ამასთან ერთად, გაცილებით გამოცდილი ბიჭები მიდიან, ჯერარდი და ლამპარდი. ახლა მეტ-ნაკლები გამოცდილი ფიგურა უეინ რუნია, კაპიტანი, ასე რომ, ფუნდამენტიც ის არის."

ასეთი პრესტიჟული როლის რუნისთვის მორგება საკმაოდ ცინიკურად აღიქვეს. იმავე ვითარებაში აღმოჩნდა დევიდიც თავის დროზე. "მე შეცდომებს ვუშვებდი, როცა ნაკრების კაპიტანი ვიყავი და სისულელეებს ჩავდიოდი, მაგრამ გაზრდა მოვახერხე და ამ ტვირთმა უფრო ჭკვიანი გამხადა. აცნობიერებ, რომ შენზე რეალური პასუხისმგებლობაა დაკისრებული მოედანსა და მის გარეთ. თქვენ სამაგალითოდ იქცევით."

"უეინი მოთამაშეებს შორის საუკეთესო იქნება. ის ყოველთვის გულიანად თამაშობდა და სამკლაური ამას ვერ შეცვლის. ის ბეჯითად გაირჯება. მონდომებული თამაში, ეს მის სისხლშია. ის ამხანაგებს თან გაიყოლებს. მე, როგორც კაპიტანი არასდროს ვიმალებოდი და ამას არც უეინი აკეთებდა, რთულ მომენტებშიც კი, როცა ის ვერც გოლებს იტანდა და ვერც კარგ თამაშს აჩვენებდა."

"მას უმოქმედოდ ვერასდროს იხილავთ. ეს მისი ერთ-ერთი უძლიერესი მახასიათებელი იქნება. რუნი - ლიდერია და როის თითოეული თავისი ფეხბურთელის იმედი აქვს. რაჰიმ სტერლინგი "ლივერპულში" თავს იგიჟებს, როგორც მისი პარტნიორი, დანიელ სტარიჯი. დენი უელბეკიც ძლიერია."


ბექჰემი ძალიან დარდობს თავისი ქვეყნისა და ევრო-2004 შანსის ხელიდან გაშვების გამო. მისი თქმით, ეს განსაკუთრებული დროა. გასულ კვირას მისმა მეგობარმა, გარი ნევილმა განაცხადა, რომ ეს ყველაზე რეალური მომენტი იყო ტიტულის მოგების მას შემდეგ, რაც ბობი მურმა 1996 წლის მსოლფიო ჩემპიონატზე თასი აღმართა. ინგლისელები ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ, მას შემდეგ რაც 18 წლის წუნი 27-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

როცა მოედნიდან რუნი გავიდა, მასთან ერთად გუნდმა თვითრწმენა დაკარგა. "ეს ყველაფერი მაშინვე ვიგრძენით, როცა უეინმა დაზიანება მიიღო. ის სტივი ჯის ჰგავდა, ახალგაზრდულ ასაკში ოსტატის დონეზე თამაშობდა. მას უდიდესი ნიჭი ჰქონდა." მაგრამ ის დღეები მიილია და ბექჰემს კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრებაში სხვა მიზნები აქვს. მმართველობა მისი საქმე არაა და როცა მას შევხვდით მან მანამდე დაიწყო საუბარი, სანამ ეთერში გავიდოდით.

"ამის თქმა არ მინდოდა, ეს რატომ ვთქვი?" - ეკითხებოდა საკუთარ თავს ისე, თითქოს სახლში დაბრუნდა და ვიქტორიას ესაუბრება. "კლუბის მმართველობა ან მწვრთნელად მუშაობა ჯერ-ჯერობით არ მაინტერესებს. ამით დაკავება მომავალში რომ მდომოდა ამას ისე გავაკეთებდი, როგორც გიგზი, სქოულზი, ნევილი ან ბატი აკეთებენ" - ხაზს უსვამს.

მაგრამ ბექჰემს იმხელა გამოცდილება და ცოდნა აქვს! უნდა იცოდეს რა შესთავაზოს. ამ აზრმა შემდეგი კითხვა დაბადა.

და მიუხედავად იმისა, რომ FA-ს თავმჯდომარე გრეგ დაიკი გახდა გასულ წელს და ორგანიზაციას დაავალა ნაკრების მომავალში ჩაეხედა, ბექჰემისთვის აზრი არავის უკითხავს. იგი ძალიან სწუხს ეროვნულ ნაკრებზე, მაგრამ ადვილად დასავიწყებელია ის, რომ ტრავმის გამო სამხრეთ აფრიკაში დევიდი ფაბიო კაპელოს ასისტენტი იყო.

"არა, ჩემთვის არავის უკითხავს" - დაგვეთანხმდა დევიდი. - "რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ მე უბრალოდ წავედი, პირადი საქმეებით დავკავდი. მაგრამ მომავალში თუ შემეძლება ინგლისური ფეხბურთისა და ინგლისის დახმარება ძალიან ამაყი ვიქნები. ვიამაყებდი მთელ მსოფლიოში ელჩად რომ მიმავლინონ მომავალში."

დევიდ ბექჰემი დაკავებული ადამიანია. თავისი 39 წლის ასაკში მის ცხოვრებაში უამრავი რამ ხდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი "ოჯახის მძღოლად მუშაობაა" - ხუმრობს ის. ბექჰემი თავისი ოჯახური ცხოვრების სურათს ხატავს, რომელსაც ბევრი მშობელი გაიგებს:"არსენალის" აკადემიაში შვილების მიყვანა ყოველდღიურად და უქმეებზე მათი თამაშების ყურება. მას ამ დღეების თითოეული წუთი უყვარს.

დევიდ ბექჰემი - ადამიანი, რომელიც ფეხბურთს უყვარს


"მანქანაში დილის 7 საათის შემდეგ ვარ როცა ისინი სკოლაში მიმყავს და მანამდე ვჩერდები, სანამ გაკვეთილები დაუმთავრდებათ. ვარჯიშები სხვადასხვა დღეს აქვთ, მაგრამ რომელიმე მათგანი მაინც დამყავს ყოველ დღე მეცადინეობაზე. ადრე, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი მათ თამაშებსა და მოვლენებს ვტოვებდი ხოლმე, მაგრამ ყოველთვის მიყვარდა მათ ვარჯიშებზე დასწრება. პლუს, ჩემი ქალიშვილი ბალეტზე დადის. 15 წლის წინ რომ გეკითხათ შენი შვილები "არსენალში" ითამაშებენო კითხვას დაგიბრუნებდით: "სერიოზულად?". ძალიან ვაფასებ ამ გუნდსა და არსენ ვენგერს."

15 წლის ბრუკლინისთვის, 12 წლის კრუზისთვის და 9 წლის რომეოსთვის ადვილი არაა მოხუცის ყურება მოედნის კუთხეში. ადვილი არაა, როცა მამაშენის მარჯვება ფეხი ინგლისური ფეხბურთის ბოლო 10 წლის შედეგებზეა პასუხისმგებელი.

"ვერ ვიტყვი, რომ ეს ბრუკლინზე გავლენას ახდენს, მაგრამ ზეწოლას ნამდვილად გრძნობს როცა მოედანზე გამოდის. ბავშვების თქმით ის საუკეთესო იქნება. თუ კი თამაში არ მისდის ესმის, რომ მის შესახებ სხვები საუბრობენ. რომეოს საერთოდ არ აღელვებს სხვების აზრი, ძმები ამაში ეხმარებიან. მოხარული ვარ, რომ ფეხბურთის თამაში სურთ. ეს მათ დისციპლინას ასწავლის, რასაც "არსენალში" დიდ ყურადღებას აქცევენ. მათ შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავთ. ეს ზეწოლას ამცირებს."

ბექჰემი ამით მას შემდეგ ცხოვრობს, რაც ინგლისური ფეხბურთის ისტორიას კარგად ახსოვს 1996 წელს "სელჰერსტ პარკზე" "უიბლდონთან" შეხვედრაში შესანიშნავი დარტყმა. მან "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემია განვლო, ის "კლას 92-ს" ნაწილია, რომელმაც "ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალში გამარჯვება მოუტანა.

ახლა, ვან გაალის მმართველობის ხანაში რეზერვისტებსა და მთავარ კლუბს შორის კავშირი საფრთხის წინაშე დადგა. ამაზე დენი უელბეკის "არსენალში" გადასვლა მიანიშნებს. ბექჰემი გაოცდა, როცა მას უთხრეს, რომ კლუბის მიერ აღზრდილი ფეხბურთელი 1937 წლის შემდეგ ყოველ შეხვედრაში მთავარი კლუბის ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდა.

"მართლა?" - იკითხა მან. ალბათ შოკირებული იყო იმით, რომ თითოეულ 3704 შეხვედრაში "იუნაიტედის" მიერ აღზრდილი ერთი ფეხბურთელი მაინც თამაშობდა. ის "იუნაიტედის" ისტორიის ნაწილია და მისი შექმნით გაიზარდა. "ჩვენ ყველა ახალგაზრდული გუნდი გავიარეთ და როცა "ოლდ ტრაფორდის" დერეფანში გავდიოდით სერ მეტ ბასბის შეეძლო თავისი ჩიბუხი მოეწია თავისსავე ოფისში. იქ სერ ალექს ფერგიუსონის ოფისი მდებარეობდა, ეს ისტორიის ნაწილი იყო. თუ აქ აღიზარდეთ ამას გულშემატკივრებისგან გრძნობთ, მათთან განსაკუთრებულ კავშირსა და ურთიერთობას გრძნობთ."

ეს იმას ჰგავს, მე რომ ვუყურებ ჩემი შვილების გოლებს ან ჩემი მშობლები რომ უყურებდნენ ჩემ გოლებს. თითქოს მოედანზე 75000 შენი მშობელი ზის, ეს ის არის, რაც ყოველთვის იყო "იუნაიტედი". დარწმუნებული ვარ ვან გაალი ამ ტრადიციას შეინარჩუნებს. თუმცა კი ვწუხვარ, რომ კლუბში რვა წლის ასაკიდან მყოფი დენი კლუბს ტოვებს."
ბექჰემი თვალს ადევნებდა ტრანსფერის ბოლო დღეს, ათვალიერებდა საიტებს, როგორც ფეხბურთის სხვა ქომაგი და ხედავდა თუ როგორ ხარჯავდნენ პრემიერ-ლიგის გუნდები 800 მლნ. ფუნტს.

"კლუბისთვის, როგორც "იუნაიტედია" ისეთი მენეჯერის ყოლა, როგორიც მათ ჰყავთ და ისეთი ფეხბურთელის შეძენა, როგორიც რადამელ ფალკაოა უბრალოდ დაუჯერებელია. ეს "ეშმაკებისთვის" საოცარი დღე იყო. არ მესმის ყველაფრის მოგვარება ბოლო მომენტში როგორ მოასწრეს, მაგრამ ეს აზარტს ჰმატებს."

სანამ ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, FA-მ უნდა გააცნობიეროს რამდენად დიდი რამის შეთავაზება შეუძლია ამ ადამიანს.

ინტერვიუ მოამზადა ნილ ეშტონმა.

წყარო: dailymail
ინტერვიუები, ლეგენდები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 სექტემბერი 2014 07:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მგონი კარგი გამოვიდა... მთლიადანად chudikone-ს ვუძღვნი ბექჰემისადმი სიყვარულის გამო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
12 სექტემბერი 2014 07:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კლუბის აღზრდილი მართლა არავინ დაგვჩა კლუბში ?
0
№3
ავტორი: chudikone
12 სექტემბერი 2014 09:57
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან მაგარი ინტერვიუ გამოდგა love მადლობა გიორგის ამ სიახლისთვის love ისე ამ არსენალთან სიახლოვის გამო შეეპასუხა ფერგის დევიდი და მაინც მზე და მთვარე რატო ამოსდის ვერ ვხვდები..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: ლადო
12 სექტემბერი 2014 11:35
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Imedia erti bichi mainc daemgvaneba beqsis da magal doneze itamashebs fexburts...saghol dumboo
0
№5
ავტორი: George27
12 სექტემბერი 2014 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
კარგი სტატიაა
0
№6
ავტორი: m-an-united
12 სექტემბერი 2014 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
beqz love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№7
ავტორი: Donkirvala
12 სექტემბერი 2014 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ციტატა: Manchester_M
კლუბის აღზრდილი მართლა არავინ დაგვჩა კლუბში ?

jamie wilson, adnan januzaj, blackett, james, keane da kide arian ravi
0
№8
ავტორი: RojoDiablo
12 სექტემბერი 2014 13:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
კლუბის აღზრდილი მართლა არავინ დაგვჩა კლუბში ?


აქ იგულისხმება ფეხბურთელი, რომელიც ასე თუ ისე ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა. ასეთი კი მხოლოდ დენი იყო

ლადო,
Imedia erti bichi mainc daemgvaneba beqsis da magal doneze itamashebs fexburts

შენ რა, "არსენალის" მხარეს გადახვედი? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: VaRdo
12 სექტემბერი 2014 15:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ბექეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეემ love ჩემი პირველი ფავორიტი ფეხბურთელი. ყველაზე მაგრად მიყვარდა და ყველაზე მაგრად მტკივა გული დღესაც კი რომ ბოლომდე ჩვენთან არ დარჩა. რონალდოსგან განსხვავებიით ეს იძულებული იყ ოწასულიყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: nika1997
12 სექტემბერი 2014 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ველ ბეკი არ უნდა გე
შვათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top