თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2014, 07:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1203,
კომენტარები: 0
ფალკაოს პირველი ინტერვიუ
ფალკაოს გულშემატკივრებისთვის ბედნიერების დაბრუნება უნდა.
ფალკაოს პირველი ინტერვიუ
კეთილი იყოს ტქვენი მობრძანება "მანჩესტერში" რადამელ. როგორ გრძნობთ თავს?
ძალიან დიდი მადლობა. მოხარული ვარ ამ უდიდესი კლუბის ნაწილი რომ ვარ. ამ მომენტს რამდენიე წლის განმავლობაში ველოდებოდი. ახლა მე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ.

გრძელი დღის, მგზავრობისა და ტრანსფერის დასრულების შემდეგ აღელვებული უნდა ჩანდეთ.

დიახ, მართლაც ძალიან გრძელი დღე გამოდგა. რთული გამოდგა. უკანასკნელ წუთამდე ველოდებოდით, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს. ახლა კი მადლობა მინდა გადავუხადო ღმერთს. მე ძალიან ბედნიერი ვარ.

ლუი ვან გაალთან მუშაობით მოხარული ხართ?

დიახ, ძალიან მოხარული ვარ. ვან გაალი დიდი გმაოცდილების მქონე ძალიან კარგი მწვრთნელია. მინდა გუნდისთვის, მისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი გავაკეთო.

ახლა თქვენ პრემიერ-ლიგაში ხართ. რას ფიქრობთ ინგლისურ ფეხბურთზე?

ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო პრემიერ-ლიგაში თამაში. ყოველთვის მინდოდა აქ ყოფნა, რადგან ეს ლიგა ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი გუნდები ჰყავს და "მანჩესტერ იუნაიტედი" საუკეთესოა მათ შორის. ყველაფერი მშვენივრადაა ჩემთვის.

აქ რამდენიმე ესპანურენოვანია, ვისაც თავის დამკვიდრებაში შეუძლიათ დაგეხმაროთ.

დიახ, იმედი მაქვს შეძლებენ. მე ჩემი ინგლისურის გავარჯიშება მჭირდება. ვფიქრობ, ისინი ბევრ რამეში დამეხმარებიან, რათა თავი კომფორტულად ვიგრძნო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გუნდზე?

ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. მოუთმენლად ველოდები მათთან პირველ შეხვედრას. დარწმუნებული ვარ ეს სეზონის ჩვენთვის წარმატებული გამოდგება.

გულშემატკივრებისთვის გზავნილი გაქვთ?

დიახ, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან ბევრი წერილი მივიღე მათგან. იმედი მაქვს ბედნიერებას, გოლებსა და ტიტულებს მოგიტანთ.

manutd.com
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top