თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2014, 12:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2526,
კომენტარები: 11
35 ბურთიდან 60 მილიონამდე
საიდან დაიწყო დი მარიამ.
35 ბურთიდან 60 მილიონამდე
ინგლისის პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ანხელ დი მარია კლუბს 60 მლნ. ფუნტი დაუჯდა - ეს ფასი ახლოსაც კი ვერ მივა იმასთან, რასაც არგენტინელის ცხოვრებაში პირველად განხორვიელებული გაყიდვის დროს გადაიხადეს - 35 ცალი საფეხბურთო ბურთი.

მიგელისა და დიანას სამიდან ერთ-ერთი შვილი, ანხელი პერდრიელში დაიბადა. ეს ადგილი არგენტინის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, მენდოზას რაიონში. ის ფეხბურთზე გიჟდებოდა და მთელ თავის დროს ქუჩაში მეგობრებთან ერთად ატარებდა. როცა "როსარიო სენტრალის" სკაუტებმა დი მარია შეამჩნიეს, აღმოჩნდა, რომ მას უკვე გაეფორმებინა კონტრაქტი ადგილობრივ "ტორიროსთან".

"კარგად გამყიდეს - იხსენებს დი მარია - ჩემი ტრანსფერი 35 ცალი ბურთი დაჯდა. ეს ხაზგასმით აღნიშნავს იმას, თუ საიდან მოვედი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, დაახლოებით 4 წლის, ასე რომ, ეს არ ითვლება."

ჰიპერაქტიულმა ბავშვა თავისი პირველი დაბადების დღე გამოტოვა. მისი ოჯახი ახალ სახლში გადაბარგდა, რომელიც თვასადახელს შუა ირბეოდა და დი მარია ჭაში ჩავარდა, რომელიც ბაღში მდებარეობდა. "დედაჩემი ხშირად იხსენებს ამ ისტორიას - ამატებს დი მარია - სულ ერთი წლის ვიყავი, სრიალაში ვიყავი ჩაცმული, გამოვედი და ჭაში ჩავვარდი. ძალიან გამიმართლა, რომ დროულად მიშველეს, თორემ ახლა ამას ვერ მოგიყვებოდით"

ეს ერთ-ერთი იმ ინციდენტთაგანი იყო, რომელმაც მშობლები აიძულა, რომ ექიმთან წაეყვანათ დი მარია, რადგან ფიქრობნდნე, რომ მის თავს რაღაც ისე ვერ იყო. თუმცა დი მარიას სჯერა, რომ სწორედ ამან შეუწყო ხელი კარიერის დაწყებას.

"დედაჩემი დაიღალა იმისგან, რომ სახლში ყველაფერს ვანადგურებდი, ამიტომაც სამი წლის ასაკში ექიმთან წამიყვანა. კაბინეტებში გამოკვლევებისთვის დავრბოდი და ყველაფერს ვამტვრევდი. მაშინ ექიმმა თქვა: "სპორტზე შეიყვანეთ." ასე დაიწყო ჩემი კარიერა."

35 ბურთიდან 60 მილიონამდე


ხელმოკლე ცხოვრებამ დი მარიას უბრალო საგნების დაფასება ასწავლა. "უბრალოდ ვიზრდებოდი, მე პერდრიელის ქუჩაზე თამაშით გავიზარდე. ბევრი ფული არ გვქონია. პატარა სახლი გვქონდა, ოთახს ჩემ დასთან ერთად ვინაწილებდი. მაგრამ ამის გამო არ ვბრაზობდი. არსებობს ხალხი, რომელიც უფრო ცუდად ცხოვრობენ. ჩემი ფასეულობები ჩემთან აღზრდასთან ერთად მოდიოდა. იყო მოკრძალებული, გახდე ვიღაც ცხოვრებაში. ბავშვობაში საკმარისი საკვები მქონდა, აუცილებელი საგნებიც მქონდა."

"ჩემი მშობლები საკმარის ფულს აგამოიმუშაბედნენ, რომ ჩემთვის რამდენიმე წყვილი ბუცი ეყიდათ. ეს არის ის, რასაც საკუთარ თავში ჩავმალავ. იმის გამო რომ მე ბუცები მქონოდა და ფეხბურთი მეთამაშა, ჩემი ორი და ხშირად უფეხსაცმლოდ დადიოდა."

"ჩემი მშობლები ნახშირის შენახვაზე მუსაობდნენ. იქ საშინელება იყო - ცუდ ამიდში მათ მხოლოდ მეტალის სახურავი იცავდა. მე და დებიც იქ ვმუშაობდით. მუშაობა 10 წლის ასაკში დავიწყე, 15 წლის კი მიწოდებაზე ვეხმარებოდი. ეს მძიმე სამუშაო იყო."

"ხშირად მიფიქრია - როგორ გამიმართლა, რომ ფეხბურთი მაქვს. საშინელი სტუდენტი ვიყავი. ფეხბურთი რომ არ ყოფილიყო ისევ ნახშირის შენახვაზე ვიმუშავებდი. აბა რა უნდა მეკეთებინა?"

"მამაჩემი იქ 16 წლის განმავლობაში მუშაობდა, სანამ სამუშაოს შეწყვეტა და "ბენფიკასთან" გაერთიანება არ დავაძალე. ძალიან სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ მე შემეზლო ავმდგარიყავი და მეთქვა: "მამა, ამით მეტად აღარ უნდა დაკავდე."

"მამაჩემი გამო ძალიან ვწუხდი, რადგან ის "რივერ პლეიტის" რეზერვებში თამაშობდა და ტრავმა მიიღო. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე იღბლიანი ვარ და იმას ვაკეტებ, რაც მამამ ვერ შეძლო. მე ამ ოცნებით ვცხოვრობ."


35 ბურთიდან 60 მილიონამდე

"თუმცა ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მისთვის ოჯახი ყველაფერია და ვგრძნობ, რომ დალოცვილი ვარ, რადგან ახლა შემიძლია მას და მთელ ოჯახს ამაგი გავუწიო და ვიზრუნო იმაზე, რომ კარგად იცხოვრონ. მამაჩემმა იმდენი რამ გაიღო ჩემთვის მსხვერპლად! მახსოვს რა მითხრა, როცა "ბენფიკამ" ჩემ თაობაზე შეთავაზება გააკეთა: "შვილო, ამ მატარებელზე მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიასწრო მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასე რომ წადი!"


დი მარიას დედასაც მოუხდა მსხვერპლის გაღება შვილისთვის. "როცა "როსარიო სენტრალში ვთამაშობდი" სავარჯიშო მოედნიდან 30 წუთის სავალზე ვცხოვრობდი. - ამბობს დი მარია - ის მე ველოსიპედზე მსვამდა და საერთო ჯამში სამნი ვისხედით. მე უკან ვიჯექი, ჩემი უმცროსი და საჭესთან იჯდა, დედა კი ველოსიპედს მართავდა. ამის კეთება ძალიან რთული იყო ზამთარში. შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ასე 7 წლის განმავლობაში დავდიოდით."

"დედაჩემიც ძალიან მორწმუნეა. თამაშებმადე მლოცავს და ძალას მმატებს. ის თითოეული შეხვედრის წინ ჩემთვის სანთლებს ანთებს. ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია რელიგია. ჩემი ცოლი, ჟორჟელინაც ევედრება ღმერთს, რომ მომხედოს და დამლოცოს."

35 ბურთიდან 60 მილიონამდე


დი მარიას დაუღალავი მორბენალისა და უჩვეულო ამტანობის რეპუტაცია აქვს. "ხშირად უპასუხოდ დამიტოვებია მოწინააღმდეგეთა შეკითხვები იმის თაობაზე, თუ საიდან მაქვს ამდენი ძალა სირბილისთვის. ეს უბრალოდ ჩემი ნაწილია. მე არასდროს ვჩერდები."

"ძალიან კონცენტრირებული ვარ და ემოციებს არასდროს ვეძლევი. მეგონა კარიერაში ერთადერთხელ მქონდა ნატირი - როცა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილეს ნაკრებთან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ტრავმა მივიღე. მე "მოვკვდი" და ფინალი გამოვტოვე. ამას არავის ვუსურვებდი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშების წინ ჟრუანტელი მივლის, მაგრამ სისუსტეს არასოდეს ვალვენ."

"მე მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ჩემს ოჯახს სახლებისა და საჩუქრების ყიდვით ვახარებ. იმედი მაქვს ამის გაკეთებას მთელი კარიერის განმავლობაში შევძლებ."
მისი ტრანსფერის ფასს თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა შეძლებს.

ავტორი: PAUL SMITH
თარგმანი: გიორგი დუმბაძე
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: manutd---10
2 სექტემბერი 2014 12:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
უმაგრესი კაცი ხარ ანხელ, და დააფასე ის რომ უმაგრეს ხალხში ხარ, რომლებიც შენს ამაგს ძალიან დააფასებენ
0
№2
ავტორი: chaobi
2 სექტემბერი 2014 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
kai kacia dimka :* gaamartleb shen uechveli vici
0
№3
ავტორი: გაბადაძე
2 სექტემბერი 2014 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ეჰ მართლა მაგარი ხარ დიმკა <3 საღოლ ავტორ კარგი სტატია , ხშირად დადეთ ესეთი რაღაცები, მაგარი დამგრუზა ამის წაკითხვამ მაგარი რთული ცხოვრება ქონია, და მადლობა მის მშობლებს რომ ასეთი შვილი გაზარდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Lev
2 სექტემბერი 2014 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ცრემლი მომერია)) რა გული გადაგვიშალა cry2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: Manchester_M
2 სექტემბერი 2014 13:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დამგრუზა რაღაც :X ამან რო ტრამვა აიკიდოს საცოდავება იქნება :X
0
№6
ავტორი: RojoDiablo
2 სექტემბერი 2014 14:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სამხრეთ ამერიკის უმეტეს ფეხბურთელს რთული ცხოვრება ჰქონდა. მაგრამ შემდეგ დიდი ფეხბურთელები ხდებიან. დი მარიაც ისტორიაში უნდა ჩაიწეროს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Rosso Diavolo
2 სექტემბერი 2014 14:24
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან საინტერესოა!!!

"ჩემი მშობლები საკმარის ფულს აგამოიმუშაბედნენ, რომ ჩემთვის რამდენიმე წყვილი ბუცი ეყიდათ. ეს არის ის, რასაც საკუთარ თავში ჩავმალავ. იმის გამო რომ მე ბუცები მქონოდა და ფეხბურთი მეთამაშა, ჩემი ორი და ხშირად უფეხსაცმლოდ დადიოდა."
0
№8
ავტორი: chicha_chicha14
2 სექტემბერი 2014 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
საღოლ დიმკა. ბავშვობიდანვე ძალიან მაგარი კაცი ყოფილა. აი რამდენს ნიშნავს როცა ოჯახი გვერდში გიდგას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რო შენს საყვარელს საქმეში წარმატებას მიაღწიო
0
№9
ავტორი: VaRdo
2 სექტემბერი 2014 15:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგი სტატიაა საღოლ ავტორ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: A.HERRERA
2 სექტემბერი 2014 15:31
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ეტყობა რო უმაგრესი ადამიანია <3 დიმკა <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top