თბილისი:
მანჩესტერი:
8-09-2014, 13:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2088,
კომენტარები: 9
რუნის რეკორდის დამხობა სურს
უეინ რუნი ბობი ჩარლტონს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
რუნის რეკორდის დამხობა სურს
სერ ბობი ჩარლტონის რეკორდები იმდენად ახლოსაა, რომ უეინ რუნის შეუძლია მათ გადაასწროს.

"უემბლიზე" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც ინგლისის ნაკრებმა ნორვეგიის ნაკრებს სძლია, რუნიმ პენალტი გაიტანა, რის შემდეგაც ინგლისის გოლეადორების სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

მისმა 41-ე გოლმა, მისი ბავშვობის კერპი, მაიკლ ოუენის მაჩვენებელი უკან ჩამოიტოვა და მხოლოდ 8 გოლით ჩამორჩება ყველა დროის რეკორდსმენს, ბობი ჩარლტონს.

მისი 249 გოლიანი სარეკორდო მაჩვენებელიც, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორმა, ბობი ჩარლტონმა ფეხბურთელის კარიერაში დაამყარა საფრთხის წინაშეა. რუნის მხოლოდ 32 გოლი აშორებს ამ მაჩვენებლის დამხობამდე.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუნი ჯერ მხოლოდ 28 წლისაა, მას საკმაო დრო აქვს ორივე რეკორდის დასამხობად და რუნიც ძალიან მონდომებულია.

"მაიკლს (ოუენს) "სტ. ჯორჯ პარკზე" ვესაუბრე ნორვეგიასთან შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ და მოხარული სულაც არ იყო"

"მას ბავშვობიდანვე ვადევნებ თვალს, ასე რომ, მისთვის გადასწრება ძალიან მახარებს."

"განაწყენებული დავრჩები, თუ სერ ბობის რეკორდს ვერ დავამხობ და მასაც ვერ გადავასწრებ. ეს ჩემი მიზანია."

"მისი ორივე რეკორდი დიდი ხნის განმავლობაში ხელუხლებელია და ბევრი ფეხბურთელი ცდილობდა მის დამხობას."

"ახლა ორივე მათგანი ხელმისაწვდომ მანძილზეა."

"ეს არის ის, რისი გაკეთებაც მინდა. ვფიქრობ, შემიძლია გავაკეთო."


წყარო: manchestereveningnews
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 სექტემბერი 2014 09:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ათამაშეთ ეს კაცი თავის პოზიციაზე და შესარჩევ ეტაპზევე გახდება რეკორდსმენი. აი "ოლდ ტრაფორდზე" კი ალბათ მინიმუმ ორი სეზონი დასჭირდება. მაქსიმუმ სამი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
8 სექტემბერი 2014 09:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მიდი რუნიი am იმედია ბექჰემის რეკორდასს მოხსნის, როგორც ყველაზე ხშირად მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში, თუმცა რომ არ მოხსნას არც ეგ მეწყინება winked სად იყო რუნი როცა ბექჰემზე მზე და მთვარე ამომდიოდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Manchester_M
8 სექტემბერი 2014 09:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბობის რეკორდსაც მალე მოხსნის :)

ჰოჯსონს გამოცვლას არ უპირებენ თუ იცით ?
0
№4
ავტორი: giochinio
8 სექტემბერი 2014 10:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
მანჩეში 2 სეზონში მოხსნის და ნაკრებში ევროპამდე მოხსნილი ექნება
0
№5
ავტორი: ლადო
8 სექტემბერი 2014 11:54
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ფორმაში უნდა ჩადგეს მალე... ჩვილი ბავშვივითააა მოედანზე გეგონება ყველაფერს ახლა სწავლობსო..

ფორმაში უნდა ჩადგეს მალე... ჩვილი ბავშვივითააა მოედანზე გეგონება ყველაფერს ახლა სწავლობსო..
0
№6
ავტორი: General 171
8 სექტემბერი 2014 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 81
imedia PL shi 20ze nakelbi ar eqneba wels
0
№7
ავტორი: kakhi kakhidze
8 სექტემბერი 2014 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
მიდი რუნი მაიტანე და ანახე ყველას ვინ ხარ
0
№8
ავტორი: GeorgeBest
8 სექტემბერი 2014 17:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მჯერა რო ყველა რეკორდს მოხსნის, შრეკი იმსახურებს ამას
0
№9
ავტორი: VaRdo
9 სექტემბერი 2014 04:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იუნაიტედში მოხსნილი აქვს ჩათვალოს დროის ამბავია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top