თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2014, 15:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1770,
კომენტარები: 9
ფერდინანდს მადლობის გადახდა სურს
რიო დაბრუნებას სამადლობელოდ გამოიყენებს.
ფერდინანდს მადლობის გადახდა სურს
ზაფხულის სატრანსფერო ფანაჯარაზე "ქპრ"-ში გადასვლის შემდეგ, რიო ფერდინანდს საშუალება მიეცემა გულშემატკივარს ახლოდან გადაუხადოს მადლობა.

პრემიერ-ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" რიოს ახალ კლუბს, "ქპრ"-ს უმასპინძლებს.

ფერდინანდი გამოტყდა, რომ მას "ვალენსიასთან" ამხანაგურ შეხვედრაში საშუალება მიეცა შეხვედრის დაწყებამდე მოედანზე ჩასულიყო და გულშემატკივრებისთვის მადლობა გადაეხადა.

"სასიამოვნო იქნება დაბრუნება და ყველას ნახვა, როცა "ქპრ"-სთან ერთად დავბრუნდები. ზაფხულში სავარჯიშო ბაზაზე მივედი, რათა სამზარეულოში მომუშავე ქალბატონები და ოფისის თანამშრომლები მენახა, ვისაც წლების განმავლობაში ვიცნობ და ვინც მეხმარებოდა."

"ედ ვუდვორდმა "ვალენსიასთან" წინასასეზონო შეხვედრის დაწყებამდე საშუალება მომცა დაბლა ჩავსულიყავი და ეს გამეკეთებინა (დამშვიდობება), მაგრამ ვიფიქრე, რომ არასწორი იქნებოდა. უფრო ბუნებრივია დაბრუნება და თამაში, ყველასთვის ხელის დაქნევა და თქმა: "გმადლობთ".


"ლიდსიდან" 2002 წელს გადასვლის შემდეგ, ფერდინანდმა "იუნაიტედის" რიგებში 444 მატჩი ჩაატარა. მისი აზრით წელს შესაფერისი დრო იყო კლუბის დატოვებისთვის.

"ეს ძველი "კლიშეა", მაგრამ კლუბი უფრო დიდი, ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანი და ეს მართალია. ის უფრო მეტია, ვიდრე ერთი მოთამაშე და მე მესმოდა ეს. მე არ ვარ საკმარისად ეგოისტი იმისთვის, რომ მეფიქრა, ყველაფერი ჩემს ირგვლვი ეწყობოდა და რომ მე ღირსი ვიყავი "მანჩესტერ იუნაიტედში" დავრჩენილიყავი. ყველას აქვს წასვლის დრო და ჩემი დრო ახლა დადგა."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 სექტემბერი 2014 15:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ეს ძველი "კლიშეა", მაგრამ კლუბი უფრო დიდი, ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანი და ეს მართალია. ის უფრო მეტია, ვიდრე ერთი მოთამასე და მე მესმოდა ეს. მე არ ვარ საკმარისად ეგოისტი იმისთვის, რომ მეფიქრა, ყველაფერი ჩემს ირგვლვი ეწყობოდა და რომ მე ღირსი ვიყავი "მანჩესტერ იუნაიტედში" დავრჩენილიყავი. ყველას აქვს წასვლის დრო და ჩემი დრო ახლა დადგა."


საერთოდ არ ჰგავს ეს სიტყვები განაწყენებული კაცის ლაპარაკს. ადამიანს ესმოდა, რომ "იუნაიტედის" მოთხოვნილებები მის შესაძლებლობებს აღემატებოდა და მიხვდა, რომ უნდა წასულიყო.

მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში გვემსახურე და გვიერთგულე. წარმატებებს გისურვებთ ახალ კლუბში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gilmour
11 სექტემბერი 2014 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჩემთვის ყველაზე მაგარი მცველი მსოფლიოში. არ მიყვარს როცა ჩვენი ფეხბურთელები ჩვენ წინააღმდეგ თამაშობენ, მითუმეტეს რიოსნაირი ლეგენდები.
მინდა რომ ჩვენს მიერ გატანილი 4 ბურთიდან არცერთი არ იყო რიოს ბრალი:)))
0
№3
ავტორი: GeorgeBest
11 სექტემბერი 2014 16:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რიო ოლდ ტრაფორდზე ბრუნდება love

ყველაზე მაგარი კაცია და ყველაზე მაგრად ვაფასებ
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 სექტემბერი 2014 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რიოოოო love წასვლის დრო კი მართლა იყო, მაგრამ შენ მუდამ წითელი იქნები!!!
0
№5
ავტორი: ლადო
11 სექტემბერი 2014 16:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რიო-ვიდას დუეტი რომ ჩამოყალიბდა რა მაგარი დაცვის ხაზი გვყავდა ხოლმე...რიოო love
0
№6
ავტორი: AkkRed
11 სექტემბერი 2014 16:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაგრად მევასები შე ჩახმახო რა <3
0
№7
ავტორი: temo-scholes
11 სექტემბერი 2014 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Udzlieresi mcvelii, magram siberes ravutxari ra....
0
№8
ავტორი: Manchester_M
11 სექტემბერი 2014 19:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
უძან მაგრესი მცველი თავის დროზე !!!! love
0
№9
ავტორი: George27
12 სექტემბერი 2014 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მადლობა ჩვენც სათქმელი გვაქვს :* როგორ შემაყვარე თავი ამ წლებში შე ოხერო შენა =))))) :*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top