ლოუ რობსონთან, ჩარლტონთან, ნევილთან, კოულთან და შმეიხელთან ერთად "იუნაიტედის" ახალი ელჩი იქნება...
"მანჩესტერელი" ლეგენდა დენის ლოუ დღეს, კლუბის ოფიციალური ელჩი გახდა.
თანამდებობაზე დანიშვნით, დენისი თავს პატივნაცემად თვლის სერ ბობი ჩარლტონთან, ბრაიან რობსონთან, გარი ნევილთან, ენდი კოულთან და პეტერ შმეიხელთან ერთად კლუბის ელჩობისთვის.
"ამ ფაქტით აღტაცებული ვარ. თავს პატივნაცემად ვთვლი. ამ კლუბმა პირველივე დღიდან, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, ფანების მხარდაჭერა და სიყვარული კვლავ უცვლელია, მე კი მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას ჩემი ახალი როლით."ლოუ "იუნაიტედს" 1962-ში, 50 წლის წინ შეუერთდა იმ დროისთვის რეკორდულ თანხად - £115,000 ფუნტად. პირველი გოლი "ოლდ ტრაფორდზე" სადებიუტო შეხვედრაში, "ვესთ ჰემთან" გაიტანა. მოგვიანებით, ის "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული გოლეადორის სახელით შევიდა,
დენისმა მოიგო ასოციაციის თასი 1963 წელს, ჩემპიონშიპი 1964/65 და 1966/67 წელს, დასახელდა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად 1964-ში, 1968 წლის ფინალში გუნდი მისი დახმარებით გავიდა, სადაც ლოუმ მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი მოხარულია დენისის ახალი "მანჩესტერული" როლით და მოუთმენლად ელის მასთან ერთად მუშაობის დაწყებას.
"დენისი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. კარგია, რომ ის ჩვენთან ელჩად მუშაობას დათანხმდა. ის ხომ ჩვენი ევროპის ოქროს ბუცის პირველი მფლობელია, ასევე ადამიანი პატიოსნებითა და იუმორით სავსე." - დაასრულა გილმა.
წყარო:
manutd.com