თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2014, 15:42
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2166,
კომენტარები: 9
ფალკაოს "რეალში" სურდა
კოლუმბიელის მამა ფალკაოს ტრანსფერის შესახებ საუბრობს.
ფალკაოს
რადამელ ფალკაოს მამა აცხადებს, რომ მის ვაჟს ნამდვილად სურდა "რეალში" გადასვლა. მისი თქმით, "რეალმა" საკმარისი ყურადღება არ დაუთმო ფალკაოს ტრანსფერს, რათა ხამეს როდრიგესი უმთავრესი სამიზნე აღმოჩნდა სამეფო კლუბისთვის. ასე რომ, ფალკაო ხემისაწვდომი გახდა "იუნაიტედისთვის."

"საქმეები "რეალ მადრიდისთვის" სასარგებლოდ არ წამართულა, რადგან თუ შენ მაღაზიაში მიდიხარ, რომ იყიდო მაისური და შარვალი, შენ უნდა გადაწყვიტო საბოლოოდ შეიძინო თუ არა ეს ნივთი." - აცხადებს ფალკაოს მამა კოლუმბიურ რადიოსთან.

"ასე რომ "რეალმა" გადაწყვიტა უარი ეთქვა ყიდვაზე და ჩვენ ამას ვერაფერს მოვუხერხებდით. ამის მეტი მე არაფერი ვიცი. თუმცა მიჩნდება გრძნობა, რომ მათ სურდათ ფალკაოს საკუთარი თავი ეჩუქნა მათთვის."

"ეს ტრანსფერი არ მოხდა, რადგან როგორც უკვე ვთქვი, მათ მაისური და შარვალი შეიძინეს და ჩათვალეს რომ ეს იყო მათთვის საუკეთესო ვარიანტი. ჩვენ უნდა გავიგოთ ეს, რადგან სწორედ ისინი იხდიან თანხას."


ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ დი მარიას "პსჟ-ში" სურდა.

"იუნაიტედმა" 6 მილიონად არენდის საშუალებით გადმოიბირა რადამელ ფალკაო და კოლუმბიელი ფორვარდის მამის თქმით, მან უარი განუცხადა ისეთ კლუბებს, როგორიცაა "ლივერპული", "სიტი", "იუვენტუსი" და "არსენალი."

"მადლობა ღმერთს ყველაფერი "იუნაიტედის" სასარგებლოდ დასრულდა." აგრძელებს გარსია. "რადამელი ის პიროვნებაა, რომელსაც ევროპაში უამრავი საქმე აქვს გაკეთებული და ის ყოველთვის იმსახურებდა მაღალ დონეზე თამაშს."

"ინგლისში "იუნაიტედი" ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია, უდიდესი ფინანსური შესაძლებლობებით. ახლა რადამელმა საუკეთესოდ უნდა ითამაშოს რომ განაგრძოს გამარჯვება. საბედნიეროდ, ის ადაპტირებულია ევროპულ ფეხბურთან.

""იუვენტუსი", "სიტი", "ლივერპული" და "არსენალი" ცდილობდნენ მის გადაბირებას, მაგრამ მადლობა ღმერთს რადამელი "იუნაიტედში" აღმოჩნდა. უსიდეს კლუბში, რომელსაც იგი გამარჯვებისკენ გაუძღვება."
- დაასრულა ფალკაოს მამამ.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
3 სექტემბერი 2014 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარი ტრანსფერი გაიჩარხა და მადრიდში სურდა თუ აიაქსში ეხლა დაიკიდეთ wink ფალკაოს მოყვანაზე მაგრად ლივერპულს დ ასიტის რო ავახიეთ ეგ გამისწორდა მე
0
№2
ავტორი: kOsTiA
3 სექტემბერი 2014 15:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
გიორგი,
ისევ ჩემი სათქმელი თქვი wink მართლაც ძმებო დაიკიდეთ რა..მთვარია რომ ახლა წითელი ეშმაკები არიან..
0
№3
ავტორი: Berba 9
3 სექტემბერი 2014 15:54
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კაცი გადმოვიდა აშკარად უხაროდა, ეგ არის მთავარი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: Manchester_M
3 სექტემბერი 2014 16:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მთავარია ჩვენთან არის ეხლა და თავ პროჩი უნდა მოიხნას და უნდა შეგვიყვანოს მინიმუმ 4 ეულში !!!!!!!
0
№5
ავტორი: VaRdo
3 სექტემბერი 2014 16:52
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მადლობა რეალს : )) ვუდვორდმა დააბოლა პერესი რათ გინდათ ფალკაოო? ჩიჩას მოგანათხოვრებთო და ამ დროს ჩვენ ფალკაო ავიწოვეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: ლადო
3 სექტემბერი 2014 16:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ვუდვორდს რაც ვაგინე აასრულა ყველაფერი
0
№7
ავტორი: RedTeen
3 სექტემბერი 2014 18:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგრად გაგვიმართლა... კიდევ კარგი არც პსჟმ იაქტიურა დი მარიაზე და არც რეალმა ფალკაოზე..
0
№8
ავტორი: Madridista
4 სექტემბერი 2014 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რეალი როცა ყიდულობდა მაშინ მონაკო არჩია, ეხლა 29 წლის ფეხბურთელში პერესი მაგხელა თანხას არ გადაიხდიდა, რეალი ყიდულობს 23-24 წლის ფეხბურთელებს, დიდი ალბათობით რონალდო 2015 წლის ზაფხულს დაგიბრუნდებათ მანჩესტერში, დღევანდელი პერესი-რონალდოს ურთიერთობას თუ შევხედავთ მასე მგონია, თან პერესს ჩვევია ფულის გამო საუკეთესოს გაყიდვა, დღეს დღეობით დი მარია აღემატება რონალდოს და ეს გერმანია-არგენტინის თამაშში დაამტკიცა დღეს, 3 საგოლე პასი და 1 გოლი, ჯერ ჯერობით 4-2 იგებს არგენტინა დიმკას ხარჯზე
0
№9
ავტორი: RojoDiablo
4 სექტემბერი 2014 10:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს ჩვენი კაცია და დალშე არ მაინტერესებს სად მიდიოდა რას შვრებოდა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top