"ფიორენტინას" პრეზიდენტმა დიეგო დელა ვალემ უარყო ყველა ჭორი და განაცხადა იმის შესახებ, რომ კოლუმბიელი ვინგერი ხუან კუადრადო ფლორენციაში დარჩება.
მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობის შემდეგ, 26 წლის ხუან კუადრადოს შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ცდილობდნენ. მუნდიალზე კუადრადომ 5 ჩატარებული მატჩიდან 1 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ხოლო სერია ა-ში კოლუმბიელმა "ფიორენტინას" მაისურით 68 ჩატარებული მატჩში 16 გოლი გაიტანა
"ხუანი ფლორენციაში რჩება. მან დღეს დილით მითხრა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი საჩუქარია."-განაცხადა დელა ვალემ იტალიურ პრესასთან საუბარში
კუადრადოს თაობაზე მცირე კომენტარი ასევე "იების" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამაც გააკეთა.
"იგი იყო, არის და იქნება ფიორენტინას ფეხბურთელი. რაც მთავარია, მას კლუბში დარჩენა სურს. მისი გაშვება არასოდეს გვიფიქრია".