თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2014, 10:12
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1894,
კომენტარები: 10
"დედლაინზე" ვერ შეძენილი ორი ფეხბურთელი
"იუნაიტედი" მათ შეძენას ეცადა მაგრამ ამაოდ
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთხელ ეცადა მატს ჰუმელსის "ბორუსიადან" და "სპორტინგის" საყრდენის ვილიამ კარვალიოს გადმობირებას.

ამ ზაფხულში "წითელმა ეშმაკუნებმა" საკმაოდ დიდი თანხა - 150 მილიონი დახარჯეს ტრანსფერებში, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შესაძლო იყო ეს თანხა კიდევ გაზრდილიყო.

როგორც ESPN გვამცნობს, როდესაც "იუნაიტედი" და "ბორუსია" მოლაპარაკებებს მართავდნენ შინჯი კაგავას თაობაზე, კიდევ ერთხელ წამოიჭრა მატს ჰუმელსის თემა.

"წითელი ეშმაკუნები" მზად იყვნენ კაგავას 20 მილიონი ფუნტი დაემატებინათ და ჰუმელსი "ოლდ ტრაფორდზე" წაეყვანათ, მაგრამ გერმანულმა კლუბმა მხოლოდ შინჯი იყიდეს 6.4 მილიონ ფუნტად.

სწორედ ასეთი შეთავაზებით მიმართა "იუნაიტედმა" "სპორტინგსაც" და კარვალიოს ნაცვლად ანდერსონი და გარკვეული თანხა შეთავაზეს მათ. "ეშმაკუნებმა" კლუბისგან უარი მიიღეს, ამასთავაე თავად ფეხბურთელსაც არ სურდა მანჩესტერულ კლუბში თამაში და "არსენალში" თამაშს ამჯობინებდა, რადგან "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ.

მანჩესტერელებს მეორე გეგმაც ჰქონდათ, თუ ვერ გაიფორმებდნენ კარვალიოს, მაშინ "მილანის" საყრდენ - ნაიჯელ დე იონგზე გადაერთვებოდნენ. მაგრამ "როსონერიმ" უარი განაცხადა, საერთოდ მოლაპარაკებები გაემართა.

ზაფხულის დასაწყისში "წითლები" აქტიურად ცდილობდნენ ასევე არტურო ვიდალის ყიდვასაც, მაგრამ არ იყიდეს ჩილელი, რადგან მას ტრავმა ჰქონდა და ფასი ზედმეტად გადამეტებული იყო მისთვის.

სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ფეხბურთელებისადმი ინტერესი ზამთარში განახლდეს და ამ სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი, "რომას" ნახევარმცველი კევინ სტროტმანი დაემატოს, რომელიც ახლა ტრავმას იშუშებს.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 სექტემბერი 2014 10:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰუმელსი მშვენირეია. ძალიან საჭირო და გმაოცდილი, მაგრამ წარმოადგენა არ მაქვს სამ მცვლეიან ტაქტიკაში როგორ ჯდება.

არც არასდროს უთამაშია და როგორ მექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
4 სექტემბერი 2014 10:20
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნუ აღარაფერს ვამბობ ტრანსფერებზე რადგან მჯობს მჯობი არ დაელევა...სრულიად კმაყოფილივარ იმ საქმით რაც წელს ვუდვორდმა გააკეთა...
0
№3
ავტორი: ელენე
4 სექტემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ეეჰ, ჰუმელსი რას დაგვხატავდა. მაგრამ არაუშავს, რაც არის, ამისთვისაც მადლობელი ვარ. წელს კარგად იმუშავა ვუდვორდმა. ♥
0
№4
ავტორი: dachi_mu
4 სექტემბერი 2014 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
წელს მემგონი ახალი გალაქტიკოს შექმა უნდოდა ვუდვორდს.პრინციპში რაღა დააკლო რო
0
№5
ავტორი: Manchester_M
4 სექტემბერი 2014 11:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი იქნებოდა მაგრამ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ წლევანდელი ტრანსფერებით ამდენსაც არ მოველოდი ვუდვორდმა სერიოზულად იმუშავა !!!
0
№6
ავტორი: chudikone
4 სექტემბერი 2014 11:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
I'll be back in winter

Ed woodward.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Svanii
4 სექტემბერი 2014 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
moiesis deda ...... ligaze roaarvart tore romeli erti argadmovidoda..))
0
№8
ავტორი: chestersa
4 სექტემბერი 2014 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ვუდვორდს მართლაც რომ საღოლ ჩაუდო ყველა გუნდს ამ ზაფხულზე ისეთი შემადგენლობა გვყავს რო რავიცი ფერგის ამის ნახევარიც არ ყოლია რონალდუს წასვლის შემდეგ(დაცვას არ ვგულისხმობ) ასე რომ წელს ყველა თასი დავიკიდოთ ერთიდან გამოვვარდით უკვე :/ და ეპლში ყველაზე მინიმუმ 3 ადგილი უფრო ნაკლები ნამდვილად მიუღებელია!
0
№9
ავტორი: RedTeen
4 სექტემბერი 2014 14:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჰუმელსი როგორ მინდოდა..
0
№10
ავტორი: Best 7
4 სექტემბერი 2014 20:34
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Humelsi dagvxatavda
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top