ევრო 2004–ზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ახალგაზრდა ტალანტი "მანჩესტერ იუნაიტედში'' გადმოვიდა.
10 წლის განმავლობაში მან "მანჩესტერის'' მაისურით 444 მატჩი ჩაატარა და 217 გოლი გაიტანა. 5–ჯერ პრემიერ ლიგის, 2–ჯერ ლიგის თასისა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 საათით ადრე, კლუბმა ერთ–ერთი საუკეთესო შენაძენის შესახებ ოფიციალურად განაცხადა
"აღელვებული ვარ, ისეთ დიდ კლუბში მომიწევს თამაში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია'' – ეს იყო ახალგაზრდა რუნის პირველი სიტყვები.
სერ ალექსიც ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებასა და სიხარულს. ის აცხადებდა, რომ რუნი "მანჩესტერს'' ისეთივე ძლიერს გახდიდა, როგორიც ეს 1999 წელს იყო.
"ჩვენ ინგლისის ბოლო 30 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გავიფორმეთ. აღფრთოვანებული ვარ''
"რუნი გუნდზე ისეთივე ზეგავლენას მოახდენს, როგორც ამას თავის დროზე კანტონა ახდენდა'' – აცხადებდა სერ ალექსი.
დენის ლოუმ, რომელმაც ,,იუნაიტედის'' მაისურით 237 გოლი გაიტანა, ახალ შენაძენზე კომენტარი გააკეთა: "მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ ყველა ჩემი არსებული რეკორდი მოხსნას, იქნება ეს 18 ჰეთ–თრიკი თუ 46 გოლი სეზონში''
ლოუ მართალი აღმოჩნდა, მისი რეკორდის მოხსნამდე რუნის მხოლოდ 20 გოლი აშორებს.
ალბათ ეს ფოტოც კარგად გეცნობათ. ეს რუნის დებიუტია ჩემპიონთა ლიგაში, სადაც მან "ფენერბაჰჩეს'' ჰეთ–თრიკი შეუსრულა.
რუნის გადასვლით გამწარებული ,,ევერტონის'' ფანები კი მხოლოდ ამასღა ამბობდნენ: ,, რუნი, შეგეძლო ჩვენი ღმერთი გამხდარიყავი , მაგრამ ეშმაკად გახდომა არჩიე!''