თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2014, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1610,
კომენტარები: 6
ქლევერლის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა
"იუნაიტედი" ქლევერლის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
ქლევერლის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, ტომ ქლევერლის ლუი ვან გაალის ფილოსოფიის შესწავლა მოუწევს, რადგან მან ვერ მაოხერხა სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ახალ კლუბთან მოლაპარაკებების გამართვა.

25 წლის ფეხბურთელის ახალ კლუბად მეტ-ნაკლებად "ასტონ ვილა" მოიაზრებოდა, რომელმაც სატრანსფეროც ფასიც კი შეათანხმა 7 მლნ. ფუნტის ოდენობით.

ჭორების თანახმად, ბირმინგემში ჩასული ქლევერლი პირადად შეხვდა "იუნაიტედის" ექს-კაპიტანს, როი კინსა და აწ უკვე "ვილას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, როი კინს. თუმცა მოლაპარაკებები ვერ შედგა, რადგან ფულადი ხასიათის მატარებელ პრობლემას ჰქონდა ადგილი.

ქლევერლის გადაბირებას "ჰალი" და "ევერტონიც" ცდილობდნენ, ეს უკანასკნელი იჯარის წესით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ტომმა საკმარისი სურვილი არ გამოავლინა კლუბის შეცვლის, რის გამოც იგი კვლავ დარჩება ვან გაალის გუნდში და ძირითადში ადგილს დაელოდება.

აგვისტოში ქლევერლი ერთ-ერთი იმ ფეხბურთლთაგანი იყო, ვისაც ლუი ვან გაალმა კლუბის ძებნისკენ მიუთითა, თუმცა განსხვავებით დენი უელბეკის, ხავიერ ერნანდესი, ნიკ პაუელისა და მაიკ კინისგან, მას ახალი კლუბი არ უპოვია.

fapl.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 სექტემბერი 2014 15:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კაცს რომ ბედი აქვს აქვს რა. არ უნდა წასვლა და ხომ არ გააგდებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: always ReD
2 სექტემბერი 2014 15:30
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ეს ხო მოგზავნილია რაა..
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
2 სექტემბერი 2014 15:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვინაა ეს სანამ ფანებს არ მოუკლავთ საკუტარი ხელითმანამდე ვერ გაა*ვამს მანჩესტერიდან?
0
№4
ავტორი: Manchester_M
2 სექტემბერი 2014 16:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვან გაალმა თქვა მაინც ვერ მოხვდება ის შემადგენლობაშიო და იყოს რეზერვებს დაეხმარება :D
0
№5
ავტორი: GeorgeBest
2 სექტემბერი 2014 16:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბედი რო არ გექნება ადამიანს areyoukiddingme
0
№6
ავტორი: RedTeen
2 სექტემბერი 2014 17:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ეს ხომ მოუშორებელი ჭირია რაა..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top