თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2014, 17:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1701,
კომენტარები: 0
ჯონსს ახალი სქემა მოსწონს
ფილ ჯონსი ახალი ტაქტიკით მოხარულია.
ჯონსს ახალი სქემა მოსწონს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, ფილ ჯონსმა განაცხადა, რომ მას 3-5-3 სქემა მოსწონს. სწორედ ამ სქემით თამაშობს "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში.

"წითელი ეშმაკების" სამწვრთნელო სკამზე მოთავსებული ლუი ვან გაალი, კრიტიკის მიუხედავად სამმცველიანი ტაქტიკით მაინც აგრძელებს თამაშს. დაცვითი ხაზის შექმნა ლუი ვან გაალს ვითარებიდან გამომდინარე მხოლოდ ფილ ჯონსის, ჯონე ევანსის, ტაილერ ბლეკეტისა და კრის სმოლინგის ხარჯზე შეეძლო.

თუმცა, მალე ამ სიას ლუკ შოუ, მარკოს როხო და დეილი ბლინდიც შეემატებიან. ჯონსი კი დარწმუნებულია, რომ მწვრთნელის ასეთი გადაწყვეტილება თავის შედეგებს მალე მოიტანს.

"პირადად მე სიამოვნებას ვიღებ ამ სქემისგან. როცა ყველა ერთად ირჯება და იციან, თუ რა უნდა აკეთონ მოედანზე ეს სქემა მუშაობს და ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულდება."

"ვფიქრობ, რაც მეტს ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ, მით უფრო მეტად ესმის თითოეულს თავისი როლი."
- განაცხადა ფილ ჯონსმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top