თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2014, 22:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1408,
კომენტარები: 6
ფლეტჩერი სრულად განიკურნა
დარენი გამოჯანმრთელდა.
ფლეტჩერი სრულად განიკურნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, დარენ ფლეტჩერმა განაცხადა, რომ წყლულოვან კოლიტს საბოლოოდ სძლია.

ნაწლავთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადების გამო 2011 წლის დეკემბერში ფლეტჩერმა თავისი კარიერა გაურკვეველი ვადით შეწყვიტა. თუმცა, ქირურგიული ოპერაციის, ინტენსიური მკურნალობისა და სპეციალური დიეტის შემდეგ დარენ ფლეტჩერი სრულად გამოჯანმრთელდა. ეს გზა გრძელი და რთული აღმოჩნდა.

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დარენმა პრემიერ-ლიგაში მხოლოდ 23 შეხვედრის გამართვა მოახერხა. ახლა კი დარენი მზადაა აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

"ეს ემოციები უკან მოვიტოვე და ჩვეულ მდგომარეობას დავუბრუნდი. მოედანზე კვლავინდებურად ვიბრძვი და გამარჯვებების მოპოვებას ვცდილობ."

"ავადმყოფობა აღარ მაწუხებს. საქმე იმაში არაა, რომ ის უნდა გადავლახო - ის უბრალოდ არ მაქვს. ეს ოპერაციის შედეგია. ახლა თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ."
- ციტირებს ვიცე-კაპიტნის სიტყვებს Manchester Evening News.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 სექტემბერი 2014 22:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი და დიდ პატივსაც ვცემ, ამგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამას უნდა ვეყრდნობოდეთ. შენი ალტერნატივა აუცილებლად საპოვნელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
7 სექტემბერი 2014 23:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გვეშველა wink
0
№3
ავტორი: gilmour
8 სექტემბერი 2014 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რა კარგია ახლა შეგიძლია ამაყად დაასრულო კარიერა:))) ვხუმრობ ხოო მეც მიყვარს დარენი
0
№4
ავტორი: chudikone
8 სექტემბერი 2014 03:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ აღარ გვედარენფლეტჩერება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: VaRdo
8 სექტემბერი 2014 03:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მიხარია, რომ ჯამრთელია, მაგრამ ამის ადგილი გუნდში აღარაა. ფლეჩერებით შორს ვეღარ წავალთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: ლადო
8 სექტემბერი 2014 11:59
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რაღა მოგვკლავს wink facepalm
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top