"ჰალ სიტი" მთავრმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ქლევერლის შესაძენად იბრძვის.
"იუნაიტედსა და ჩვენს კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ ტომის შესაძენად შეთავაზება გავაკეთეთ. ქლევერლი შესანიშნავი ფეხბრუთელია და ძალიან გვინდა მან ჩვენი გუნდისთვის ითამაშოს. მისით ბევრი კლუბი ინტერესდება, მაგრამ ჩვენ ტომის შესაძენად ყველაფერს გავაკეთებთ."
ამ დროისათვის ქლევერლისთვის სამი კლუბი: "ასტონ ვილა", "ვალენსია" და "ჰალ სიტი" ინტერესდება.