თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2014, 19:44
ავტორი: FanMU_Alex,
ნანახია: 1487,
კომენტარები: 0
გიგზი: "სასურველი რეზულტატი იქნება"
რაიან გიგზი და ლუი ვან გაალი არ მიეცნენ პანიკას, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისიდანვე ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს.
გიგზი:
რაიან გიგზი და ლუი ვან გაალი არ მიეცნენ პანიკას, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისიდანვე ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს.

"ვან გაალი მშვიდადაა! ალბათ ყველამ შეამჩნიეთ, რომ მატჩის დროს იგი ფეხზე არ დგას და არ უყვირის ფეხბურთელებს, არ აძლევს მათ მითითებებს. ეს შევამჩნიე ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატზე. როგორც ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოედანზე გამოვდიოდი და ვთამაშობდი, შემიძლია ვთქვა, რომ იშვიათად თუ ესმის ფეხბურთელს ამ დროს მწვრთნელის შეძახილები და მითითებები. როგორც წესი, ფეხბურთელი ამ დროს კონცენტრირებულია მატჩზე. ლუი უპირატესობას პოლიგონზე აქტიურობას ანიჭებს, ხოლო მატჩის დროს იგი ფეხბურთელებს აიძულებს იაზროვნონ და იფიქრონ.".

"ვფირქობ, რომ ფეხბურთელებმა წინა სასეზონო ტურნეზე მიხვდნენ თუ როგორ უნდა ითამაშონ 3-5-2 წყობის შემთხვევაში, მაგრამ რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო ეს "სიმსუბუქე" გაქრა მანჩესტერში ჩამოფრენისთანავე. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავებთ ამ პრობლემის გადასაჭრელად, რათა მოვახდინოთ სასურველი შედეგის დემონსტრირება".

"მე ყოველთვის მტკივნეულად გადამქონდა მარცხი. მოგებას არ მოჰყვება ისეთი მძაფრი შეგრძნებები, როგორც წაგებას. მეშვიდე ადგილი სატურნირო ტაბლოზე - ეს საშინელი შედეგია. ამ წელსაც ცუდი სტარტი ავიღეთ, არცერთი მოგება ჩვენს სასარგებლოდ. თუმცა იმ შემადგენლობით, რომელიც ახლა გვაქვს, მოგება "ცხრა მთას" იქით ნამდვილად არაა".

"მაქვს თუ არა სურვილი დავბრუნდე მოედანზე? სიმართლე გითხრათ, "ბარნლისთან" მარცხის შემდეგ ნამდვილად გამიჩნდა სურვილი. როდესაც მატჩის წინ გამოვედი მოედანზე, რათა ფეხბურთელები გამემხნევებინა, ნამდვილად გამიელვა გონებაში ერთმა აზრმა, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი დღეს. ამ დღემდე მე არ მქონია ფიქრი იმაზე, რომ გამოვსულიყავი და მეთამაშა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს წარსულით. მე ვიყურები მხოლოდ წინ" - დაასრულა რაიან გიგზმა.

წყარო: Redevils.Ru
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top