"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "რედიგთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ტრავმირებულები სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ ანტონიო ვალენსია,რომელმაც ტრავმა "ნორვიჩთან" მატჩში მიიღო მზად იქნება "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.პორტუგალიელი ვენგერი ლუიშ ნანის დაბრუნებამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი,რადგან მისი ტრავმის საქმე სულ უკანდაუკან მიდის.გუნდში ტრავმების მხრივ ცუდი ამბების გარდა კარგი სიახლებიცაა,რადგან პირველ გუნდს დაუბრუნდა რამოდენიმე ფეხბურთელი.მომავალი მატჩისთვის მსრულ მზადყოფნაშია ნიკ პაულეი,რომელსაც ვირუსი შეეყარა,ასევე რაიან გიგზი,რომელმაც ბარძაყი დაიზიანა."წითელი ეშმაკების" მეთაურმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ "რედინგთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ რიო ფერდინანდს,რომელმაც "ვესტ ჰემთან" მატჩში დაისვენა.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შემოგვიერთდნებიან ანტონიო ვალენსია და ლუიშ ნანი,ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.ლუიშ ნანის 4-5 კვირის გამოტოვება მოუწევს.მას საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს და ამ წუთისათვის არაფრის გაკეთება შეგვიძლია.ხოლო რაც შეეხება ანტონიო ვალენსიას ის ჩვენ ალბათ მანჩესტერულ დერბისთვის დაგვიბრუნდება.მან საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო,მაგრამ ის მალე გადის აღდგენით პროცედურებს." - განაცხადა სერ ალექსმა.
"ნიკ პაულს ვირუში შეეყარა ამიტომაც მას წინა მატჩის გამოტოვება მოუწია,მაგრამ ხვალინდელი მატჩისათვის ის მზად არის.ასევე ხვალინდელი მატჩისათვის მზად არის რაინ გიგზი,რომელმაც ბარძაყი დაიზინა.ნემანია ვიდიჩმა ვარჯიში განახლა - ეს ძალიან სასიხარულო სიახლეა.გუდში დაბრუნდა პოლ სქოულზი,რომელსაც 5 ყვითელი ბარათის გამო მატჩის გამოტოვება მოუწია.ჩვენ ნამდვილად გვქონდა პრობლემები დაცვაში,მაგრამ ეხლა ჩვენ დაცვა ძალიან კარგ ფორმაში გამოიყურება და ვიმედოვნებ მათ სულ მალე ვიდიჩი შეემატება.წინა მატჩში მე რიო ფერდინანდი დავასვენე,მაგრამ "რედიგთან" მატჩში ის აუცილებლად იქნება სასტარტო შემადგენლობაში,მაგრამ ამის გარდა არიან ფილ ჯონსი,ჯონი ევანსი და კრის სმოლინგი.მე ნამდვილად დიდი ფიქრი მომიწევს რიო მეწყვილის მოსაძებნად შემდეგი მატჩისთვის." - აცხადებს ფერგიუსონი.
ნემანია ვიდიჩი სერ ალექს ფერგიუსონის ვარაუდით შეიძლება ყველასთვის გასაკვირი ფაქტი მოხდეს.ის ამ ფაქტში ნემანია ვიდიჩის "კლუჟთან" მატჩში დაბრუნებას გულისხმობს.
"ბოლო წელიწადნახევარის განმავლობაში ვიდიჩმა ჩვენთან ერთად მხოლოდ 10-12 მატჩი ჩაატარა,ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.ამ წუთას ჩვენ ის ძალიან გვჭირდება და ძალიან მიხარია,რომ ის დაბრუნების გზაზე დგას.ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ასევე ის ძალიან კარგად გამოიყურება ფიზიკურად - ეს მისი პლიუსია.მან ვარჯიში ამ კვირაში განაახლა და მისი ტრავმის მდგომარეობა ამ წუთისათვის არცისე რთულადაა.კარგი იქნება თუ ის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაბრუნდება,რადგან ის ნელ-ნელა ფორმაში ჩადგება.მას ნამდვილად ჭირდება პრაქტიკული მატჩი ამ ეტაპზე."
მეტოქე
"ჩემი აზრით პრემიერ ლიგის გუნდები ძალიან სწრაფად ვითარდებიან.ამის თვალსაჩინო მაგალითია "ნორვიჩთან" მატჩი,სადაც ნამდვილად რთული თამაში დავინახეთ მოწინააღდეგე გუნდისგან."ნორვიჩის" ბიჭები იბრძოდნენ,როგორც ვეფხვები.ისინი უფრო ორგანიზებული და მოტივირებულნი იყვნენ ვიდრე ჩვენ.ჩემი აზრით "რედინგის" წინააღმდეგ ამდაგვარი მატჩი გველოდება." - დაასრულა სერ ალექსმა.