"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა გადაწყვიტა წარუმატებელი სტარტის გამო კიდევ უფრო გაამკაცროს დისციპლინა.
ამიერიდან, მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდის თითოეული ფეხბურთელი ვალდებული იქნება ტელეფონები კლუბს ჩააბაროს - ამის შესახებ ბრიტანული პრესა იტყობინება. ჰოლანდიელმა ჯარიმის სახითაც დააწესა სასჯელი, რომელიც სადილზე დაგვიანების შემთხვევაში ამოქმედდება. პრესის თანახმად, კლუბმა 500 ათასი ევრო გამოჰყო სასწავლო ცენტრში ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად.
ეს გადაწყვეტილებები ლუი ვან გაალმა "მკ დონსთან" განცდილი მარცხისა და სხვა წარუმატებლობების შეჯამების შემდეგ მიიღო.