თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2014, 17:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2475,
კომენტარები: 8
ვან გაალი ლოდინისკენ მოგვიწოდებს
"უცაბედ სასწაულს ნუ ელოდებით"
ვან გაალი ლოდინისკენ მოგვიწოდებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი, ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ დი მარიასგან უცაბედ სასწაულს არ უნდა ველოდებოდეთ.

გასულ კვირას, ანხელ დი მარია ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად იქცა. "იუნაიტედმა" "რეალს" 26 წლის ფეხბურთელში 59.7 მლნ. ფუნტი გადაუხადა. თუმცა, ვან გაალი არ თვლის, რომ დი მარია მაშინვე "წითელ ეშმაკად" იქცევა.

"კმაყოფილი ვარ გუნდში ასეთი დიდებული ფეხბურთელის მოსვლით. იმედი მაქვს, მასთან ერთად კარგ შედეგებს მივაღწევთ, მაგრამ ჩვენთან ერთად ვარჯიშიდან ორი დღის გასვლის შემდეგ არ უნდა ველოდეთ რაიმე სასწაულს. არა, სასწაულისთვის უნდა იმუშაო, მან კი იცის ეს."

"ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ იგი გუნდური ფეხბურთელია. მასში სწორედ ეს მომწონს. მას ჩვენი თამაშის დაჩქარება და გუნდის ინტერესების მიხედვით თამაში შეუძლია. ამიტომაც ავირჩიე იგი. მე მხოლოდ მათ ვყიდულობ, ვინც ჩვენი ფილოსოფიის გაძლიერების უნარის მქონეა."

"თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იგი მალე უნდა შეეგუოს გუნდს, მაგრამ ძალიან მომთხოვნი ბიჭია. მას მუშაობა სურს, ეს წინა წელს დაადასტურა. მან 52 შეხვედრა ითამაშა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა. განა ბევრ მოთამაშეს შეუძლია იმავეთი დაიკვეხნოს?"
- განაცხადა ლუი ვან გაალმა.

fapl.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 აგვისტო 2014 17:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სწრაფად არავინ არაფერს მოსთხოვს დი მარიას. ნელ-ნელა უნდა გააკეთოს, მაგრამ 3 თვე არ უნდა ამასაც. მთავარია ის შედეგი მოიტანოს, რასაც მისგან ველოდებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
29 აგვისტო 2014 18:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველივე წელს ტიტულებს არავინ მოითხოვს, გუნდს დრო სჭირდება მარა მალევე უნდა გაუმჯობესდეს თამაში. პრემიერ ლიგაში ამდენი დროა რავის აქვს და მეორედ ლიგაზე არ ყოფნა უკვე სერიოზულად დაგვაზარალებს
0
№3
ავტორი: LVG
29 აგვისტო 2014 19:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
თამაშის ხარიხს დაე**ობა ნელ=ნელა გაუმჯობესება
0
№4
ავტორი: Jonberi
29 აგვისტო 2014 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
xval gveyoleba tuicit vinmem?da rasfiqrobt movigebt neta xvale?girs didi tanxis dadeba orianze?
0
№5
ავტორი: Manchester_M
29 აგვისტო 2014 20:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ დაჭირდება დიდი დრო ადაპტაციისთვის დამიჯერეთ !
0
№6
ავტორი: LVG
29 აგვისტო 2014 20:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
Jonberi,
დი მარია მზადაა სათამაშოდო ლუიმ და სხვა არ ვიცი, ტრამვირებულები ისევ ტრამვირებულები არიან და სანაკრებო ბრეიქის შემდეგ დაბრუნდება უმეტესობაო
0
№7
ავტორი: Lomsa099
29 აგვისტო 2014 20:33
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
4 ეულში შევიდეთ და ეპლზე მომავალ სეზონში ვიზრუნოთ :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№8
ავტორი: RedTeen
29 აგვისტო 2014 20:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მთავარია გადმოვიდა მაგას ვინ დაეძებს.. დაველოდებით სხვა გზა მაინც არ გვაქვს..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top