თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2014, 08:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1736,
კომენტარები: 4
"მე თქვენ ტიტულებს მოგიპოვებთ"
ლუი ვან გაალი წარმატებას გვპირდება
ლუი ვან გაალი აპირებს უცებ შექმნას ისტორია "ოლდ ტრაფორდზე" და გვახსენებს, რომ მას წარსულშიც აქვს გაკეთებული მსგავსი რამ.

"აიაქსში" მიღწეული წარმატების შემდეგ, რაც ჰოლანდიის თასის, უეფას თასის, ჰოლანდიის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით გამოიხატება ჰოლანდიელი სპეციალისტი "ბარსელონამ" გადაიბირა.

"ნოუ კამპზე" მან ლა ლიგა მოიგო და "ბარსელონა" 4 წლიანი წარუმატებლობის შემდეგ მწვერვალზე დააბრუნა.

შემდეგ, 2010 წელს მან მიუნხენის "ბაიერნს" გაამარჯვებინა ბუნდესლიგაში და გერმანიის თასსა და სუპერ თასს ბუნდესლიგის ტიტულიც შეჰმატა. გარდა ამისა მისი გუნდი 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ფინალში გავიდა.

ვან გაალის ხელმღვანელობის ქვეშ "აზ ალკმაარმა" ერედივიზი მოიგო, რაც პირველად მოახერხა 1981 წლის შემდეგ.

თუმცა ვან გაალის ტიტულების სიაში არ მოიპოვება პრემიერ-ლიგის ტიტული. მიუხედავად ლიდერებდთან 5 ქულიანი ჩამორჩენიsა ვან გაალის რწმენას ვერაფერი არყევს.

"ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია პირველსავე წელს გავხდეთ ჩემპიონები. შესაძლოა გაგეცინოთ, მაგრამ ჩემს ყოფილ გუნდებში მე მსგავსი რამ გამიკეთებია, ასე რომ, ეს სასწაული არ იქნება ჩემთვის."

"ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯი. ეს პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და მას დრო სჭირდება."

"ჩვენი უპირველესი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, შემდეგ ჩემპიონის ტიტულის მოგება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება, მაგრამ ამას დრო სჭირდება."

"ამ ყველაფრისთვის ბევრი გუნდი დიდი ხნის განმავლობაში იბრძვის, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს."


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელს, დევიდ მოიესს მხოლოდ 10 თვე მისცეს იმის დამასტკიცებლად, რომ იგი სერ ალექსის წარმატებას ჩრდილს არ მიაყენებდა და მხოლოდ წარმატებას მიაღწევდა.

ლუი ვან გაალმა კი თავისმხრივ არ იცის მიეცემა თუ არა მას დრო გუნდის ჩამოყალიბებისათვის,

"როგორც მენეჯერმა, შენ გადარჩენისთვის უნდა იბრძოლო. დღესდღეობით გულშემატკივარი შედეგს გთხოვს და კითხვა ჩნდება: "მომეცემა საკმარისი დრო, რათა ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც უნდა გაკეთდეს? იქნებ მხარი დაუჭიროთ ლუი ვან გაალს როცა მისი გჯერათ! მე თავდაჯერებული ვარ. რადგან ყველაფერი, რაც ჩვენ ვაჩვენეთ, მხოლოდ ამაზე მეტყველებს."

"და რატომ არ უნდა გაჭრას ამან "მანჩესტერ იუნაიტედში". ასე არ მგონია."

"დარწმუნებული ვარ, პროცესის დასასრულს ყველა ბედნიერი დარჩება ჩემი აქ ყოფნით. მე მოკლე პერიოდის მწვრთნელი არ ვარ. მე ყოველთვის ხანგრძლივ დროზე გათვლილი მწვრთნელი ვარ და გუნდსაც ხანგრძლივი პერიოდისთვის ვაყალიბებ."

"შესაძლოა ეს ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის კარგი არაა, მაგრამ აქ მწვრთნელის სახელის მოსახვეჭად კი არა, არამედ კლუბისთვის ვარ."


როცა ივნისში მატჩების განრიგი შედგა, ისე ჩანდა, თითქოს ვან გაალი საწყის მატჩებს მოიგებდა.

მაგრამ სეზონის გახსნითმა შეხვედრამ, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედმა" წააგო, ფრემ "სანდერლენდთან" და "დონსთან" განცდილმა სათასო მარცხმა ყველაფერს ჩრდილი მიაყენა ამ მოსაზრებას.

როცა ვან გაალს ჰკითხეს, "ოლდ ტრაფორდზე" უფრო რთული სამუშაო დახვდა ვიდრე ის ელოდა თუ არა, ჰოლანდიელმა უპასუხა: "არა, რადგან სტარტს თავად განაგებ."

"მე თქვენი სტატიები წავიკითხე და მე ამერიკაში მეფე ვიყავი. ახლა არ ვარ. მაგრამ მე იგივე ლუი ვან გაალი ვარ, იმავე მიზნებით და იმავე ფილოსოფიით, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ წარმატებული იქნება."

"ბევრჯერ ვთქვი, რომ დრო მჭირდებოდა. ამას ყოველთვის სამი თვე სჭირდება. ფეხბურთელებს ფილოსოფიასთან შესაგუებლად დრო სჭირდებათ."

"არასდროს შევადარებ სამუშაოებს ერთმანეთთან, რადგან როცა ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად დავიწყე მუშაობა, არავინ ელოდა წარმატებას."

"ამის შემდეგ ისინი აცხადებდნენ, რომ არავითარი შანსი არ გვექნებოდა ჯგუფიდან გასვლისა და რომ ჩვენ ყველა მოწინააღმდეგესთან დავმარცხედობით."

"ამის შედარება "ბაიერნსა" და "ბარსელონასთან" არ შეიძლება - ისინი სხვა კულტურის მატარებლები არიან. თითოეული გამოწვევა გამოწვევაა და მათი შედარება არ შეიძლება."

"მეტისმეტად განსხვავებული დონეა და კლუბებიც სხვადასხვაგვარად იმართება."

"როგორც მწვრთნელი და მენეჯერი, კულტურას უნდა შეეგუო და შესაძლოა გარკვეული გავლენაც მოახდინო, მაგრამ ეს კლუბში მყოფ ხალხზე უფროა დამოკიდებული."


MEN
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
31 აგვისტო 2014 08:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კი კაცო კი. წელს არა, მაგრამ მომავალში რას იზამ არ ვიცით. გუნდი დაალაგე და მერე ვნახოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
31 აგვისტო 2014 08:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
პირველ რიგში ტაქტიკაა ჩვენი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, შემდეგ ფეხბურთელების ტრავმიანობა და შემდეგ ვინც გვყავს იმათი ცუდი ფორმა...მალე უნდა მოხდეს ყველაფერი რაა მალე...
0
№3
ავტორი: Best 7
31 აგვისტო 2014 08:50
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Male unda daawyo Ra yvelaferi
0
№4
ავტორი: Human
31 აგვისტო 2014 11:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
ხო იცით რო მალე არ მოხდება ყველაფერი, აცადეთ ამ კაცს ! დრო ჭირდება ყველაფერს და გადააწყობს გუნდს დამიჯერეთ. ჯერ მარტო არმის ტრანსფერებს შეხედეთ და მიხვდებით რო დიდი მიზნების აქვს უბრალოდ ესე მალე არ ხდება ყველაფერი. მე მჯერა ლუისი და მისი ფილოსოფიის am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top