თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2014, 02:22
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2023,
კომენტარები: 10
სქოულზი:"ეს სქემა არ მუშაობს"
,,მძიმე დღეების ხარჯზე იქმნება გუნდის ნათელი მომავალი, იმ გუნდის მომავალი, რომელსაც ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ჰქვია''
სქოულზი:
კარგად მახსოვს 19 წლის წინ ლიგის თასის მე-2 რაუნდის შეხვედრა, სადაც ჩვენ სამ ბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა ,,იორქ სიტისთან'' ვერ შევძელით.

საპასუხო მატჩი ,,ბუტხემ კრესენტზე'' 3-1 მოვიგეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ტურნირს სენსაციურად გამოვეთიშეთ. მაშინ როცა ორი დივიზიონით ქვევით მყოფი გუნდი ასპარეზობიდან გთიშავს, ეს საშინელებაა, სწორედ ამიტომ მახსოვს ეს მატჩი დღემდე.

მარტივად შემიძლია, წარმოვიდგინო თუ რას გრძნობდა გუნდი 4-0 წაგების შემდეგ. იმ ფაქტით სულაც არ ვღელავ, რომ ვან გალმა გუნდის მთავარი ფეხბურთელები შემადგენლობაში არ დააყენა, ვთვლი რომ ახალგაზრდა შემადგენლობამ საკმაოდ კარგად ითამაშა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ. ფეხბურთელები იბრძოდნენ, მაგრამ ასეც ხდება. ისინი ტურნირს გამოეთიშნენ.

პოლ სქოულზის ვრცელი ინტერვიუ


კარში ზუსტი დარტყმა პირველად 72-ე წუთზე შედგა. დენი უელბეკისა და ხავიერ ერნანდესის წყვილისგან გოლებს ველოდებოდი, მაგრამ მათ ვერაფრის ჩვენება ვერ შეძლეს, იმედგაცრუებული ვარ. იანუზაი ფორმაში არ იმყოფება. ნიკ პაუელისა და ანდერსონისთვის ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო ამ სეზონში და ძნელია მათგანაც მაქსმიმუმის მოთხოვნა.

რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ? თამაში 3 ცენტრალური მცველით ! ეს სქემა არ მუშაობს ! ,,იუნაიტედი'' გოლს ხშირად უშვებს. დაცვის თამაში იდეალურიდან ძალზედ შორსაა.

რა თქმა უნდა ასეთი ცვლილებით შედეგის მიღება უმოკლეს დროში ძალზედ ძნელი და შეუძლებელიცაა, თან მაშინ როცა დაცვის ყველა ფეხბურთელი 4 მცველით თამაშსაა მიჩვეული. არ ვამბობ, რომ 3-5-2 სქემა ეს შეცდომაა, მაგრამ ფეხბურთელები წარმატებას ვერ აღწევენ, ეს კი სათამაშო ტაქტიკის მიმართ ეჭვსა და უდნობლობას იწვევს.

პოლ სქოულზის ვრცელი ინტერვიუ


საჭიროა დრო და მოთმინება. როცა ფეხბურთელები თავიანთ ძალებში რწმენას დაიბრუნებენ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.

ვან გალი ამბობს, რომ მისი მიზნების განხორციელებას 3 თვე სჭირდება. ფეხბურთელებს სჭირდებათ ეს დრო, რათა მიეჩვიონ და შეასრულონ ყველა ის დავალება, რასაც ლუი მათ ავალებს. მე კი ვთვლი, რომ ეს პროცესი უფრო მეტ დროს წაიღებს. გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება სარგებელს არ მოიტანს, ვან გალი მსოფლიო კლასის მწვრთნელია და მან ზუსტად იცის, თუ რა სჭირდება ,,იუნაიტედს''.

გულშემატკივრებს უდიდესი მოლოდინი აქვთ დი მარიასგან. ის სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ,,იუნაიტედს'' ძლიერ ესაჭიროებოდა. მას შეუძლია ერთი-ერთზე მეტოქის მოტყუება და მომენტის შექმნა. ,,იუნაიტედის'' სხვა ბევრ გულშემატკივართან ერთად მასში გადახდილი თანხა დიდ მღელვარებას ჩემშიც არ იწვევს, თუმცა კი ვაღიარებ რომ 59.7 მლნ ფუნტი საკმაოდ ბევრია. მთავარია ანხელი უკვე გავიფორმეთ და ის ჩვენი ფეხბურთელია.

არამგონია 3-5-2 სქემაში დი მარია ,,ვინგ ბექად'' მოგვევლინოს. ჩემი აზრით, მან ფლანგზე უნდა ითამაშოს 4-4-2 ან 4-4-1-1 სათამაშო სქემაში. მაგრამ თუ ვან გალი მაინც არ აპირებს სქემის შეცვლას, ვფიქრობ დი მარია რუნისა და ვან პერსის შემდეგ მესამე თავდამსხმელად მოგვევლინება. მას ,,ათიანის'' პოზიციაზეც შეუძლია თამაში, მატა მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ არა ისეთი ჩქარი როგორიც დი მარია.

პოლ სქოულზის ვრცელი ინტერვიუ


ის ფული, რაც მასში იქნა გადახდილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე როგორც გულშემატკივარი მისგან მაღალი ხარისხის ფეხბურთსა და ბევრ გატანილ გოლებს ველი. დი მარიას არ ექნება 20-25 გოლის გატანის პრობლემა. მისი სტატისტიკა ამბობს, რომ მას ბევრი გოლი არ გააქვს, მაგრამ პარტნიორებს კი უამრავ მომენტს უქმნის.

არ მინდა, მისმა მოსვლამ უელბეკის წასვლა განაპირობოს. დენის აქვს მონაცემები იმისათვის, რომ გუნდს გამოადგეს, თუნდაც ის სისწრაფე, რომელიც რიგ თამაშებში გუნდს ძალზედ აკლია. მას ბევრი შეუძლია და დროა, რომ მისი შესაძლებლობები ბოლომდე აჩვენოს. მისი მთავარი პრობლემა ნაკლებგოლიანობაა. მინდა, რომ 10-15 მატჩი ზედიზედ ითამაშოს. ეს ძალზედ ძნელი იქნება, რადგანაც მას ძლიერი კონკურენტები ჰყავს, მაგრამ დამეთანხმებით რომ 15-20 გოლის გატანა დენის შეუძლია.

,,იუნაიტედი'' განვითარების ახალ ეტაპზე დგას. შენდება ახალი გუნდი რომელიც წარმატებული აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს დროს მოითხოვს. ამიტომ გულშემატკივრებს ვაფრთხილებ რომ მოთმინება გამოიჩინონ და რწმენა იქონიონ, რადგანაც წინ კვლავ იქნება მძიმე დღეები, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ სწორედ ამ მძიმე დღეების ხარჯზე იქმნება გუნდის ნათელი მომავალი, იმ გუნდის მომავალი, რომელსაც ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ჰქვია.

წყარო: Manutd.ru
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgianDevil
29 აგვისტო 2014 02:26
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
ყოველთვის დიდი სიყვარულით და აბსოლუტური სიმართლით ნათქვამი სი**ვები ! სქოულზ love
0
№2
ავტორი: RojoDiablo
29 აგვისტო 2014 07:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გვიყვარს ეს კაცი. **უილად კი არ არის ჩვენი ლეგენდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: red devil
29 აგვისტო 2014 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ყოველთვის მსიამოვნებს ამის ინტერვიუების კითხვა უჭკვიანესი კაცია
0
№4
ავტორი: Best 7
29 აგვისტო 2014 07:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Yoveltvis martals ambobs poli!
0
№5
ავტორი: temo-scholes
29 აგვისტო 2014 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Pooolll neta shen gvyavde ra gigztan ertad samwvrtnelo shtabshi ra iqneba...::/
0
№6
ავტორი: GeorgeBest
29 აგვისტო 2014 09:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თავიდან რო თქვა ფეხბურთელები იბრზოდნენ იმ თამაშშიო მეთქი მოწეულშია ეს wink

მაგრად მიყვარს ეს ფეხბურთელი და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ მის ინტერვიუებს, როგორც ყოველთვის მართალია. იმედია ლუი ვირზე არ შეჯდება და გადავალთ 4–4–2 სქემაზე მაინც. პირველ რიგსი თავდაჯერებულობა უნდა დაუბრუინოს გუნდს, ერთი კარგი მოგება გვჭირდება, წინ კაი კალენდარი გვაქვს დ აიმედია მოახერხებს ამას
0
№7
ავტორი: chudikone
29 აგვისტო 2014 09:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან მაგარი კაცი ხარ, პოლ ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: AkkRed
29 აგვისტო 2014 10:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაგრად მევასება ეს კაცი მაგარი პირდაპირია <3
0
№9
ავტორი: Manchester_M
29 აგვისტო 2014 11:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგარი კაცია შქოულსი გიგზმა უნდა დააბრუნოს როცა მწვრთვნელი გახდება !!!!! <3
0
№10
ავტორი: LizarD
29 აგვისტო 2014 11:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მაგრამ დამეთანხმებით რომ 15-20 გოლის გატანა დენის შეუძლია.

გეთანხმები, უბრალოდ როგორია ამოაგდო პერსი ან რუნი. მემგონი 4-2-3-1 ტაქტიკა ყველაზე კარგი ვარიანტია ამ ფორმაციის იუნაიტედისთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top