ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი გრემ სუნესი თვლის, რომ "იუნაიტედმა" ვერ შეძლო ახალ სქემასთან შეგუება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვან გაალს ტაქტიკის შეცვლა მოუწევს.
"თუ ლუი გააგრძელებს სამი მცველით თამაშს მაშინ "იუნაიტედს" დასჭირდება მთელი სეზონი იმისთვის, რომ ახალ სქემას შეეგუოს. თუ ჰოლანდიელი სპეციალისტი არაფრის შეცვლას არ გეგმავს მაშინ "წითელი ეშმაკები" შესაძლოა ოთხეულის მიღმა დარჩნენ. "იუნაიტედმა" უკვე დაკარგა შვიდი ქულა ცხრა შესაძლებლობიდან თუ ასე გაგრძელდება ფეხბურთელები იტყვიან: " ჩვენ რაშუაში ვართ? უბრალოდ მწვრთნელის ტაქტიკა არ მუშაობს"" - ამბობს სუნესი dailymail - თან ინტერვიუში.
"ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ანხელ დი მარიასთვის ძნელია შეეგუოს ამ სათამაშო ტაქტიკას (3-5-2) . თუ ლუი ითამაშებს ოთხი მცველით მაშინ არგენტინელს უფრო მეტი თავისუფლება ექნება და აჩვენებს ისეთ თამაშს როგორსაც აჩვენებდა გერმანიასთან მატჩში. "- დაასრულა გრემ სუნესმა.