თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2014, 13:01
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1358,
კომენტარები: 8
"ძალიან რთული მატჩი გველის"
ხუან მატა დღევანდელ მატჩზე საუბრობს
"იუნაიტედის" ესპანელი ფეხბურთელი ხუან მატა დარწმუნებულია, რომ დღეს მატჩში ფეხბურთელებს არც თუ ისე ადვილი გასეირნება ელოდებათ.

"ბარნლიმ" პირველი ორი შეხვედრა დათმო, რის გამოც ეს მატჩი მათთვის თასიის ფინალის ტოლფასი იქნება. მათ უპირატესობა აქვთ, რადგან ისინი საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრების ქომაგობის ქვეშ თამაშობენ. ვფიქრობ, რომ ბარნლი ადვილი მეტოქე არ არის და ჩენ ამ შეხვედრისათვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ."

"ამ შეხვედრაში გამარჯვება გვმართებს, რადგან სეზონი არ დავიწყეთ ისე, როგორც შეგვეფერებოდა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ძნელია, შეეგუო ასე მოკლე დროში ახალ მწვრთნელს და ახალ ტაქტიკას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პროგრესს ძალიან სწრაფად დავიწყებთ და ახალ ტაქტიკასაც მალევე მოვერგებით."

"პირადად ჩემი მიზანია, ახალ სეზონში გავიტანო მეტი გოლი და დავდო ისეთი შედეგი, რომელიც გუნდს ძალიან დაეხმარება. ჩემთვის მთავარი არა ინდივიდუალური შედეგი, არამედ გუნდის ინტერესებია. მე შეტევაში ვთამაშობ, ამიტომ მეტოქის კარში ბევრი მომენტი უნდა შევქმნა და კარი წარმატებითაც დავლაშქრო."

"დი მარია შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ გუნდს ძალიან დაეხმარება და მნიშნველოვნად გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ინგლისურად ცუდად ლაპარაკობს, მე ხშირად მასთან ყოფნისას თარჯიმნის როლსაც ვირგებ. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ როდესაც მე ახალ ქვეყანაში სათამაშოდ გადავედი, გარს უამრავი ადამიანი მეხვია, ისინი ადაპტაციაში ძალიან მეხმარებოდნენ. ასეა ანხელის გადმოსვლის დროსაც. ჩვენ მას ვეხმარებით, რათა გუნდს მაქსიმალურად მოერგოს."
–განუცხადა ესპანელმა ოფიციალურ საიტს.

Redevils.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
30 აგვისტო 2014 11:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დღეს შენი იმედი მაქვს ხუან !!
0
№2
ავტორი: ლადო
30 აგვისტო 2014 11:36
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
უხ მალე დაიწყოს რაა
0
№3
ავტორი: AkkRed
30 აგვისტო 2014 11:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაგარი ჯიგარია ეს კაცი <3
0
№4
ავტორი: NickCantona
30 აგვისტო 2014 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
მთავარია გავხიშთოთ ბარნსლი თუ რაცაა <3
0
№5
ავტორი: GeorgeBest
30 აგვისტო 2014 13:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პრემიერ ლიგაში ადვილი მატჩი არ გექნება არასდროს მარა დღესაც თუ ფეხბურთი არ ითამაშეს თავი ხელით გადაისხან ბენზინი ზოგიერთებმა
0
№6
ავტორი: RedTeen
30 აგვისტო 2014 13:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
დღეს მაინც მოიგეთ..
0
№7
ავტორი: Manchester_M
30 აგვისტო 2014 13:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაი ბარნილთან ვარდებით თქვენ პანიკაში და სიტი ან ჩელსი რომ შეგხვდეთ წარმოდგენა არ მინდა რას იზამთ :X

არ უნდა ცენზურას მიცემა ჟილკა დამანახეთ !!!!!!!!!!!
0
№8
ავტორი: Manchester United 14
30 აგვისტო 2014 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
განგრიეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top