თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2014, 21:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1417,
კომენტარები: 9
მატას სანახაობრივი ფეხბურთი სურს
ხუან მატა ფრით იმედგაცრუებულია.
მატას სანახაობრივი ფეხბურთი სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი, ხუან მატა თვლის, რომ "იუნაიტედმა" უფრო მიმზიდველი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და უგოლო მატჩებიც აღარ იქნება.

"იუნაიტედმა" 2014/15 წლების სეზონში ოთხი შეხვედრა ჩაატარეს და ვერც ერთი ვერ მოიგეს. საერთაშორისო შესვენების შემდეგ მათი მომდევნო მეტოქე "ქპრ" იქნება.

"იუნაიტედი" "ტორფ მუურზე" გამართულ შეხვედრაში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა და მატა თვლის, რომ მხოლოდ დროის საკითხია წარმატების მოსვლა, რადგან ვან გაალის ფილოსოფიას კარგი შედეგები აუცილებლად მოჰყვება.

"რა თქმა უნდა იმედგაცრუებულნი ვართ. აქ სამი ქულის მოსაპოვებლად მოვედით და ეს ვერ შევძელით. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა ამის გასაკეთებლად."

"შესაძლოა მთავარი მიზეზი ძალების კონცენტრირებაში უნდა ვეძიოთ. ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებდით ამას, როგორც აღმოჩნდა კარგი არაფერი მიიღწევა. ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან სწორედ ეს სურს მწვრთნელს. უნდა გვწამდეს, რადგან ჩვენ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია."

"ვფიქრობ შეხვედრის ბოლო 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ჩვენ დროის უმეტესობა მათ ნახევარზე დავყავით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი გოლის გასატანად. ვფიქრობ, რომ როცა შეხვედრის ბოლო მესამედში ფეხბურთის თამაში გადავწყვიტეთ ჩვენ ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ პირველ ნახევარში ძალიან ბევრ გრძელ პასებს ვაკეთებდით, რაც შესაძლოა არის კიდევ მიზეზი იმისა, რომ კარგად ვერ ვითამაშეთ."

"თუ იმ ფეხბურთელებს გადახედავთ, ვინც გვყავს, ჩვენ უკეთესად თამაში შეგვიძლია. ეს მხოლოდ სამუშაოს გაგრძელების, რწმენისა და მოთმინების საკითხია."


manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 აგვისტო 2014 21:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მგონი ვან გაალს ლანძღავს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
30 აგვისტო 2014 21:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესის დროს ეს და კაგავა რომ იდგნნე ერთად ძალიან სწრაფ შეტევებს ვაკეთებდით ხოლმე ამატი წყალობით. ეხლა ერერა ეყოლება უკან და იგივე სიტუაცია იყო დაახლოვებით კარგი კომბინაციური. ესეთი შეტევის ხაზით მეტი უნდა გააკეთოს გუნდმა, უბრალოდ მომენტი მაინც უნდა შექმნას, დაცვა იქით იყოს გუნდია არეული. ბლინდი ერერა დადგენიან და ამ ეტაპზე რაღაც გამოვა რა
0
№3
ავტორი: ლადო
30 აგვისტო 2014 22:01
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ესეც, რუნიც და რვპც ფორმიდან არიან ამოვარდნილები თუ მეჩვენება??
0
№4
ავტორი: Best 7
30 აგვისტო 2014 22:58
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ათამაშდებიან აუცილებლად მჯერა რა მჯერა ვან გალის!
0
№5
ავტორი: chudikone
30 აგვისტო 2014 23:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოგვბეზრდა სვარკის ყურება cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Malboro463
30 აგვისტო 2014 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ჯერ შენ აგამოასწორე თამაში
0
№7
ავტორი: Manchester_M
31 აგვისტო 2014 11:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: ლადო
ესეც, რუნიც და რვპც ფორმიდან არიან ამოვარდნილები თუ მეჩვენება??

ეგრეა fellow !!!

მარტო დი მარია ვერაფერს იზამს ამათმა ცოტა თავი თუ არ გაანძრიეს :X
იმედია მალე ერერა დაგვიბრუნდება და რაღაცას უნდა დაემგვანოს ჩვენი თამაში :X
0
№8
ავტორი: Berba 9
31 აგვისტო 2014 12:40
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
გუშინ მარტო დი მარია თამაშობდა, მერე მარტო რუნი ითამაშებს, მერე მარტო მატა და ასე შემდეგ...

ისე მატას დასაწყისში ის ბურთი აშკარად უნდა გაეტანა, რო ამოთხარა მიწა და ჩავიდა საძირკველში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: RedTeen
31 აგვისტო 2014 12:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
არ მოსწონთ ფეხბურთელებსაც ეს 3-5-2 წყობა და ვერ გაიგო გაალმა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top