თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2014, 16:45
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2734,
კომენტარები: 12
ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება
,,მათ ყავთ ლუი ვან გალი, რომელიც ,,ოლდ ტრაფორდს'' იმ დიდებას დაუბრუნებს, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ! ''
ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება
ვან გალი ყველას ახსენებს, რომ გუნდის გარდაქმნას 3 თვე დასჭირდება, შეიძლება მეტიც და ამ დრომ 1 ან 3 წელიც შეადგინოს. ან ჩვენ რა გვაღელვებს ? შეგვიძლია უბრალოდ დამშვიდდეთ, ეს სქემა აუცილებლად იმუშავებს.

,,ბარნლისთან'' მატჩის წინს ყველაზე დიდ ყურადღებას ანხელ დი მარია იქცევდა. თუმცა ყველა თანხმდებოდა, რომ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და კლუბს აუცილებლად გამოადგება.

ჩატარებულმა მატჩებმა და მათ შორის არც ,,ბარნლისთან'' მატჩი იყო გამონაკლისი, ნათლად დაამტკიცა რომ 30 წლის არსებული ფილოსოფიის შეცვლა რთული ყოფილა.

ფილოსოფიის შეცვლა მხოლოდ სქემების შეცვლა როდია. ფილოსოფიის შეცვლა ეს თამაშის ახლებურად და სრულიად განსხვავებულად გაგებაა, რასაც ვან გალიც ხშირად ამბობს.

თამაშის წინ ფეხბურთელთა განლაგება ასე გამოიყურებოდა:


ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება


სერ ალექს ფერგიუსონმა დიდი ხანია მიგვაჩვია, რომ ,,იუნაიტედი'' 4-4-2 ან 4-4-1-1 ფორმაციით თამაშობს. ფორმაციის წარმატება იმ სივრცით ისაღვრება, რა სივრცესაც ვინგერები ქმნიან. თამაშის კონტროლს ამ ფორმაციის დროს მაღალკვალიფიციური ცენტრალური ნახევარმცველი ახდენს, რომელსაც ბურთის დაჭერა და მისი ფლანგზე ზუსტად გადატანა შეუძლია.

ვან გალი ახალ გუნდს ქმნის, სადაც თითოეული ფეხბურთელი ყოველი მონაკვეთისთვის ბოლომდე უნდა იბრძოდეს.

ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება


ვან გალის სქემაში სამმა ცენტრალურმა მცველმა მთელს ფართობზე უნდა იმოძრაოს, ხშირად აკეთოს გადაცემები და ასევე ხშირად მოითხოვოს ბურთი. ეს ის პრობლემა არაა, რომელიც ერთ ღამეში მოგვარდებოდა.

ფლეტჩერი სისტემის მთავარი მოთამაშეა. მაგრამ როდესაც ფეხბურთელებში თავდაჯერებულობა ნაკლებია, წინ გადაცემის გაკეთებას ვერავინ ვერ ბედავს, შიშად იმისა, რომ კონტრშეტევაზე არ გამოიჭიროს მეტოქემ.

ამასთან ერთად ფეხბურთელები ვერ ხვდებიან თავიან საკუთარ ადგილს, სადაც ისინი მატჩის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ. თუ სქემა გამართულად მუშაობს, ყველას ის ადგილი უნდა ეკაოს რომელიც მას თამაშის მოდელიდან გამომდინარე ეკუთვნის. ამის მაგივრად კი თვითონვე ნახეთ თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი სრულიად გაურკვეველი მიმართულებებით:

ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება


კიდევ ერთი მტკიცებულება:


ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება


ვალენსია თავისთვის გაურკვეველ პოზიციაზე იმყოფება, იქ სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. ,,იუნაიტედის'' ყველა ფეხბურთელი დაცვის კარდა ''ჩაკეტილია'' მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების მხრიდან. ბლექეტი და ევანსი არ არიან ის ფეხბურთელები, რომელთაც შეტევის წამოწყება შეუძლიათ. მაგრამ აქ მთავარი გამბედაობაცაა, ისინი გადაცემას წინ ვერ აკეთებენ, არამედ ერთმანეთში ათამაშებენ ბურთს.

ფლეტჩერი დაცვას აზღვევს და შეტევის წამოწყებასაც ელოდება. ის ორი ფეხბურთელის გარემოცვაშია, ეს სქემაზე კარგად ჩანს. მცველებმა გადაცემა ან ფლეტჩერს უნდა გაუკეთონ ან წინ უნდა ჩააწოდონ. როგორ ფიქრობთ, რომელ ვარიანტს აირჩევენ ჯონსი, ევანსი და ბლექეტი ?

ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება

ასეთი თამაშის სტრუქტურა ,,ბარნლის'' თავდამსხმელებს პრესინგის საშუალებას არ აძლევს. თუ დაცვა უკან იხევს, მაშინ არანაირი სახიფათოებაც არ არსებობს. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს რომ ფლანგის მცველებმა ნახევარდაცვაში უნდა ავიდნენ. ამის მაგივრად ეშლი იანგმა და ანტონიო ვალენსიამ მიღებული ბურთი უკან დააბრუნეს არაერთხელ, არამედ რამოდენიმეჯერ.

ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება

დი მარია ყოველთვის ცდილობდა შეტევის წამოწყებას, მაგრამ საიდანაც მას დახმარება უნდა მიეღო, იქ არავინ არ აღმოჩნდა. თქვენ თვითონაც ხედავთ რომ არსებულ სივრცეებში ,,იუნაიტედის'' არც ერთი ფეხბურთელი არ იმყოფება.

,,ბარნლიც'' აღნიშვნის ღირსია, რადგანაც მათ კარგად გაუმკლავდნენ ,,ეშმაკებს''

ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება

არსებული კედელი სწრაფი პასის გაკეთების საშუალებას არ იძლევა და ფეხბურთელს იძულებულს ხდის ბურთი უბრალოდ წინ გადააგდოს.

ვან გალის ფილოსოფია გუნდის ყველა სფეროში ვრცელდება: დაწყებული პირველი გუნდიდან დამთავრებული აკადემიამდე. ასე იყო ,,აიაქსში'', ,,ბარსელონაში'' და ,,ბაიერნში''. სწრაფი მოძრაობა როგორც ბურთთან ერთად ისე მის გარეშე და გამიზნული გადაცემები.

სანამ ფეხბურთელები იგებენ თუ რა სურს მათგან ჰოლანდიელს, გუნდები რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობენ და ჰყავთ რამოდენიმე ტექნიკური ფეხბურთელი ,,იუნაიტედს'' მარტივად გაუმკლავდებიან.

გულშემატკივართა ნაწილს უკვე აღარც კი შეუძლია საყვარელი გუნდის თამაშზე თვალის დევნება. ამის მაგალითი პოლ სქოულზია, მისი თვალები ყველაფერს ამბობს.

ვან გალის ფილოსოფია ფორმაში დგება


სქოულზი აცხადებდა რომ მეორე ტაიმში გუნდს უფრო ფართოდ უნდა ეთამაშა და ფლანგები უნდა გამოეყენებინა. ალბათ ამას იმიტომ ამბობდა რომ თვითონვე თამაშობდა ასე. რატომ გახდა საჭირო ასეთ თამაშზე უარის თქმა ?

ფლანგის მცველები აუცილებლად უნდა ქმნიდნენ სივრცეს ცენტრალური ნახევარმცველებისათვის, მიდიოდნენ წინ, ერთვებოდნენ შეტევებში და ეხმარებოდნენ თავდამსხმელებს. მაგრამ არსებობს პრობლემა.

პრობლემები სხვაგან არსად, მხოლოდ ინგლისშია. არ იცი რა მოიმოქმედო ? მოიშორე ბურთი წინ და რაღაც იქნება. მათ ასე ასწავლიდნენ და ისინიც ასე თამაშობდნენ. ინგლისური ფეხბურთი ხომ სისწრაფეზე, ფიზიკურ სიძლიერესა და დინამიკაზე იყო დამყარებული.

ახლა გაიხსენეთ როგორ ფეხბურთს თამაშობდა ,,ბარსელონა'' რამდენიმე წლის წინ. გაიხსენეთ რამდენი მწარე მარცხი იგემა მადრიდის ,,რეალმა''. გვარდიოლამ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მაგრამ ის უბრალო ასისტენტი იყო, როცა ეს დიდი სისტემა შენდებოდა. და მაინც ვინ ქმნიდა ამ სისტემას ? დიახ, ეს ლუი ვან გალი გახლდათ !

გუნდი ახალ ფორმაციას ეჩვევა, ასპარეზობს მსოფლიოს ურთულეს ლიგაში, ფეხბურთელებთან ერთად რომელნიც თავიანთ პოზიციაზე არ თამაშობენ (მატა - ცენტრალური ნახევარმცველი არ არის). ყველაფერი მათზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ისინი მწვრთნელის გაგებას და მისი მოთხოვნების შესრულებას.

ახალ ფეხბურთელებს ასევე სჭირდებათ დრო ადაპტაციისათვის. ,,ოლდ ტრაფორდი'' აღარაა ის ადგილი სადაც გუნდები შიშით მოდიოდნენ და დამარცხებულნი მიდიოდნენ, მაგრამ მათ ყავთ ლუი ვან გალი, რომელიც ,,ოლდ ტრაფორდს'' იმ დიდებას დაუბრუნებს, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა !

წყარო: Carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgianDevil
31 აგვისტო 2014 16:47
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
ნახეთ აბა მემგონი საინტერესოა, ამის შემდეგ უკან ვიღებ ჩემს სიტყვებს. მართლაც რომ დროა საჭირო და ყველაფერი მაგრად იქნება, აბა ლუი შენთან ვარ !
0
№2
ავტორი: manutd-14
31 აგვისტო 2014 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
GeorgianDevil,
ძაან საკაიფო ნამუშევარია .
დაველოდოთ რა იქნება იმედია ყველაფერს მის ჭკუაზე მოიყვანს მარა არამგონია ემ ფეხბურთელებმა ეს შეძლონ
0
№3
ავტორი: GeorgeBest
31 აგვისტო 2014 17:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარი სიახლეა good2

ცუდი ისაა რომ ვან გაალი იმას კი არ ცდილობს გუნდს მოარგოს ტაქტიკა, არამედ იმას რო გუნდი მოერგოს მის ტაქტიკას და ფილოსოფიებს. ადვილია რაა პრემიერ ლიგაში ას ეითამაშო. უნდა გადავიდეს ჩვეულ ტაქტიკაზე გუნდი 4 მცველზე აუცილებლად
0
№4
ავტორი: GeorgianDevil
31 აგვისტო 2014 18:01
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
ფაქტი ერთია რო ეს კაცი რაღაც რევოლუციის მაგვარს აკეთებს და მომავლის გუნდს აშენებს, მე მგონი შედეგი უკვე გიგზის ხელში იქნება. როგორც მინიმუმ მომავალი წელი უკვე ჩვენი უნდა იყოს manunited
0
№5
ავტორი: chestersa
31 აგვისტო 2014 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ავტორსაც და მთარგმნელსაც დიდი მადლობა ძაან მაგარია :))

გიორგი,
ჯობია ცოტა მოვითმინოთ მჯერა უბრალოდ ამ კაცის თუ ახალი გუნდის აშენება გინდა ტაქტიკას ფილოსოფიასა და ხედვას უნდა მოარგო გუნდი და არა გუნდს ტაქტიკა და ფილოსოფია ფერგი ფერგი იყო ლუ ლუია ერთნაირად ვერასდროს ათამაშებენ გუნდს ყველას თავისი მიდგომა აქვს ფერგი წავიდა და აღარ დაბრუნდება ისევე როგორც ერთ დროს ბასბი წავიდა ფერგიუსონმა სრულიად ახალი გუნდი შექმნა და ახლა ამას ვან გაალი ცდილობს და მჯერა გამოუვა!!! 30 წლიანი არ ვიცი მაგრამ მინიმუ 10 წლიანი გეგმა იქნება როგორც ბარსელონას შემთხვევაში იყო!
0
№6
ავტორი: GeorgeBest
31 აგვისტო 2014 19:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
chestersa,
ხო მაგრამ ვან გაალი აქ ხანგრძლივი პერსპექტივებით არ მოსულა, არ მოსულა იმისთვის რომ ფერგისავით ეპოქა შექმნას. ეს კაცი მოვიყვანეთ იმის თვის რო მალე დააბრუნოს გუნდი თავის ადგილას და სწრაფადვე მოაგვაროს პრობლემები გამოცდილების ხარჯზე
0
№7
ავტორი: chudikone
31 აგვისტო 2014 19:53
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კაი სტატიაა, მარა გრამატიკა დახვეწე..

''თუ დაცვა უკან იხევს, მაშინ არანაირი სახიფათოებაც არ არსებობს. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს რომ ფლანგის მცველებმა ნახევარდაცვაში უნდა ავიდნენ.''

Dafuq
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: lefty
31 აგვისტო 2014 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
4მცველია საჭირო,ინგლისში ვერ ითამაშებ ამ ტაქტიკით თუ ყველა ვარსკვლავი არ გყავს
0
№9
ავტორი: Manchester_M
31 აგვისტო 2014 20:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყოჩაღGeorgianDevil,!!!!!!

იმედი მაქვს რომ მომავალი მატჩიდან მაინც მოეგებიან გონს და დაიწყებენ მოგებებს მომენტები ამ შეხვედრაშიც გვქონდა მაგრამ ... ზოგმა ფეხი ააცილა ზოგმა ყვავები დააფრთხო უკეთესის მოლოდინში ვარ ბევრად უკეთესის ჩელსი დაფრინავს კოშტამ და ფაბრეგასმა არანორმალური შედეგი დადეს ასე მალე გუნდს როგორ შეეგუენ მიკვირს ჩვენთან წლები უნდებიან :X
0
№10
ავტორი: nika1997
1 სექტემბერი 2014 02:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
იემდი ამქვს 4 ეულში შევალთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top