კვირის ბოლოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ რენე მალესტინი ლუი ვან გაალის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდებოდა. მაგრამ საბოლოოდ გამოცემა Sky Sports-მა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დიდი ჭორია და მეტი არაფერი.
ამ ინფორმაციას ადასტურებს თვითონ მალესტინის განცხაებაც, რომელიც მან ჯერ კიდევ ივნისში გააკეთა:"ჩემი დაბრუნება "მანჩესტერ იუნაიტედში"? არა, არა და არა! ეს ნამდვილად არ მოხდება. მე უკვე ვესაუბრე ლუი ვან გაალ და მან მითხრა, რომ სამწვრთნელო შტაბს მისი ხალხით დააკომპლექტებდა. მე "იუნაიტედში" არ დავბრუნდები."