თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2014, 21:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1641,
კომენტარები: 6
დებიუტი შედგა
ანხელ დი მარის დებიუტი პერსპექტიულია.
დებიუტი შედგა
"ბერნლისთან" გამართულ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული, ანხელ დი მარია სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. სწორედ ანხელის წყალობით შეიქმნა "იუნაიტედის" ყველაზე სახიფათო მომენტი, როცა მან ჰოლანდიელ ფორვარდს, რობინ ვან პერსის მაღალი გადაცემა გადააწოდა და მეკარის პირისპირ დატოვა. თუმცა პერსიმ ვერ შეძლო მეტოქის კარის აღება და ანგარიშის გახსნა.

დი მარიამ კიდევ ერთხელ გაამწვავა სიტუაცია, როცა "ბარნლის" მცველს, კირენ ტრიპიერს გვერდი აუარა და უეინ რუნის გადააწოდა ბურთი. უეინმა თავის მხრივ კი ანტონიო ვალენსიას გადააწოდა ბურთი, რომელმაც პერსის მისამართით პასის გაკეთებით მხოლოდ "ბარნლის" შეუწყო ხელი და შეტევა ჩაშალა.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ დი მარიამ დღეს თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ აჩვენა და იგი მომავალში უკეთესად ითამაშებს.

"დღეს მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ვერ ვიხილეთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამას არც უნდა ველოდეთ. ის ინგლისურ კულტურასა და თამაშის სტილს უნდა შეეგუოს, ასევე ახალ თანაგუნდელებს. ამას დრო სჭირდება."

საბედნიეროდ, დრო ის არის, რაც დი მარიას მრავლად ექნება. ის მხოლოდ 26 წლისაა და ვინ იცის რისი გაკეთება შეუძლია "ოლდ ტრაფორდზე"

manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 აგვისტო 2014 21:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენი ძალიან გვეიმედება ანხელ და იმედები არ გაგვიცრუო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
30 აგვისტო 2014 21:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ბლეკეტი რო ბურთს არ აძლევდა, რაც ვლანძღე ერთი არ აცდეს...
0
№3
ავტორი: GeorgeBest
30 აგვისტო 2014 21:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან კარგად ითამაშა, მითუმეტეს სადაც იდგა იქ
0
№4
ავტორი: Best 7
30 აგვისტო 2014 23:05
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ამასი მეიმმედება მაგრაა
0
№5
ავტორი: Manchester_M
31 აგვისტო 2014 11:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამწყობებიც უნდა ყავდეს მისი შასაძლებლობები ბოლომდე რომ აჩვენოს !!!
0
№6
ავტორი: RedTeen
31 აგვისტო 2014 12:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ყველაზე კარგი ეს იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top