თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2014, 15:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1441,
კომენტარები: 7
"იქნებ ახალგაზრდებისთვის კარი ჩაიკეტოს"
ჰარისონი შიშობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდების ყოფილი მწვრთნელი, ერიკ ჰარისონი, რომელიც ცნობილ "კლას 92"-ს წვრთნიდა შიშობს, რომ დენი უელბეკის წასვლის შემდეგ გუნდში ახალგაზრდებისთვის კარი ჩაიკეტება.

"სიმართლე გითხრათ ამაზე ძალიან ვღელავ. ვერ ვიჯერებ, რომ დენი უელბეკს წასვლის უფლება მისცეს. რა თქმა უნდა ის არ იყო გოლეადორი, მაგრამ მისი სისწრაფე და შრომისმოყვარეობა უდავოა. იმედგაცრუებული ვარ "არსენალში" მისი წასვლით. ეს "იუნაიტედის" ახალგაზრდებისთვის საგანგაშო სიგნალია, რომლებიც ამიერიდან "ოლდ ტრაფორდზე" საკუთარი მომავლისთვის შეწუხდებიან. იმავეს ვიტყვი ტომ ლოურენსის შესახებ. რა თქმა უნდა კარგია, რომ "ლესტერში" გადავიდა და პრემიერ-ლიგაში ითამაშებს, მაგრამ ამ ბიჭს შეეძლო "იუნაიტედშიც" გამოეჩინა თავი."

"როცა გუნდს მის მიერ გამობრძმედილი ფეხბურთელი ტოვებს, რომელმაც ახალგაზრდულიდან პირველ გუნდამდე მიაღწია, მათთან ერთად გუნდის სულის ნაწილიც მიდის. მაგალითად ისეთი, როგორიც "კლას 92" იყო. ისინი ხერხემალი იყვნენ, რომლის ირგვლივაც გუნდი შენდებოდა."

"იუნაიტედის" სარეზერვო და ახალგაზრდულ გუნდში რამდენიმე 18 წლის ფეხბურთელია, რომელთაც დიდებულ ფეხბურთელად შეუძლიათ იქცნენ. ძლიერი სპეციალისტები არიან, რომლებიც მათ განვითარებას დააკვირდებიან და საჭირო მომენტში პირველ გუნდში იხმობენ. ბიჭები უნდა ხედავდნენ, რომ საქმისადმი შესაბამისი მიდგომის შემთხვევაში მათთვის პირველი გუნდის კარი ღია იქნება. ამჟამად "იუნაიტედის" საქმეები ისე არ მიმდინარეობს, როგორც ადრე. რა თქმა უნდა იმედი მაქვს, რომ ასეთი სიტუაცია სამუდამოდ არ დამკვიდრებულა. "იუნაიტედს" არ აქვს საკუთარი სულის დაკარგვის უფლება."


redevils.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 სექტემბერი 2014 15:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სისულელეა. რატომ უნდა ეგონოს ვინმეს, რომ თუ უელბეკი გაუშვეს მასაც გაუშვებენ? ითამაშე, ადგილი გამონახე, სასარგებლო საქმე გააკეთე და ტყუილად არავინ მოგიშორებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
4 სექტემბერი 2014 15:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგათმა კარგად ითამაშონ და თუ გაუშვენ მერე იწუწუნონ ნიჭიერს მაგარ იგროკს არავინ გაუშვებს ტყუილად გუნდიდან თქვა ამანაც :X
0
№3
ავტორი: Ferguson
4 სექტემბერი 2014 15:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
ლეგენდა სურათი! სქოულზი რა კაცია wink ეეჰ რა ბიჭები მოგვესწრო smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№4
ავტორი: გაბადაძე
4 სექტემბერი 2014 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
რა გაატრაკენ ველბეკით საქმე რა, რუნის ვამ პერსის და ეხლა კიდე ფალკაოს სკამზე დასმა მაგას არ შეეძლო და სკამზე ჯდომა არ ისურვა და ხელმძღვანელებმაც ხელი შეუწყვენ წასვლაში, ესა ჩემი აზრი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: Malboro463
4 სექტემბერი 2014 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ლაურენსისთვის პიურველი გუნდი ადრეა ჯერ არენდა თვითონ მას გამოაგდება. ველბეკს კიდე წასვლა უნდოდა და წავიდა
ახალგაზრდებმა რომ განვითარდეს ამისთვის გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელებია საჭირო გუნდისთვისაც კარგი იქნება და მათთვისაც
ბევრი ჭლექიანიცა აკადემიაში 2-3 ფებხურთელია რომელსაც აქვს იმის პოტენციალი რომ მანჩესტერის დონე გაქაჩოს დანარჩენი მე თუ მკითხავთ გასაშვებია
0
№6
ავტორი: GeorgeBest
4 სექტემბერი 2014 16:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უილსონისთვის ყველაზე მაგარი იქნება ასეტი დონის ფორვარდების გვერდიტ რომ გაიზრდება. არამგონია ვინმე ფიქრობდეს რო უელბეკი უშანსოდ წავიდა გუნდიდან. ან ქლევერლიც მაგალითი აიღონ, ვამწნილებთ გუნდში. გუნდი უნდა გაწმენდილიყო, ამას ვჩივით რამდენი ხანია და როგორც იქნა დაიწყეს. არც უელბეკი ბრწყინავდა რომ გუნდს დიდი პრობლემები ჰქონდეს, კარგი იყო ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო მაგრამ რაც მოხდა მოხდა. კარგი ახალგაზრდები გვყავს რამდენიმეს დიდი იმედი მაქვს და არამგონია რომელიმეზე უელბეკის წასვლამ იმოქმედოს
0
№7
ავტორი: dachi_mu
4 სექტემბერი 2014 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ხალხო მაინცდამაინც ველბეკში კი არაა საქმე კაცო,ის სქოულზები და ბექემები რო ამოიყვანეს პირველ გუნდში,განა ესეთები იყვნენ თავიდანვე,უბრალოდ რეგულარულად ქონდათ სათამაშო დრო და გაქაჩეს,არავინ თქვას ველბეკი სანდერლენდში ცუდი იყო ,ან კლევერლი უიგანში.ისიც გასაგებია რო ჩვენ ტიტულები გვინდა და ლოდინი არა.ვერაფერს ხალხო მაინცდამაინც ველბეკში კი არაა საქმე კაცო,ის სქოულზები და ბექემები რო ამოიყვანეს პირველ გუნდში,განა ესეთები იყვნენ თავიდანვე,უბრალოდ რეგულარულად ქონდათ სათამაშო დრო და გაქაჩეს,არავინ თქვას ველბეკი სანდერლენდში ცუდი იყო ,ან კლევერლი უიგანში.ისიც გასაგებია რო ჩვენ ტიტულები გვინდა და ლოდინი არა.ვერაფერს ხალხო მაინცდამაინც ველბეკში კი არაა საქმე კაცო,ის სქოულზები და ბექემები რო ამოიყვანეს პირველ გუნდში,განა ესეთები იყვნენ თავიდანვე,უბრალოდ რეგულარულად ქონდათ სათამაშო დრო და გაქაჩეს,არავინ თქვას ველბეკი სანდერლენდში ცუდი იყო ,ან კლევერლი უიგანში.ისიც გასაგებია რო ჩვენ ტიტულები გვინდა და ლოდინი არა.ვერაფერს ხალხო მაინცდამაინც ველბეკში კი არაა საქმე კაცო,ის სქოულზები და ბექემები რო ამოიყვანეს პირველ გუნდში,განა ესეთები იყვნენ თავიდანვე,უბრალოდ რეგულარულად ქონდათ სათამაშო დრო და გაქაჩეს,არავინ თქვას ველბეკი სანდერლენდში ცუდი იყო ,ან კლევერლი უიგანში.ისიც გასაგებია რო ჩვენ ტიტულები გვინდა და ლოდინი არა.ვერაფერს იტყვი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top