El Mundo Deportivo - ს ცნობით, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჩავი ჰერნანდესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე უარი განაცხადა.
ზაფხულში ხმა დაირხა, თითქოს ესპანელი "კამპ ნოუს" დატოვებდა და ფულის გამომუშავებისთვის ყატარში, ან "მანჩესტერ სიტის" ფარმ-კლუბში, "ნიუ-იორკ სიტიში" გადავიდოდა.
გარდა ამისა, ჩავის შეთავაზება გაუკეთეს "იუნაიტედმა" და მიუნხენის "ბაიერნმაც". თანხმობის შემთხვევაში ესპანელი ან ვან გაალს, ან პეპ გვარდიოლას შეუერთდებოდა.
თუმცა ბოლოს ჩავიმ მაინც "ბარსელონაში" დარჩენა არჩია, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკე გახლავთ. როგორც ჩანს იგი კარიერის დასრულებას კატალონიურ კლუბში გეგმავს.