თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2014, 18:40
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3205,
კომენტარები: 17
ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა
Daily Mail-ი ექსკლუზიურ მასალას გვთავაზობს ვან გაალის პირადი ცხოვრების შესახებ.
ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა
Daily Mail-ი ექსკლუზიურ მასალას გვთავაზობს ვან გაალის ცხოვრების შესახებ.
-------------
ვან გაალის ცხოვრებაში მომხდარა ბევრი ისეთი რამ, რის გამოც ის თავს ვერ აკონტროლებს, რის გამოც იღებენ ჟურნალისტები უხეშ პასუხებს, რის გამოც ყველა ხედავს მის მძიმე და შეუცნობელ ხასიათს. მისი ცხოვრება, რომელიც მუდამ რთული იყო, კიდევ უფრო დამძიმდა ცოლის გარდაცვლის შემდეგ.

ვან გაალი ამსტერდამში დაიბადა, კათოლიკურ ოჯახში. ის ყველაზე ახალგაზრდაა ცხრა და-ძმიდან. ბავშვობაში ის ბეისბოლის მოთამაშე იყო. უნდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი და მასწავლებელი გამოსულიყო - ორივე ერთად. მამა გამყიდველად მუშაობდა ოჯახის სარჩენად. 11 წლის ასაკში ლუის მამა გარდაეცვალა. მან ცხრა წლის შემდეგ დაიწყო „აიაქსში“ საფეხბურთო კარიერა, მანამდე კი 18 წლის ასაკში ორი წლით უფროს ფერნანდა ობესს შეხვდა. მეგობრები ამბობენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. წყვილი ერთმანეთს ლუის სახლთან ახლოს, ახალგაზრდა კათოლიკეების დაწესებულებასთან შეხვდა.

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა


სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ბედნიერება 1994 წლამდე გაგრძელდა, როცა ფერნანდას ჯანმრთელობა უკიდურესად გაუარესდა და პანკრეასის ჯირკვალთან სიმსივნე აღმოაჩნდა. ვან გაალი ჰოლანდიის ნომერ პირველი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი იყო, საუკეთესო ქირურგებთან და ექიმებთან ჰქონდა შეხება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ვან გაალს საკუთარი თავის კონტროლი სჭირდებოდა, რადგან მოწინააღმდეგე კლუბების ფანებმა მისი მძიმე განსაცდელი მასხრად აიგდეს.

ჰოლანდიაში, სიტყვა ქალი ორნაირად წარმოითქმის. სიტყვა ‘Vrouw’ იხმარება პარტნიორისადმი პატივისცემის დროს, ‘Wijf’ კი შეურაცხმყოფელია, იგივეა, რაც ძუკნა.

„აიაქსის“ ერთ-ერთი მატჩისას, მეტოქე გუნდის ფანებმა გამოფინეს ბანერი, რომელიც ვან გაალის ცოლისკენ იყო მიმართული. ბანერზე ეწერა: „Van Gaal, heeft een kankerwijf“, რომელიც ასე გადმოითარგმნება: „ვან გაალს კიბოიანი ძუკნა ჰყავს“. მთელი წლის განმავლობაში გასვლითი შეხვედრებისას ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი ჩანტები ისმოდა. ეს იყო ალბათ ყველაზე მტკივნეული მომენტი მის ცხოვრებაში, მაგრამ არავის დართო ნება მის სახეზე ეს ტკივილი ამოეკითხათ.

მხოლოდ 11 წლის შემდეგ, ერთ-ერთ უიშვიათეს არასაფეხბურთო ინტერვიუში ისაუბრა ამ დამანგრეველი მომენტის შესახებ. ვან გაალს ჰკითხეს, თუ როდის იტირა ბოლოს, პასუხად მან 1994 წლის მოვლენები დაასახელა.

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა


ფერნანდასგან ლუის ორი შვილი დარჩა. მასთან გადაღებული ერთ-ერთი ბოლო ფოტო სახლში ინახება, ახალ ცოლთან - ტრუსთან ერთად. 14 წლიანი მარტოობის შემდეგ ისინი ვან გაალის დაბადების დღეს დაქორწინდნენ: რვა რიცხვში, მერვე თვეში, საუკუნის მერვე წელს.

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა


ისინი ახლა პორტუგალიაში ცხოვრობენ - იმ სახლში, სადაც მოიესის გაგდებიდან რამდენიმე დღეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები ჩავიდნენ.
„ქორწილი მშვენიერი იყო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ლუისთვის არა. მან მითხრა: „თუ რაიმე გაქვს საზეიმო, იზეიმე“. ეს მართალიც იყო. საიდუმლო ქორწილი ცუდად გამოჩნდებოდა. ეს არც ლუის გოგონებს მოეწონებოდათ.
მას სჯერა თავისი მეთოდების. სახლში არაფრის კეთება ეხერხება, ყავასაც კი ვერ აკეთებს. მხოლოდ მისი დაქცევა შეუძლია.
გაცნობამდე ის ქედმაღალი და ჭირვეული პიროვნება მეგონა, თუმცა ასე საერთოდ არ არის. ლუის მხიარული მხარეც აქვს, მაგრამ მისი ცხოვრება და სამუშაო განაპირობებს სერიოზულ ხასიათს. ის ამბობს, რომ ხალხი ყოველთვის თავს ესხმის. არ უნდა რომ შეიცვალოს, ფიქრობს სხვებს ჭირდებათ შეცვლა და არა მას.
ლუის ფული საერთოდ არ აღელვებს. როცა 50 წლის გახდა, ძვირადღირებული საათი ვაჩუქე, მაგრამ მიპასუხა, რომ ასეთი უკვე ჰქონდა და არ ჭირდებოდა. სამსახურის გარეთ, ის სახლის მოყვარულია. არ უყვარს კინოში სიარული. თუ ფილმის ყურებას დავიწყებ, ისიც შემომიერთდება, მაგრამ დასასრულისას იტყვის, რომ სულელური ისტორია იყო. ასეთია ტიპიური ლუი“ - ამბობს ვან გაალის ცოლი.

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა

ვან გაალი: ადამიანი მწვრთნელის მიღმა
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
3 სექტემბერი 2014 19:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რა ცუდად მოქცეულან ფანები, ტეხავს მაგრად. საინტერესო სტატია იყო, მადლობა ავტორს
0
№2
3 სექტემბერი 2014 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 59
აუ მარტლა მაგარი სტატიაა და მაგ ცენზურა ფანებს მოვუ*** ნ დედის მუტელ ი რააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ dadu777
№3
ავტორი: Manchester_M
3 სექტემბერი 2014 20:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
თუ არ ვცდები ეს სტატია იყო საიტზე ოღონდ იქ მგონი უფრო ვრცლად იყო
0
№4
ავტორი: ლადო
3 სექტემბერი 2014 21:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან საინტერესო იყოო, მალდობბ ჯუბბოოო
0
№5
ავტორი: Lev
3 სექტემბერი 2014 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ეხლა გასაგებია რატოა აქ ეგეთი ხასიათი. ლუი ვან გენიალ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: Jubo
3 სექტემბერი 2014 22:26
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: Manchester_M
თუ არ ვცდები ეს სტატია იყო საიტზე

ცდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: GeorgeBest
4 სექტემბერი 2014 01:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეტყობა მოურინიოს ვისი გაზრდილიცაა wink
0
№8
ავტორი: Moxito 7
4 სექტემბერი 2014 05:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
magari statiaa 3d_5
0
№9
ავტორი: manutd---10
4 სექტემბერი 2014 08:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
სტატიაზე უფრო ახალი ფუნქცია მომეწონა, საღოლ ადმინ (მომწონზე ვამბობ)
0
№10
ავტორი: George27
4 სექტემბერი 2014 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ნამდვილად საინტერესო სტატია იყო...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top