თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2014, 09:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1792,
კომენტარები: 6
ვან გაალი შოუს ფორმის შესახებ
ლუი ვან გაალი შოუს მდგომარეობას გამოეხმაურა.
ვან გაალი შოუს ფორმის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული, ლუკ შოუ ტრავმის გამო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ახალი კლუბის რიგებში გამოჩენას.

ამერიკის ტურნეს დროს ვან გაალმა განაცხადა, რომ 19 წლის ფეხბურთელისთვის სპეციალური სავარჯიშოი პროგრამა ჰქონდა მოფიქრებული, ვინაიდან მისი ფიზიკური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა "იუნაიტედის" მოთხოვნილებებს.

"მე ვუთხარი მას, რომ ცუდ მდგომარეობაში მოვიდა აქ. ასე რომ, მე მისი პროგრამა შევცვალე და ის ყველაფერს აკეთებდა რასაც სთხოვდნენ. ახლა ის მისაბაძი მაგალითია გასახდელში და ფანტასტიურად ვარჯიშობს."

"როცა რამის დაწერა გინდათ იქნებ გეკითხათ ჩემთვის რამეს აკეთებს კარგად თუ არა. მის შესახებ რამდენიმე სულელური სტატია წავიკითხე. ამიერიდან უნდა მიცნობდეთ და გესმოდეთ, რომ მე ღია ადამიანი ვარ და დასმულ კითხვებს ვპასუხობ."


ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვთნელმა, როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება ვან გაალს და თვლი, რომ თუ კი ვან გაალის აზრით ლუკი ფორმაში არაა, ე.ი. ასეცაა.

როცა ჰკითხეს ლუის ეთანხმება თუ არა ჰოჯსონის სიტყვებს, მან განაცხადა: "დიახ, ის ახლა ფორმაში არაა, რადგან ტრავმირებულია. მაგრამ როი ჰოჯსონს არ შეუძლია რაიმე განსაჯოს, რადგან ის ვარჯიშებზე აქ არასოდეს მინახავს."

ლუკის ტრავმის გარდა ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მაინც გავრცელდა მაიკლ კერიკის ტრავმის შესახებ.

"მაიკლიც კარგად მუშაობს. დღეს (პარასკევს) მან თავისი პლასტმასის ბუცი მოიხსნა. ეს ბედნიერი დღე იყო მისთვის."


manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 აგვისტო 2014 09:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ორივე ძალიან გვჭირდება. მალე მორჩით რა ბიჭებო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
30 აგვისტო 2014 09:58
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია მალე დაბრუნდებითთ
0
№3
ავტორი: Manchester_M
30 აგვისტო 2014 12:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კერიკიც და შოუც გვჭირდება 2 ივე დიდ ძალას შემატებს გუნდს იმედია მალე დაგვიბრუნდებიან !!!!!
0
№4
ავტორი: LVG
30 აგვისტო 2014 12:52
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ჰოჯსონს მიაწუწა ;დ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
30 აგვისტო 2014 12:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი დაბრუნდეს რა მალე
0
№6
ავტორი: LizarD
30 აგვისტო 2014 13:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
LVG,
მაგარი ასხა :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top