თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2014, 11:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1797,
კომენტარები: 6
გიგზი: "ეს კლუბი არასდროს შეიცვლება"
რაიან გიგზი თვლის, რომ მის გუნდს ვერაფერი შეცვლის.
გიგზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, რაიან გიგზმა განაცხადა, რომ "არსენალში" დენი უელბეკის გაყიდვით "ეშმაკებს" ტრადიციებისგან არ გადაუხვევიათ.

23 წლის უელბეკი, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "არსენალში" გაიყიდა, უკანასკნელი ფეხბურთელი იყო, რომელიც "მანჩესტერის" აღზრდილი იყო და თანაც პირველ გუნდში თამაშობდა. თუმცა გიგზი აცხადებს, რომ "იუნაიტედს" არ დაუკარგავს საკუთარი თავი, როგორც ეს ერთხელ მიკ ფელანმა განაცხადა.

"ეს კლუბი არასდროს შეიცვლება. ამ კლუბის ისტორია სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს, ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემასა და ტრადიციების დაცვას მოიცავს. გასაგებია, დენი წავიდა და ეს დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ის უკანასკნელი აღზრდილი იყო, მაგრამ ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელმაც შანსი მისცა ზეედორფს, კლუივერტს, ჩავის, ინიესტასა და ტომას მიულერს."

"ვან გაალს ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემის გრძელი ისტორია აქვს. ტაილერ ბლეკეტმა ამ სეზონის ყველა შეხვედრაში ითამაშა. ვან პერსისა და რუნის ფონზე ადნან იანუზაი და ჯეიმს უილსონი გვყავს. მოთამაშეები ყოველთვის წავლენ "მანჩესტერ იუნაიტედიდან", მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ახალგაზრდები შანსს მიიღებენ, რადგან ამას "იუნაიტედის" ქომაგი ითხოვს."

"მე თავადაც მინდა იმის ხილვა, თუ როგორ იჩენენ თავს ახალგაზრდები "იუნაიტედში". გულშემატკივარი არასდროს დაგმობს ახალგაზრდას შეცდომისთვის. ისინი მათ წააქეზებენ. ეს ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში იყო და მისი დაკარგვა არ გვსურს."
- განაცხადა გიგზმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 სექტემბერი 2014 11:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვისაც კარგად ესმის "იუნაიტედის" სული, ეს გიგზია. მაგრამ დრო მიდის, ფასეულობები იცვლება, საჭიროება სხვა რამეს მოითხოვს. დროს უნდა აჰყვე, დრო არ აგყვება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
11 სექტემბერი 2014 11:37
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სიმკაცრე უნდა მეტი გიგზს, რბილი ტიპი ჩნას და მწვრნელობის დროს ამან არ დაღუპოს
0
№3
ავტორი: AkkRed
11 სექტემბერი 2014 12:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
როგორ მევსაება ეს ბებერი ოხერი <3
0
№4
ავტორი: VaRdo
11 სექტემბერი 2014 14:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მთელი რეზერვი რომ ნაგვის ბუდეა? მაგათ იემდზე ვიყოთ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Manchester_M
11 სექტემბერი 2014 14:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ველბეკი მაინც არ უნდა გაეშვათ თან კონკურენტ გუნდში
0
№6
ავტორი: GeorgeBest
11 სექტემბერი 2014 15:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედი მაქვს მეც. რაღაც დიდი ამბებია ამ უელბეკის გაშვების მერე მარა ეგ არაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top