თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2014, 12:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1764,
კომენტარები: 7
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
წინასამტჩო პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალი ჟურნალისტებს როხოსთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე, "იუნაიტედში" საკუთარ მიზნებზე და სატრანსფერო მდგომარეობაზე ესაუბრა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს არ სჯერა, რომ მარკოს როხო შაბათის შეხვედრამდე შეძლებს ლიცენზიის მიღებას, თუმცა მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. როხომ მთელი კვირა მადრიდში არსებულ არგენტინის საელჩოში გაატარა, რათა ЕС რანგის სამუშაოს ნებართვა მიეღო. აღსანიშნავია, რომ როხოსა და თავის თანამემამულე ანხელ დი მარიას შორის სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ანხელს არგენტინულთან ერთად იტალიის მოქალაქეობაც აქვს თავისი ბებია-ბაბუის ფესვების წყალობით.

პრეს-კონფერენციაზე ვან გაალმა ამ საკითხისადმი უკმაყოფილება თავისთვის ჩვეული მანერით გამოხატა: "მე არგენტინის კანონების შეცვლა არ შემიძლია. მე მსოფლიოს უდიდესი კლუბის, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ვარ, მაგრამ კანონების შეცვლა არ შემიძლია. ასე რომ, ეს მხოლოდ დროის საკითხია"

როცა ჰკითხეს შეძლებს თუ არა შაბათს ანხელ დი მარია თამაშს, ვან გაალმა განაცხადა: "ვფიქრობ, სათამაშოდ მზადაა. თამაში თამაშია და მატჩი მატჩი. მას ძალიან სურს თამაში, რადგან შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედს" მხარი დაუჭიროს. მან ეს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ანხელი ძალიან მოკრძალებული ბიჭია. მას გუნდისთვის მუშაობა სურს, ამიტომაც ძალიან მინდა მეოდანზე მისი გამოჩენის ხილვა."

"ბარნლისთან" გასამართი შეხვედრის თაობაზე, რომლითაც "იუნაიტედი" პრემიერ-ლიგის მესამე ტურს გახსნის, მწვრთნელმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ თავისი გუნდი თავის ტექნიკურ უპიტასებოას გამოიყენებს.

"ეს პატარა სტადიონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ატმოსფერო და გულშემატკივარი რა თქმა უნდა "ბარნლის" მოთამაშეებს დაუჭერს მხარს. ისინი ძალიან მონდომებულად და გრძელი პასებით ითამაშებენ. ჩვენ ამის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს. მატჩი ძალიან რთული იქნება, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია."

"იმედი მაქვს უფრო კარგ შეხვედრას ჩავატარებთ, ვიდრე უკანასკნელ შეხვედრებში, რადგან "დონსთან" თამაშში ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ კომბინაციებთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა. ბურთს კომბინაციის დაწყებისთანავე ვკარგავდით, მერე კი თამაშის სადავეებს ხელიდან ვუშვებდით. მათ 6 მომენტი შექმენს და 4 გოლი გაიტანეს, ჩვენ 11 მომენტი და საერთოდ ვერც ერთი გავიტანეთ."

"ყოველთვის რთულია ლიგის ახალწვეულების წინააღმდეგ 5-7 კვირის განმავლობაში თამაში, რადგან მათ მაღალი მოტიცავია აქვთ. გარდა ამისა, ეს მატჩი მეტნაკლები დერბია, ამიტომაც მოგება ძალიან რთული იქნება. მოედანი პატარაა, ტრიბუნები ახლოსაა, რაც "ბარნლის" ძლიერი მხარდაჭერის გარანტიას აძლევს. მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, აი ასე."


საინტერესოა ისიც, რომ ეს არ იქნება ვან გაალის პირველი მატჩი "ბარნლის" წინააღმდეგ. 1991 წელს მან "აიაქსთან" ერთად ამხანაგური შეხვედრა გამართა "ბარნლისთან"

"ესეც პროცესის ნაბიჯი იყო, რადგან როცა 1991 წელს ლეო ბენჰაკერისგან "აიაქსი" ჩავიბარე პირველსავე წელს უეფას თასი მოვიგეთ. მომდევნო სეზონში მხოლოდ ჰოლანდიის თასი მოვიპოვეთ. იმ წელს, როცა "ბარნლის" წინააღმდეგ ვთამაშობდით მხოლოდ მინიმალური ანგარიშით დავამარცხეთ, 1-0 მეტი არა."

"ეს მატჩი სეზონის შემდეგ ჩატარდა, ანგარიში მინიმალური იყო და რა თქმა უნდა ამ მატჩის შესახებ არაფერი მახსოვს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პოცესში. ჩემს მესამე სეზონში "აიაქსთან" ერთად ყველაფერი მოვიგეთ, რაც შეიძლებოდა. დიახ, "ბარნლის" მოკრძალებულად 1-0 მოვუგეთ, ერთი წლის შემდეგ კი ყველაფერი მოვიპოვეთ."


ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შედგა და ვან გაალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ამ ტურნირზე "იუნაიტედთან" ერთად გამარჯვებაა.

"საკუთარ თავში ეჭვი არასდროს არ მეპარებოდა. ამ პროცესისკენ ნაბიჯებს ვდგამთ. ამას კი დრო სჭირდება. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და იმედი მაქვს წარმატებას მივაღწევთ. იმედი მაქვს, რომ ამ სეზონში ოთხეულში მოვხვდებით, შემდეგი ნაბიჯი ჩემპიონატში გამარჯვება იქნება, მომდევნო კი ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ყველაფერი დროს მოითხოვს."

რა თქმა უნდა, ჟურნალისტებსა და ქომაგებს ყველაზე მთავარი საკითხი, ტრანსფერები აღელვებთ.

"მე არაფერი ვიცი ტრანსფერების შესახებ, რომელიც ორშაბათამდე ხორციელდება, რადგან მე არ ვარ ის, ვინც ირჩევს. მე მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავ, მოთამაშეს კი შეუძლია რაც უნდა ის უქნას ამ აზრს. რა თქმა უნდა მე უნდა განვაცხადო რომელი ფეხბურთელის შესყიდვა და რომლის გაშვება იქნება უკეთესი, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე ედ ვუდვორდი მუშაობს. ამ პროცესში არ ვერევი."

"სანამ სამუშაოს დავიწყებდი, განვაცხადე, რომ თითოეულ ფეხბურთელს მივცემდი შანსსს და მე ასეც მოვიქეცი. მოთამაშეები, რომლებიც ჩვენთან ერთად აშშ-ში არ იყვნენ, "დონსთან" მატჩში ვათამაშე. მე მოთამაშეებს 1 სექტემბრამდე დარჩენის ან წასვლის შანსი მივეცი. ეს მათი არჩევანია. ყოველთვის ვამბობდი, რომ არასწორად მოვიქცეოდი თუ კი გუნდში მოვიდოდი და ვიქნებოდი მწვრთნელი, რომელიც 11 ახალ ფეხბურთელს მოიყვანდა. მე თითოეულ მათგანს აქ მივეცი შანსი."


"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, უეინ რუნი ინგლსიის ნაკრების კაპიტანიც გახდა, რაც ვან გაალმა მიულოცა და ამის შესახებ საკუთარი აზრი გამოხატა: "ის თავისზე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნად არ დავნიშნავდი."
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
30 აგვისტო 2014 10:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დღეს დებიუტანტს ვნახავ ...
0
№2
ავტორი: AkkRed
30 აგვისტო 2014 10:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე საუბრობს მგონი ამასაც წავაგებთ :/
0
№3
ავტორი: RojoDiablo
30 აგვისტო 2014 10:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან მაგრად და უშიშრად მე**ველებს ჟურნალისტებთან. თავდაჯერებულობა იგრძნობა ვან გაალის თითოეულ სი**ვაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Rosso Diavolo
30 აგვისტო 2014 11:33
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
იმედია დღეს კარგი შემადგენლობით გამოვა იუნაიტედი და დი მარიასაც ვიხილავთ
0
№5
ავტორი: Best 7
30 აგვისტო 2014 11:52
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Dedas utirebt barnlis
0
№6
ავტორი: love united
30 აგვისტო 2014 12:20
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს პრესკონფერენციებზე მაინც ამბობს საინტერესო რაღაცეებს,აბა მოიესი დაჯდებოდა თავისი *** სახით და ფავორიტი ლივერპული არისო გაიძახოდა areyoukiddingme
0
№7
ავტორი: GeorgeBest
30 აგვისტო 2014 13:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიმკას ვნახავთ დღეს winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top