ედ ვუდვორდმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ თუ ლუი ვან გაალს რომელიმე ფეხბურთელი იანვარშიც დასჭირდება, მას აუცილებლად იყიდიან.
"თუ ლუი ვან გაალი იანვრამდე გუნდის სუსტ წერტილებს დაინახავს და ფეხბურთელები მოუნდება, მე მზად ვარ ეს ყველაფერი ზაფხულამდეც არ გადავდო. ამ დროისთვის შესანიშნავი გუნდი გვყავს, შესანიშნავი ახალი შენაძენებით. მაგრამ თუ კიდევ დაგვჭირდება გაძლიერება, შევეცდებით ყველაფერი ვიღონოთ ამისთვის." - აცხადებს ვუდვორდი skysports.com-თან.
"ჩვენ იანვარშიც შეგვიძლია ძლიერი და მაღალი კლასის ფეხბურთელების ყიდვა, ეს გასულ ზამთარსაც დაინახეთ, როდესაც მატა გავიფორმეთ. გასული სეზონი მძიმე გამოდგა ყველასთვის, მაგრამ ახლა ყველაფერს ოპტიმიზმით ვუყურებთ, რადგან ჩვენი მეთაური ლუი ვან გაალია, რომელსაც შესანიშნავი გუნდი ჰყავს."
"ეკონომიკურად უფრო და უფრო ვძლიერდებით. ჩვენი კონტრაქტი "Adidas"-თან ყველაზე ძვირადღირებული გამოდგა არა მარტო ფეხბურთსი, არამედ მთელს სპორტში. ვიმედოვნებ, რომ ეს წარმატებული გარიგება გამოდგება."