ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი გამოტყდა, რომ გუს ჰიდინკთან ვარჯიშებში უფრო მოდუნებულად გრძნობს თავს, ვიდრე ვან გაალთან.
"ლუი ვან გაალთან ერთად ჩვენი ნაკრები უფრო ჩაკეტილი იყო. ვიცოდი, რომ გუსი რბილი და წყნარი ადამიანი იყო, რაც მაშინაც ვნახე, როდესაც ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა." - აცხადებს სნეიდერი goal.com-თან.
"ვან გაალის მეთაურობის ქვეშ, ვარჯიშებზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. ახლაც სწორედ ასე იქნება, მაგრამ უფრო ხმამაღლა და მეტს ვიცინებთ ვიდრე ამას ლუისთან ერთად ვაკეთებდით. ჩვენ წინსვლას კიდევ გავაგრძელებთ."