თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2014, 16:48
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2197,
კომენტარები: 8
დროა გამარჯვებულთა სიას დავუბრუნდეთ (ნაწილი პირველი)
ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერების ანალიზი. ვინ როგორ დაეხმარება ლუი ვან გალის გუნდს ამ სეზონში
დროა გამარჯვებულთა სიას დავუბრუნდეთ (ნაწილი პირველი)
1. დი მარია.

არგენტინელი, ალბათ, გუნდის მთავარი შენაძენია. ანხელი, რომელსაც შეუძლია თამაში, როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრში, ყველაზე კარგად ერგება იმ ტაკტიკას, რომელიც ჰოლანდიელმა მწვრთნელმა შემოგვთავაზა ( 3-5-2 ), და საკმაოდ დიდი სამუშაოს შესრულება შეუძლია მოედანზე. მის გამძლეობაზე ლაპარაკიც არ ღირს, უბრალოდ გაიხსენეთ ბეილის გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ვინ გაიჭრა ფლანგზე და ვინ ჩამოიტოვა "ატლეტიკოს" სამი მცველი? რა თქმა უნდა, დი მარიამ. თუმცა მისი მოსვლით, გაურკვეველი რჩევა ხუან მატას ადგილი, მაგრამ არგენტინელს არ გასჭირდებია თამაში იგივე იოზილთან ან მოდრიჩთან. ასე რომ, ვფიქრობ ეს ორი ფეხბურთელი კარგად შეეწყობიან ერთმანეთს. მოკლედ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს, მაგრამ დი მარიამ ძალიან უნდა დაგვეხმაროს ამ სეზონში სასურველი ადგილის მისაღწევად.

დროა გამარჯვებულთა სიას დავუბრუნდეთ (ნაწილი პირველი)


2. რადამელ ფალკაო.

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა უკვე დიდი ხანია გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლებით. რადამელი ნამდვილად კარგი შენაძენია ვან პერსის ფორმიდან გამომდინარე. ორივე ვარსკვლავს მოუწევს ძირითადი შემადგენლობისთვის კონკურირება. ეს კონკურენცია ერთის მხრივ კარგი იქნება ჰოლანდიელისთვის, რადგან იგი იძულებული იქნება რომ გამოფხიზლდეს, მეორე მხრივ, ფალკაო დაუმტკიცებს ყველას, რომ იგი არ არის ჩამოსაწერი გადატანილი რთული ტრამვის შემდეგ. გუნდის ცხრიანი მზად არის საკუთარი თავი გულშემატკივრებს მომდევნო მატჩში აჩვენოს "ქპრთან". ჩვენ ისღა გვრჩება ვიმსჯელოთ თუ როგორ გაანაწილებს სათამაშო დროს ფალკაოსა და მის ფავორით ვან პერსის შორის. რუნი კი ხელშეუხებელი რჩება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იგი გუნდისა და ნაკრების კაპიტანია.

დროა გამარჯვებულთა სიას დავუბრუნდეთ (ნაწილი პირველი)


3. ანდერ ერერა.

ესპანელმა ნახევარმცველმა არაჩვეულებრივად ითამაშა გასული სეზონი და გაახარა ლა ლიგის გულშემატკივრები. ახლა კი პრემიერ ლიგის ჯერია. წინასასეზონო ტურნეზე ერერამ დაამტკიცა, რომ შეუძლია სწორი და დროული გადაცემების გაკეთება, ამავდროულად არაჩვეულებრივად თამაშობს დაცვაშიც და თავდადებით ბრძოლოს ბურთზე. ალბათ იგი ერთადერთია ახალწვეულებიდან, რომელსაც გულით უნდოდა ამ გუნდში თამაში. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ერერამ თავისით გამოისყიდა საკუთარი კონტრაკტი "ატლეტიკთან", ვინაიდან გუნდი საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდა და "იუნაიტედი" უარზე იყო. ცუდ ფორმაში მყოფი ფელაინის, არეული და გაუგებარი ანდერსონის ფონზე ძირითად შემაგენლობას სწორედ ანდერ ერერა დაიკავებს. მგონი არ ჩანს ცუდი შემადგენლობა. წარმოიდგინეთ, საყრდენი მაიკლ კერიკი, ოდნავ ზემოთ ფანტაზიით მდიდარი ერერა, მატა, დი მარია და რუნი. ერერას ყიდვა გუნდს 2013 წელსაც უნდოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ესპანელი მოიესს თვით ფერგიუსონმა ურჩია. ახლა კი ერერა ვან გაალმა იყიდა, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ანდერის შეძენა იუნაიტედის სამივე მწვრთნელს სურდა, დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობასაც სწორედ იგი დაიკავებს.

დროა გამარჯვებულთა სიას დავუბრუნდეთ (ნაწილი პირველი)
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: George27
10 სექტემბერი 2014 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
დროა მწვერვალზე ასვლის, ჩვენი ადგილი იქ არის...
0
№2
ავტორი: nika1997
10 სექტემბერი 2014 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ერთ რამეში შეცდი კერიკი არ იქენაბ საყრდენი ბლინდი იქნებაა
0
№3
ავტორი: Manchester_M
10 სექტემბერი 2014 17:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დი მარიას მოსვლა იმიტომ მინდოდა მატას აუწყობსტკო და ერთად რუნის და პერსის მოამამარაგებენთქო და ახლა ერთმანეთის კონკურენტები გამოდიანო ეს რა სპორტია ?
0
№4
ავტორი: ლადო
10 სექტემბერი 2014 17:47
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Momdevno samsac velodebi
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
10 სექტემბერი 2014 17:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან საინტერესოა
0
№6
ავტორი: kOsTiA
10 სექტემბერი 2014 18:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
მართალია კერიკმა ბევრი გააკეთა გუნდისთვის მაგრამ არ მგონია რომ მას ძირითადში ადგილი შეხვდეს..
0
№7
ავტორი: GeorgeBest
10 სექტემბერი 2014 19:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიცვალებული ადგა derpstare

მატას საკითხი რაღაც გადაუჭრელ პრობლემად იქცა მაგრამ თუ 4 მცველს დააყენებს და პერსის ფორმის გათვალისწინებით მხოლოდ ფალკაო–რუნის დუეტი გვეყოლება წინ მატას ადგილი იქნება.
0
№8
ავტორი: temo-scholes
11 სექტემბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
3-2-3-2 itamashos luim am taqtikit da yvelas eqneba satamasho dro!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top