თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2014, 10:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2113,
კომენტარები: 9
"რუნისთან დაკავშირებით მხოლოდ სამი რამ მახსენდება"
ჯეიმი კარაგერი შიშობს, რომ უეინ რუნის პიკი წარსულში დარჩა.
"ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი შიშობს, რომ ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის, უეინ რუნის კარიერის პიკი წარსულში დარჩა.

მცირე ხნის წინ რუნის ყოფილმა თანაგუნდელმა, პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ უეინის საუკეთესი წლები წარსულს ჩაბარდა. მსგავსი აზრი აქვს ჯეიმი კარაგერსაც.

"როცა უეინ რუნიზე ფიქრობთ, რა მთავარი მოგონებები გაქვთ? მე სამი მაქვს. პირველი - მისი უცნობი და უშიშარი სახის გამოჩენა 18 წლის ასაკში და შესანიშნავი თამაში ევრო 2004-ზე. მეორე - 2009/2010 წლების სეზონი, როცა მან "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 34 გოლი გაიტანა და საუკეთესი ფეხბურთელად დასახელდა PFA-ს ვერსიით. მესამე - მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია, როცა მან ფაბიო კაპელოს გუნდში 9 გოლი გაიტანა."

"სხვებს სხვა მოგონებები ექნებათ, მაგრამ ეჭვი მეპარება სიის სათავეში ნორვეგიასთან შეხვედრა მოხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი მისი დებიუტი იყო კაპიტნის სამკლაურის მფლობელის რანგში და მან ეს ცივსისხლიანად შესრულებული პენალტით აღნიშნა, არავინ აღფრთოვანებულა მისი თამაშით."

"ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: მისი საუკეთესო თამაში გვინახავს?"

"რუნი 28 წლისაა და მომდევნო სამი წელი ფეხბურთელის კარიერის პიკი უნდა იყოს. ფეხბურთელთა აბსოლუტური უმეტესობისთვის ამ ასაკში მათი თამაში უმაღლეს ხარისხსა და სტაბილურობას აღწევს."

"რუნის შემთხვევაში სხვაგვარადაა. პრემიერ-ლიგაში 16 წლის ასაკში დებიუტის შემდეგ იგი მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა, მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მისი კარიერის პოტენციური პიკი ადრე მოხდა."

"ნაკრებში და კლუბში ჩატარებული 615 მატჩის შემდეგ მას აქვს უნარები, რომელიც 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს ახასიათებს. იფიქრეთ ამაზე. მანქანებს აფასებენ არა გამოშვების წლით, არამედ გავლილი მანძილით. როცა 12 წლის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობ, თანაც მთელი ზეწოლითა და ინტენსიურობით, ეს თავის კვალს ტოვებს."

"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი ტვირთია 18 წლის ასაკიდან კლუბისა და ნაკრების მხრებით ტარება? მაღალ დონეზე თამაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გფიტავს და ასეთი ზეწოლა რუნის მსგავს ფეხბურთელებზე მოქმედებს. რუნის შემთხვევა ბესპრეცენდენტი სულაც არ არის."


fapl.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 სექტემბერი 2014 10:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან საინტერესო თეორიები ჩამოაყალიბა. რუნის კარიერა მართლაც პატარა ასაკიდან დაიწყო და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა თავიდანვე. თუმცა მას აქვს მებრძოლი სული, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ასეთ და შესაძლოა გმაოფიტულ ასაკშიც კი აჩვენოს კარგი ფეხბურთი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
7 სექტემბერი 2014 10:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნიმ თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშს უნდა შეეშვას და თავდამსხმელების უკან უნდა ჩამოიწიოს ძველ ფორმაში აღარაა უნდა ვაღიაროთ !!!
0
№3
ავტორი: ლადო
7 სექტემბერი 2014 11:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Mdaa, imedia male chadgeba formashi
0
№4
ავტორი: Best 7
7 სექტემბერი 2014 11:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Kai Ra vnaxot!
0
№5
ავტორი: LizarD
7 სექტემბერი 2014 11:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მართალს ამბობს იმასთან დაკავშირებით რომ გუნდის თრევა უწევდა სულ, რა გასაკვირია რომ ვერ ბრწყინავს? ის ხომ უამრავ შავ სამუშაოს ასრულებს.
0
№6
ავტორი: chudikone
7 სექტემბერი 2014 11:58
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სულ ასე იციან ხოლმე. რამდენიმე მატჩს ჩააგდებს და მერე ერთი და იმავეს ლაპარაკობენ. მერე ისევ გაიბრწყინებს და მერე მაგარი ხდება რუნი ხო ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Human
7 სექტემბერი 2014 14:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
aman sul ro ver itamashos karieris bolomde ukve imdeni aqvs gaketebuli ro shegvidzlia legendad chaitvalos. Mjera ro rooney pirveli bombardiri gaxdeba unitedis istoriashi da igi amas imsaxurebs love Unitedis gulshematkivari rooneyze arapers ar unda ambobdes imito ro yoveltvis gundisken iyo da mudam shromobs moedanze da bolomde ixarjeba miuxedavad imisa ro shiedzleba bevr gols agar itans smile Igi Wayne Motherfucker Rooney da morcha !! love
0
№8
ავტორი: GeorgeBest
7 სექტემბერი 2014 18:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია კლუბშიც და ნაკრებში, ეხლა უფრომეტს მოითხოვენ და უფრო დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოუწევს თამაში მარა რუნი უძლიერესია და მებრძოლი ფეხბურთელია, ამიტომაცააა კაპიტნობის საუკეთესო კანდიდატი. იმედია ძველებურად გააგრძელებს თამაშს. მოუკლო აშკარად ბოლო თამაშებში
0
№9
ავტორი: VaRdo
8 სექტემბერი 2014 03:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არ მევასება ეს სკაუზეი ცენზურა რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top