ანდერ ერერამ თავად აუწყა გულშემატკვირებს, რომ იგი სრულიად გამოჯანმრთელდა. ესპანელი ნახევარმცველი 3 კვირის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა გუნდს მუხლის ტრავმის გამო.
ერერამ მხოლოდ ერთ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი გუნდი "სუონსისთან" დამარცხდა პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში. ახლა კი ანდერი თავის Instagram-ის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოუთმენლად ელის ოლდ ტრაოფრდზე გასამართ შეხვედრას.
"ვვარჯიშობ სრული დატვირთვით და ველოდები შემდეგ თამაშს ოლდ ტრაფორდზე" წერს ერერა. მისი დაბრუნება ძალიან დიდი დახმარება იქნება ვან გაალისთვის, რომელსაც სანაკრებო პაუზამდე 11 ფეხბურთელზე არ არ მიუწვდებოდა ხელი სწორედაც რომ ტრავმების გამო.