თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2014, 12:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1679,
კომენტარები: 7
სქოულზი "ახალი გუნდის" შესახებ
ლეგენდას სჯერა, რომ ყველა ითამაშებს.
სქოულზი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი თვლის, რომ ლუი ვან გაალი შეძლებს ყველა ვარსკვლავის ძირითადში გამწესებას.

ახლახანს დახურული სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" ლუკ შოუ, ანდერ ერერა, ანხელ დი მარია, დეილი ბლინდი, მარკოს როხო და რადამელ ფალკაო შეურთდნენ და მათ დახვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ხუან მატა, უეინ რუნი და რობინ ვან პერსი არიან.

კვირას გასამართ შეხვედრაში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ქპრ"-ს მიიღებს საშინაო არენაზე, რამდენიმე პოტენციური დებიუტია მოსალოდნელი. კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბარში პოლი აცხადებს, რომ მიუხედავად ერთბაშად შეკრებილი უამრავი ვარსკვლავისა და ლუი ვან გაალი მათ მოუძებნის ძირითადში ადგილს.

"ფეხბურთელთა კალიბრი, რომელიც ჩვენ მოვიყავენთ ტოპ-კლასს შეესაბამება. მაგ. ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო. ისინი განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან. საჭიროა მხოლოდ მათი ერთ გუნდში დაყენება, უკეთესად თამაში და გოლების გატანა - რაც საკმაოდ ცუდად გამოგვდის."

"არც დაცვით ხაზში ვართ იდეალურები, ასე რომ, მან ესეც უნდა მოაგვაროს. ამის შემდეგ კი ჩემი რწმენით ჩემპიონთა ლიგაში ადგილისთვის ბრძოლასაც შევძლებთ."
- განაცხადა სქოულზმა.

როცა ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა უდიდესი პრობლემა ახალი ფეხბურთელების სასტარტო თერთმეტეულში დაყენება, მან განაცხადა: "ასეა, დიახ. მაგრამ ეს ცუდი პრობლემა არ არის."

"გულშემატკივარი სწუხდა ფეხბურთელების დონის გამო, რომლებიც კლუბში იყვნენ, მაგრამ ახლა ვეღარ გააკეთებენ ამას. ვფიქრობ, ედ ვუდვორდმა სატრანსფერო ბაზარზე დიდებული სამუშაო გასწია რამდენიმე შენაძენით. ახლა მწვრთნელის საქმეა პრობლემების გადაწყვეტა და ჩვენთვის ახალი კარგი გუნდის შექმნა."


სქოულზი ძალიან მოხარულია ფალკაოსა და დი მარიას გამო, რომლებიც "იუნაიტედის" თამაშებს დიდებულ ელფერს შესძენენ.

"მსურს დი მარიამ ფლანგზე ითამაშოს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ვან გაალი მას ფართოდ გამოიყენებს, მაგრამ არგენტინის და გერმანიის დაპირისპირებაში ანხელმა გვაჩვენა რა შეუძლია, როცა ფლანგზე თამაშობს. მარცხნივ იდგება თუ მარჯვნივ, მას შიშისმომგვრელი სახე აქვს."

"მას შეუძლია ფეხბურთელებს გასცდეს და გოლი გაიტანოს. სწორედ ეს გვაკლია. დარწმუნებული ვარ ის ცენტრალურ პოზიციებზე ითამაშებს, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული მას ფართო სივრცეებს მივცემდი."

"ფალკაოს საგოლე რეკორდები დიდებულია, რომელიც მან "პორტოსა" და "ატლეტიკო მადრიდში" აჩვენა. მის მიერ გატანილი გოლები მნიშვნელოვანია და ის გუნდს ამოძრავებს. 28 წლის ასაკში მას უდიდესი გამოცდილება აქვს."

"უბრალოდ იმის იმედი იქონიეთ, რომ მისი მუხლი მწყობრშია, ერთადერთი პრობლემა ეს არის. მაგრამ ერთხელაც იგი ათამაშდება და დი მარია მას მომენტებს შეუქმნის, ჩვენ კი გოლების გატანას დავიწყებთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 სექტემბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მარცხნივ იდგება თუ მარჯვნივ, მას შიშისმომგვრელი სახე აქვს."


გეთანხმები, ძალიან უშნო ყურები აქვს lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
11 სექტემბერი 2014 13:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Midi lomeboo..imedia qprs gadavtelavt
0
№3
ავტორი: temo-scholes
11 სექტემბერი 2014 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Pol am sastavtan ertad exla shen gvyavde 27 wlis asakshi da mere martla bareulma movides..!!! Gadavangrevdit....!
0
№4
ავტორი: VaRdo
11 სექტემბერი 2014 14:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ სქოულზი ძველი მართლა და იმენა დაგვხატავდა. რავი მგონი დროა ათამაშდნენ. ბლინდიც გაამართლებს აგერ ნახეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Manchester_M
11 სექტემბერი 2014 15:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დი მარიას ცენტრში ათამაშებს მაგრამ როგორც ჩანს საშუალებას აძლევს ვან გაალი რომ ფლანგზეც გავიდეს და იქიდანაც შეუტიოს და იმედია სწორად გამოიყენებს ფლანგზე მართლაც უფრო პროდუქტიულია :)
0
№6
ავტორი: GeorgeBest
11 სექტემბერი 2014 16:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მსურს დი მარიამ ფლანგზე ითამაშოს


მოუსმინეთ ამ კაცს wink რიჟა ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს
0
№7
ავტორი: AkkRed
11 სექტემბერი 2014 17:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შენ რო ყოფილიყავი ცენტრში ეხლა მაგარი დაგხვატავდა request დაცვა ვინც გინდა ყოფილიყო :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top