"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველმა რაფაელ და სილვამ განაცხადა, რომ იგი მზად იქნება კვირას, ''ქპრ''-თან მატჩში მონაწილეობის მისაღებად.
წინასასეზონო ტურნეში, 24 წლის ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო და ამ უკანასკნელმა მხოლოდ ამ კვირას დაიწყო ვარჯიში კლუბთან ერთად. იგი მომავალი მატჩისთვის უკვე მზად იქნება სათამაშოდ.
"მე დავბრუნდი, ვარჯიში განვაახლე და მზად ვარ დავეხმარო კლუბს შემდეგ მატჩში.", - განაცხადა რაფაელ in Instagram - თან.
ტრავმის გამო, რაფაელ და სილვს ამ სეზონის ყველა მატჩის გამოტოვება მოუწია. ასევე Sky Sports ამტკიცებს, რომ რაფაელთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული, ლუკ შოუც დაბრუნდება.