თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2014, 14:05
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2386,
კომენტარები: 8
"დი მარია ნაკლებ ხელფასზეც ბედნიერი იქნებოდა"
ანხელის აგენტი "თამაშში" ერთვება.
თუ ანხელ დი მარიას აგენტს დავუჯერებთ, არგენტინელი იმ შემთხვევაშიც ბედნიერი იქნებოდა თუ "იუნაიტედზე" ნაკლებ ხელფასს აიღებდა "რეალში".

მაშინ როდესაც კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ თავად დი მარია არ იყო კმაყოფილი შეთავაზებული კონტრაქტით, არგენტინელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ასეთ სიხარბეს არასოდეს ჩაიდენდა.

"დი მარია "იუნაიტედში" 8 მილიონის სანაცვლოდ გაემართა. "რეალში" კი უფრო ნაკლებ ხელფასითაც ბედნიერი იქნებოდა." - აცხადებს დი მარიას აგენტი, ეუგენიო ლოპესი.

"მას დარჩენა სურდა. ხელფასებს შორის სხვაობა 1 მილიონი იყო. "რეალმა" საუბარი კი დაიწყო ამ საკითხზე, მაგრამ მოგვარება არ ისურვა."

ლოპესმა აგრეთვე "რეალის" ხელმძღვანელობას ტყუილშიც დასდო ბრალი. "როდესაც მადრიდში ჩამოვედით, მას მოუწია იმაზე ნაკლებ ხელფასზე თანხმობის თქმა, ვიდრე მას თავიდან დაპირდნენ. შემდეგ მათ განაცხადეს, რომ კონტრაქტს 6 თვეში გააუმჯობესებდნენ. მათ კი ამისთვის 2 წელი დასჭირდათ." - დაასრულა დი მარიას აგენტმა.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
6 სექტემბერი 2014 14:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გაიკვეხონ თავიანთი ხელფასი ახლა wink
0
№2
ავტორი: Manchester_M
6 სექტემბერი 2014 14:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ანუ 7 მილიონზე მეტს არ თავაზობდნენ ?:D მაგრამ პერესისგან რა უნდა გაგიკვირდეს ეგ მარტო მაისურების გაყიდვით მსჯელობს :X

როცა კროსს უხდიან 12 მილიონს და დი მარიას 7 მილიონს რო თავაზობ ცოტა ტეხავს :X
0
№3
ავტორი: GeorgeBest
6 სექტემბერი 2014 15:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხელფასს რო აბრალებენ ამის წამოსვლას ეგაა სასაცილო
0
№4
ავტორი: L. van Gaal
6 სექტემბერი 2014 15:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 51
მერე დაუკელით ხელფასს თუ არ უნდა დიდი wink
0
№5
ავტორი: VaRdo
6 სექტემბერი 2014 15:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვირმა რა იცის ხურმა ხილია. დი მარიას გადმოსვლით რაღაც სასწაული ძალა შემოგვემატა :* მომავალ წელს პრემიერ ლგიასაც დავდებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: MAGNIFICENT 7
6 სექტემბერი 2014 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
დიმარია, რონალდოს მერე იყო საუკეთესო რეალში და არამგონია 7 მილიონი შეეთავაზებინათ... რაღაცას ატრაკებს ეგ ჩემისა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№7
ავტორი: Moxito 7
7 სექტემბერი 2014 02:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
დიმკა შენი ერთი მილიონი მე მომე biggrin2
0
№8
ავტორი: RojoDiablo
7 სექტემბერი 2014 10:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჭორები ჭორები ჭორები. ტიტინებენ და არიან ამ საკითხზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top