თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2014, 11:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2167,
კომენტარები: 10
დი მარია: შეუძლებელი შესაძლებელია
ანხელ დი მარია არასდროს ნებდება.
დი მარია: შეუძლებელი შესაძლებელია
რა ხდის დი მარიას ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად? რა თქმა უნდა მდგომარეობა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" იმყოფება. მაგრამ არა მარტო ეს.

ჟოზე მოურინიომ, რომელიც არგენტინელს "რეალში" წვრთნიდა განაცხადა: "ანხელს აქვს ნატურა, რომელიც მას აიძულებს იფიქროს, რომ მოედანზე ყველაფერია შესაძლებელი."

დი მარია: შეუძლებელი შესაძლებელია


ეროვნული ნაკრებების გულშემატკივრებმა, რომელთაც გერმანიის ნაკრებისა და არგენტინის ნაკრების შეხვედრას მიადევნეს თვალი, ერთხმად აღნიშნეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალსა და ამ შეხვედრას შორის სხვაობა. საკადრო გამოსახულებების გარდა, ერთი რამ საერთო ფონზე ჩანდა: ბრაზილიის ფინალში დი მარია არ იმყოფებოდა. ნახევარმცველმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა და ეს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დი მარია პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ვერ იბრძვის. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასაოცარი გარბენი განახორციელა, გახდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ეს ყველაფერი გოლით ვერ აღნიშნა და შეტევაში მყოფი ვარსკვლავების ჩრდილში მოექცა (ისევ). ის ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტი 22 საგოლე გადაცემით გახდა, მაგრამ ასევე ის არის ადამიანი, რომელიც მადრიდში ხამეს როდრიგესის გადასვლას შეეწირა.

საქმე ზუსტად ასე იყო: დი მარია არ აპირებდა ევროპის საუკეთესო გუნდის დატოვებას და ახალი კონტრაქტიც კი შესთავაზეს. მასზე ხელის მოწერაზე არგენტინელმა უარი განაცხადა - მადრიდი მას თანხის გაზრდას არ ჰპირდებოდა შემტევი ხაზის ყველაზე ნაკლებანაზღაურებად ფეხბურთელად ტოვებდა. ფლორენტინო პერესი კომერციული კატეგორიებით აზროვნებს - ანხელის მაისურები სხვა დანარჩენებზე ნაკლებად იყიდება და ის ახალწვეულთან, ხამესთან კონკურენციას აშკარად აგებს. ფეხბურთელის წასვლა, რომლის მოქმედებაც მარცხენა ფლანგს აბალანსებდა კარლო ანჩელოტის ანაწყენებდა, მაგრამ ის საქმის ვითარებას შეეგუა: "ჩავთვალეთ, რომ დღეს იგი არ გვჭირდებოდა" - სხვა ვითარებაში მშვიდმა ანჩელოტიმ ახლა შეძრწუნებულად უპასუხა კითხვას. "ატლეტიკოს" მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს კი არ მორიდებია ჭრილობაზე მარილის მოყრა, რამეთუ შეამჩნია, რომ სუპერთასის შეხვედრაში მოწინააღმდეგეს "თავისი საუკეთესო შემსრულებელი აკლდა".

დი მარია: შეუძლებელი შესაძლებელია


"მანჩესტერ იუნაიტედი" ადგილზე დახვდა. ამჟამინდელ მდგომარეობაში "მანკუნიანელები" მზად არიან ფეხბურთელებში გადახდილი თანხა გადააჭარბონ, რათა სტატუსი აღიდგინონ. ეს დიდწილად რადამელ ფალკაოს ეხება, მაგრამ არანაკლებ - ანხელ დი მარიას. ლუი ვან გაალმა არგენტინელი მისი უნარის გამო მოიყვანა - მას არა მარტო მარცხენა ცენტრალურ ნახევარმცველად, არამედ მარცხენა ვინგერად შეუძლია თამაში. საქმისუნარიანობის მაღალი მაჩვენებლს გამო: გასულ სეზონში მადრიდში სწორედ დი მარია იყო ფეხბურთელი, რომელიც მარცხენა ფლანგზე აზღვევდა პარტნიორებს - მისი გასაოცარი სისწრაფე დდა გამძლეობა დი მარიას პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად აქცევს. ლუის მენოტი, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ ამ წუთისთვის დი მარია თავად მესისაც კი ჯობია.

"იუნაიტედმა" თანხა გადააჭარბა: იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფეხბურთელი მოიყვანო გუნდში, რომელიც ამ ტურნირზე არ გამოდის, ეს უბრალოდ აუცილებელია. "ბარნლისთან" თამაშმა აჩვენა, რომ ეს ძალისხმევა ტყუილად არ ჩაივლის, მართალია მას დიდი ცვლილებები არ შემოუტანია გუნდში, მაგრამ მისი ინდივიდუალური ქმედებები ტონ ჰიტონის კარს საფრთხეს უქმნიდა. ხუამ მატას, კიდევ ერთი კრეატიული ფეხბურთელის მკრთალი კონტრასტის მქონე ადამიანის მოქმედების ფონზე, დი მარია კარგად გამოიყურებოდა. იქ, სადაც ესპანელი ბურთს იჭერდა და უშედეგო გადაცემებს აკეთებდა, დი მარია რეგულარულად აწიოკებდა მეტოქის საჯარიმოს - დი მარიას პირველი შეხევაც კი მასა და პარტნიორებს "ბარნლის" კარისკენ ატრიალებდა. რაიან გიგზის შემდეგ, ანხელი პირველ ადამიანს ჰგავდა, რომელსაც ცენტრალური ზონიდან გამჭოლი პასის გაკეთება შეეძლო.

დი მარია: შეუძლებელი შესაძლებელია


რა თქმა უნდა, დი მარიას ძირითადი ღირსებები არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ვან გაალმა და გლეიზერებმა მასში ამდენი ფული გადაიხადეს. თავის დროზე მოურინიომ "რეალის" ყულაბიდან 25 მლნ. მისცა "ბენფიკას" - ფასი, რომელიც კოლოსალურად, მაგრამ თანამედროვე პირობებში არარეალურად გამოიყურებოდა. მატჩების უმეტეს ნაწილში პორტუგალიელი ცაცია ანხელს მარჯვენა ვინგერად იყენებდა - იყენებდა წარმატებით. მერე რა, რომ იმავე ფლანგზე ანჩელოტის ხანაში აჩვენა დი მარიამ თავისი საუკეთესო თამაში. არგენტინელის მოქმედების სპექტრი ამით არ მთავრდება: მოურინიოს სხვადასხვა სახის ურთიერთობები ჰქონდა ანხელთან, როცა იგი ფორმას კარგავდა, მაგრამ ორივეს ახსოვს დღე, როცა ჟოზემ თაში დაუკრა მარცხენა მცველის პოზიციაზე კარგად მოთამაშე დი მარიას.

26 წლის ასაკში ანხელი გარკვეულ მომენტს უახლოვდება: მისი უდიდესი ნიჭი რეალიზებული იქნება კლუბში, რომელიც მას პრიმადონად აქცევს. ეს თვითმიზანი არ არის, მაგრამ ადამიანის თავისთავადი სურვილია, რომელსაც საკუთარი ნაკრების მწვრთნელისგან ესმის, რომ იგი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი გადაულახავი ენერგია - წარმატების საწინდარია, რომ ბავშვობაში თითქმის ჩაკლა სიღარიბემ.

როცა დი მარია იზრდებოდა, მსოლფიო ფეხბურთში "მანჩესტერ იუნაიტედზე" დიდი კლუბის მოძებმა თითქმის შეუძლებელი იყო. ახლა კი დი მარია "ოლდ ტრაფორდზე" იმის გამოა, რომ კლუბი საწყის პოზიციებზე დააბრუნოს. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ როგორც მისი ყოფილი მწვრთნელი ამბობს: "ანხელის ნატურა გაიძულებს იფიქრო, რომ მოედანზე შეუძლებელი არაფერია".

fapl.ru

სტატია მოამზადა: ივან გრომიკოვმა.
სტატია თარგმნა: გიორგი დუმბაძემ.
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 სექტემბერი 2014 11:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან დიდი იმედი გვაქვს ყველას ამ ბიჭის. სხვების გახმარებით რა თქმა უნდა, მაგრამ მან მწვერვალზე უნდა აგვიყვანოს. ერთი კაცი დღეს მარტო ვერაფერს იზამს ფეხბურთში. ამისთვის გუნდია საჭირო. ეს გუნდი კი "მანჩესტერ იუნაიტედია", რომლის ადგილიც სათავეა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Ferguson
5 სექტემბერი 2014 11:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
აბა რა ყურშა ერთერთი საუკეთესოა, ასეთი ვინგერი კაი ხანია არ გვყოლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№3
ავტორი: Manchester_M
5 სექტემბერი 2014 12:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ანხელის მაისურები სხვა დანარჩენებზე ნაკლებად იყიდება და ის ახალწვეულთან, ხამესთან კონკურენციას აშკარად აგებს.


ამის გამო რომ ასეთ ფეხბურთელს დაკარგავ შენი ხელით ცოცხლად უნდა დაიმარხო თავი :X
0
№4
ავტორი: temo-scholes
5 სექტემბერი 2014 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Dimka da chveni vefxvic ar dagaviwydet....;)
0
№5
ავტორი: love united
5 სექტემბერი 2014 12:12
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ამ დროისთვის N1 მსოფლიოში, ისე კი რონალდო/მესის მერე უკონკურენტოა. იმედია ოქროს ბურთზე გაიწევს წელს.
0
№6
ავტორი: A.HERRERA
5 სექტემბერი 2014 13:07
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
კარგი სტატიაა RojoDiablo,
მადლობა გიოს თარგმნისთვის
0
№7
ავტორი: Lev
5 სექტემბერი 2014 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
უმაგრესი სტატიაა))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: GeorgeBest
5 სექტემბერი 2014 16:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც ყოველთვის უმაგრესი სტატიაა good2

უძლიერესი ფეხბურთელი შევიძინეთ. მაგრამ დიდად არ მგონია რომ გადაჭარბებული თანხაა, დი მარიასნაირი მაღალი კლასის ფეხბურთელი, თიტუმეტეს როცა ერთ ერთი საუკეთესოა დღეს ეს ფასი ღირს.
0
№9
ავტორი: VaRdo
5 სექტემბერი 2014 22:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამან უნდა იფირნიოს წელს :* მჯერა ამ კაცის რაღაც სასწაულად და ვიცი, რომ რუნსითან ერთად გუნდის ლდიერი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: giggs11-93
6 სექტემბერი 2014 01:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
მიდი დიმკა შენი იმედი მაქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top