"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი გულშემატკივარი აცხადებს, რომ "წითელი ეშმაკების" ოფიციალურ მაღაზიაში კლუბის უჩვეულო ფორმა შეიძინა. "იუნაიტედის" ოფიციალურმა მაღაზიამ კურიოზული შეცდომა დაუშვა. მეგასთორიმ ახალწვეულის რადამელ ფალკაოს გასაყიდ მაისურზე შეცდომით "FLACAO" დააწერა.
ამ კურიოზულ ფაქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს ოფიციალური მაღაზიასთან დაკავშირებული პირველი შეცდომა არ არის. მათ ასეთი შეცდომა ძალიან ბევრჯერ დაუშვეს.