თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2014, 15:19
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1934,
კომენტარები: 9
ვან გაალი როხოს არყოფნას ხსნის
ჰოლანდიელი სპეციალისტი როხოს და ტრავმირებულების შესახებ საუბრობს.
ვან გაალი როხოს არყოფნას ხსნის
მოგეხსენებათ, ოლდ ტრაფორდის ახალწვეულებს ფიზიკურ კონდიციებთან პრობლემები აქვთ. ანდერ ერერა და ლუკ შოუ ტრავმირებულები არიან, ხოლო მარკოს როხოს არ აქვს უფლება ინგლისში გასამრჯელო აიღოს.

"ანდერ ერერა ჯერ კიდევ ტრავმირებულია." აცხადებს ვან გაალი. "ჩვენ ახლა 10 ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული, ერთით მეტი, ვიდრე გასულ კვირას გვყავდა. შინჯი კაგავას ტვინის შერყევა აღმოაჩნდა. ვფიქრობ რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი დაგვიბრუნდება ლაზარეთიდან და პრობლემაც მოგვარდება. სამწუხაროდ ჩვენ Capital One Cup-ის თვის ბრძოლას გამოვეთიშეთ, და სწორედ ტრავმებია ამის მიზეზი."

"როხო ახლა მის სიტუაციის გაუმჯობესებაზე მუშაობს. მას ამისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება სჭირდება. განსხვავება დი მარიასა და როხოს შორის ის არის, რომ ანხელს იტალიური პასპორტი აქვს, მარკოს კი - არა. მას არგენტინული პასპორტი აქვს და ახლა ამაზე მუშაობს. ის ახლა მადრიდშია, საელჩოში, რათა საქმე მოაგვაროს, თუმცა ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა."


ვან გაალს დიდი იმედი აქვს, რომ შაბათს მისი გუნდის მოგებების სერია დაიწყება, მას შემდეგ რაც პირველ ორ ტურში დიდი იმედგაცრუება იგემა გუნდმა და მისმა გულშემატკივარმა. მას კი სამარცხცვინო მარცხი მოჰყვა "დონსის" წინააღმდეგ.

ჰოლანდიელმა ძალიან მშვიდად და დაზუსტებით გასცა პასუხი კითხვას, რომელიც გულისხმობდა, თუ როგორც შეძლებდა იგი მომავალში გუნდის საქმეების გამოსწორებას.

"ჩვენ არ გვაქვს არავითარი პრობლემა თუ ოპონენტს აქვს ბურთი, რადგან ჩვენ მშვენივრად ვიცავთ თავს." აგრძელებს ვან გაალი. "ჩვენ თითქმის არ ვუშვებთ შანსს ხელიდან, ან ვუშვებთ ძალიან ცოტას. დე ხეას კი 2-3 სეივის გაკეთება უწევს მთლიანი მატჩის განმავმობაში."

"პრობლემა ჩნდება მაშიმ, როდესაც ჩვენ გვაქვს ბურთი. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ტაქტიკა და გავაუმჯობესოთ იგი. ასე რომ, მე არ ვფიქრობ რომ ჩვენი დაცვა სუსტია. არა! ჩვენი შეთამაშებაა ცუდი და ეს არის გამომასწორებელი, რომელსაც დრო სჭირდება."
დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: LVG
29 აგვისტო 2014 15:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
"ჩვენ არ გვაქვს არავითარი პრობლემა თუ ოპონენტს აქვს ბურთი, რადგან ჩვენ მშვენივრად ვიცავთ თავს." აგრძელებს ვან გაალი. "ჩვენ თითქმის არ ვუშვებთ შანსს ხელიდან, ან ვუშვებთ ძალიან ცოტას. დე ხეას კი 2-3 სეივის გაკეთება უწევს მთლიანი მატჩის განმავმობაში."


ამიტომ იყო რომ პრე-სეზონში როცა მოწინააღმდეგეები ავტობუსებით არ გვეთამაშებოდნენ გუნდმა გამოავლინა თავისი უნარები და სუონსისთან და სანდერლენდთან ჩვენ შეცდომებზე ჰქონდათ ძირითადად ოპონენტებს თამაში აწყობილი და ჩაკეტილი დაცვის გარღვევა კი გვიჭირდა
0
№2
ავტორი: WMR10
29 აგვისტო 2014 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ეს ფერგიუსონი შამანი ხო არ იყო მაგის დედავატირე, ტიპი ამაზე უარესი გუნდით თამაშობდა.
0
№3
ავტორი: bziki
29 აგვისტო 2014 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
10 კაციდან რამდენიმე არი პრობლემა ერერა კერიკი და ეხლა სმოლინგიც თუ არ იყო
მარა ბარლსაც თუ ვერ მოვუგეთ მერე მართლა გა**დება გუნდი და 3 თვე კი არა ამ სეზონშიც შეილება ვერ დაალაგოს. აქ ქულებისდაკარგვის უფლება არ გვაქ
0
№4
ავტორი: RojoDiablo
29 აგვისტო 2014 17:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როხოს ამბავი მალე გაირკვეს და შევიდეს შემადგენლობაში, თორემ დასაკარგი მცველები სად გვყავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
29 აგვისტო 2014 18:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როხოზე მაგრად გაიწელა რა. მალემოგვარდეს რო დაბრუნდეს მალევე აზზე მოვიდეს გუნდი
0
№6
ავტორი: nika1997
29 აგვისტო 2014 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
დალაგდება ყველაეპაერი მე მჯერა ვანგალის
0
№7
ავტორი: Manchester_M
29 აგვისტო 2014 19:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: WMR10
ეს ფერგიუსონი შამანი ხო არ იყო მაგის დედავატირე, ტიპი ამაზე უარესი გუნდით თამაშობდა.

+1 wink wink wink მართალია ბევრი ტრამვირებული გვყავს მაგრამ ბარნილს მაინც უნდამოვუგოთ
0
№8
ავტორი: RedTeen
29 აგვისტო 2014 21:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მალე დაბრუნდნენ რაა ის ტრავმირებულებიც და როხოც..
0
№9
ავტორი: Count Alucard
30 აგვისტო 2014 13:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
WMR10,
შამანი კი არა მამაზეციერი ყოფილა ტიპს რა გუნდი ყავდა და რამდენს მიაღწია ახლა 200 მილიონი დახარჯეს და ჯერ თამაში ვერ მოვიგეთ lol lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top