ის 39 წლისაა და ყველა ფიქრობს, რომ ის გუნდში სამუდამოდ დარჩება. მანჩესტერ იუნაიტედის ფიციალურმა საიტმა გულშემატკივრებს საშუალება მისცა, რომ ტვიტერის საშუალებით დაესვათ კითხვები იუნაიტედის ლეგენდისათვის.
ყველაზე მეტად რომელი ტიტულით ამაყობთ?
ვფიქრობ, ეს იყო პირველი პრემიერ ლიგის ტიტული, რომელიც იუნაიტედის შემადგენლობაში მოვიგე. ბავშვობიდანვე ამ კლუბს ვგულშემატკივრობდი და ძალიან მწყინდა, რომ ეს კლუბი ტიტულებს ვერ იგებდა. როცა ჩემპიონობა ლიდსს დავუტმეტ, ეს გრძნობა კიდევ უფრო გამძაფრდა. იმ გამარჯვებით ზურგიდან მოვიხსენით უდიდესი ტვირთი. ეს იყო ჩვენი მომავალი გამარჯვებების საფუძველი. ამიტომაც ამ ტიტულს ყველაზე მნიშვნელოვნად ვთვლი.
პრემიერ ლიგის ისტორიიდან, რომელ სამ ნახევარმცველს შეიყვანდიტ თქვენს სიმბოლურ გუნდში?
ამ სამ ნახევარმცველს შორი მოიაზრება კინი და სქოულზი. მესამეზე უნდა დავფიქრდე. უნდა ავირჩიო კრიშტიანუ რონალდუსა და დეივიდ ბექემს შორის. მანც პორტუგალიელისკენ გადავიხრები, რადგან მან ძალიან ბევრი გააკეთა ფეხბურთვისთვის ბოლო წლების განმავლობაში.
რომ შეგეძლოთ პრემიერ ლიგის ნებისმიერ სეზონში დაბრუნებას, რომელ სეზონს აირჩევდით?
იმ სეზონს, რომელშიც ტიტულების მაქსიმალური რაოდენობა მოვიგეთ. ეს1998/1999 წლების სეზონი იყო, როცა ათი დღის განმავლობაში 3 ტურნირის გადამწვეტ მატჩებში მივიღე მონაწილეობა. ჯერ გავიმარჯვეთ პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრაში, შემდეგ მოვიგეტ ინგლისის თასი და ბოლოს ჩემპიონთა ლიგა. თითქოს 10 დღეში ვითამაშეთ მთელი სეზონი. ეს მატჩები ამერიკულ მთებს ჰგავდნენ, ჩვენ ნამდვილი გმირები ვიყავით.
რომელ კლუბთან მატჩებს ელოდებით ყველაზე მეტად?
როგორც ფეხბურთელისთვის, ყველა მატცი საინტერესოა, მაგრამ ზოგიერთი ძალიან რთულად მიდის. ეს არის მატცები ტოპ კლუბებთან. ყველაზე განსაკუთრებულად ველი მატჩებს ლივერპულის წინააღმდეგ. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ ადგილებზე იმყოფებიან ეს კლუბები ცრილში ამჟამად. ეს დაპირისპირება იყო და იქნება ყოველთვის. ყოველთვის ემოციები ფეთქდება როგორც ოლდ ტრაფორდზე ასევე ენფილდზეც
ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი პრემიერ ლიგაში...
ეს იყო მატჩი ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ 2009 წელს, როცა ჩვენ სიტის დამარცხება შევძელით 4-3. იმ თამაშში ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე, თუმცა საბოლოოდ ოუენმა შეძლო გოლის გატანა. შესანიშნავი თამაში იყო.
რომელი გოლია თქვენთის ყველაზე დასამახსოვრებელი, არა თქვენი?
უეინ რუნის მაკრატელა სიტის კარში და გოლი რომელიც ბექჰემმა უიმბლდნს ცენტრიდან გაუტანა. 2000 წლის დეკემბერში ჩარლტონთან მატჩში ცენტრიდან ჩემი დარტმული ბურთი არიხას მოხვდა. ცოტა დამაკლდა ბექსის გოლის გამეორებამდე. რუნის დარტყმას კი ვერასდროს ვერ გავიმეორებდი.
როგორი გრძნობაა თამაში ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებიც სიარულს მაშინ სწავლობდნენ, როცა თქვენ პროფესიონალურ კარიერას იწყებდით?
ამას დიდი ხანია მივეჩვიე. დიახ, მე ვთამაშობ ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც დაიბადნენ ან სიარულს სწავლობდნენ სიარულს, როცა მე პროფესიონაური კარიერა დავიწყე. მე უბრალოდ მივეჩვიე. უნდა მივეცვიო ასეთ ცხოვრებას.
რომელ სტადიონზეა განსაკუთრებული ატმოსფერო?
ეს სტადიონი ენფილდია. მიუხედავად კლუბის მდგომარეობისა ლივერპულის ფეხბურთელები იღებენ უდიდეს მარდაჭერას ტრიბუნეიდან. თქვენ შეგიძლიათ საშუალო ლივერპულის წინააღმდეგ, მაგრამ ხალხი გარდაქმის ამ მატჩს ერთ-ერთ ყველაზე რთულ თამაშად სეზონში. გულშემატკივრები არასდროს დაგავიწყებენ იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირების ისტორიას.
რომელი მცველის წინააღმდეგ გაგიჭირდათ ყველაზე მეტად თამაში?
ეს იყო ლი დიქსონი არსენალიდან. განსაკუთრებით მაშინ, როცა მატჩები ჰაიბერიზე ტარდებოდა. იქ მოედანი არც ისე დიდი იყო, ამიტომ რთული იყო მოძრაობა. იმ დროს მათ ყველაზე სახელოვანი დაცვა ჰყავდათ, კარში კი დევიდ სიმენი იდგა. ძალიან რთული იყო იქ გაძრომა. დიქსონს გააჩნდა შესანიშნავი თვისებები, რომლებიც ჩემს მასთან დაპირისპირებას ნამდვილ გამოცდად გარდაქმნიდა.