თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2014, 12:50
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1947,
კომენტარები: 8
მატა ბლინდს მიესალმება
ხუან მატას მორიგი წერილი გულშემატკივრებს.
მატა ბლინდს მიესალმება
კიდევ ერთი კვირა გავიდა, რომელშიც ჩვენ პრემიერ ლიგის პირველი გამარჯვება ვერ ვიგემეთ და როგორც აქამდე ვთქვი, ძალიან რთულია იმედგაცრუებულმა რაიმე დავიწერო.

კიდევ ერთხელ, მატჩში, რომელშიც ჩვენ მოგებას ველოდით, მხოლოდ ქულას დავჯერდით. ეს იყო გასვლითი მატჩი და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმი თითქმის სულ მეტოქის ნახევარზე გავატარეთ, ანგარიშის გახსნა მაინც ვერ შევძელით.

მე ვერ შევძელი მატჩის დასრულება, რადგან ზურგში ტკივილები ვიგრძენი და სწორედ ეს გახდა ჩემი შეცვლის მიზეზი. მაგრამ მოგვიანებთ, სამედიცინო შემოწმებაზე დადგინდა რომ საქმე სერიოზულად არ იყო.

მე, რა თქმა უნდა, მესმის გულშემატკივრათა იმედგაცრუება და ვიცი, რომ ისინი სულ სხვაგვარ სტარტს ელოდნენ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი თავის რიგში უმოკლეს დროში ჩადგება. ვიცი, რომ სიტყვებით თამაშს ვერ მოიგებ, მაგრამ მე მათი დახმარებით გრძნობებს გამოვხატავ, რომელიც არაფერია იმის მოლოდინთან შედარებით, რომ შემდეგი მატჩი მოვიგოთ. არც მე მიყვარს ლოდინი ცუდი შედეგის შემდეგ. ვიცი რომ ახლა ის პერიოდია, როდესაც ცივი გონებით უნდა იმოქმედო და ყველაფერი თავისით დალაგდება.

ამავე დროს, ფანები უფრო მეტ ფეხბურთელს ისურვებდნენ სატრანსფერო ფანჯარაზე, რომელიც დღეს იხურება. მინდა აქვე მივესალმო ანხელ დი მარიას და დეილი ბლინდს. ორი ფეხბურთელი, რომელიც უდავოდ დაეხმარებიან გუნდს და მოუტანენ წარმატებას. ჩვენ ვიცით თუ რა შეუძლიათ ორივე მათგანს. ანხელი - ინდივიდუალური და მათალი დონის ფეხბურთელი. დეილი კი - ინტელექტუალი და ბურთის კარგი კონტროლის მქონე ჰოლანდიელი.

ახლა კი, როდესაც ოფიციალური გახდა, მინდა მთელი გულით წარმატება ვუსურვო შინჯი კაგავას, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სასიამოვნო იყო მასთან ერთად გატარებული დღეები და მჯერა რომ მისი ნიჭი "დორტმუნდს" ახალ ფანებს შესძენს.

რა თქმა უნდა, სანდრო გახარებული იქნებოდა თავისი გოლით, რომელიც დაძაბულ მატჩში "ვილიარელას" გაუტანა. "რეალ მადრიდის" და "რეალ სოსიედადის" შეხვედრამ ალბათ ყველა გააოცა. "ეიბარს" კი ცოტა დააკლდა წარმატებამდე, მადრიდის "ატლეტიკის" წინააღმდეგ.

საბოლოოდ, მინდა მსოფლიო ჩემპიონობა მივულოცო კაროლინა მარინს, რომელიც ბადმინტონში ასპარეზობს და მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს.

კიდევ ვიმერებ, ეს ცუდი გრძნობა მოგებასთან ერთად გაუჩინარდება და ჩვენ რაც გვავალია, ის არის რომ ვიმუშავოთ ერთად და მაგრად, იმედი ვიქონიოთ წარმატების და ყველაფერი შეიცვლება.

მადლობა თქვენი თანადგომისთვის

სიყვარულით

ხუანი!

JM10.com
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
1 სექტემბერი 2014 12:58
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გამიხარდა რომ ვიყიდეთ ბლინდი...
0
№2
ავტორი: RedTeen
1 სექტემბერი 2014 13:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
იმედია ყველა ჩადგება ფორმაში..
0
№3
ავტორი: Ferguson
1 სექტემბერი 2014 13:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
კარგია ბლინდს შეუძლია ითამაშოს საყრდენზე, ამასობაში ერერაც დაგვიბრუნდება,მარა თუ შეამჩნიეთ, რომ არც რუნი და არც პერსი ფორმაში არაა და ძაან ცუდად თამაშობენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№4
ავტორი: FanMU_Alex
1 სექტემბერი 2014 13:17
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 23
რატო არ მიესალმება როო :D
0
№5
ავტორი: Manchester_M
1 სექტემბერი 2014 13:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მოგება გვჭირდება სასიცოცხლოდ !!!!!!
0
№6
ავტორი: Manchester United 14
1 სექტემბერი 2014 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მატა ძან თბილი და მიმღებია გუნდში საძმაკაცო ყავს

JM10.com pirvelad gavige
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: RojoDiablo
1 სექტემბერი 2014 15:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩვენც გესალმებით ბრმაო :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Best 7
1 სექტემბერი 2014 15:18
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგია ეგ რო ვიყიდეტ გაგვადძლიერებს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top