კოლუმბიელი თვდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელიც ახლა "მონაკოს" ღირსებას იცავს, შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდეს, გვამნობს ადგილობრივი ფრანგული პრესა.
თუ მედიას დავეყრდნობით "იუნაიტედმა" უკვე შეათანხმა რადამელის ტრანსფერი, რომელიც 65 მილიონი ევრო დაუჯდა. 28 წლის თავდამსმხელს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდება. მოსალოდენლია, რომ ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის და სწორედ ამის შემდეგ გაოფიციალურდება ეს ტრანსფერი.
ცოტა ხნით ადრე კი თავად ფეხბურთელმაც , აცნობა კლუბს წასვლის შურვილის შესახებ. რადამელი "მონაკოში" 2013 წლიდან ასპარეზობს. კლუბის მაისურით 18 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში კი 2007 წლიდან თამაშობს. 50 მატჩი ჩაატარა და 20 გოლის გატანა მოახერხა. 2014 წლის იანვარში ფალკაომ მძიმე ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც მან დარჩენილი სეზონი და მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, სადაც კოლუმბიის ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა.