თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2014, 18:42
ავტორი: LizarD,
ნანახია: 2127,
კომენტარები: 10
ვან გაალი მზადაა 9 მოთამაშე გაუშვას
9 მოთამაშე, ვან გაალის სიაში, რომლებმაც შეიძლება ოლდ ტრაფორდი დატოვოს
ვან გაალი მზადაა 9 მოთამაშე გაუშვას
მართალია, ლუი ვან გაალმა უკვე მოხსნა ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი, მაგრამ ის არ აპირებს შეჩერდეს ამ ტრანსფერზე და სურს, კიდევ დაიმატოს მოთამაშეები სამშაბათამდე.

ლუი ვან გაალმა გამოიყენა "პანიკის ღილაკი" და განახორციელა ორმაგი ტრანსფერის შეთავაზება, არტურო ვიდალსა და დეილი ბლინდის თაობაზე.

ჰოლანდიელმა სთხოვა ედ ვუდვორდს ბლინდის და ვიდალის ტრანსფერებზე ეზრუნა. 24 საათში, მას შემდეგ რაც წითლებმა ოფიციალურად გაიფორმეს რეკორდულ თანხად ანხელ დი მარია.

ორივე მოთამაშის მანჩესტერში გადმოსვლა, ამ კვირაში ვან გალის მიერ განხორციელებული ტრანსფერების ღირებულებას 100 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაზრდის. ეს უკანასკნელი კი საკმაოდ შეშფოთებულია, რადგან მას ბევრი დავალება აქვს შესასრულებელი მანჩესტერში.

არტურო ვიდალის გადმოსვლასთან დაკავშირებით ჭორები სატრანსფერო ფანჯრის გახსნის თანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება, ვან გალი ამ ტრანსფერს დიდ ყურადღებას არ უთმობდა, რადგან მას გუნდში ჰყავდა ბევრი ტრამვირებული და ამასთან სურდა შემადგენლობის კარგად გაცნობა. მას შემდეგ, რაც გუნდი "დონსთან" 4-0 განადგურდა, ჰოლანდიელმა გადაწყვიტა, რომ ჩილელი ნახევარმცველი აუცილებელია გუნდისთვის.

Mauricio Pochettino თვალს ადევნებდა დონსის და იუნაიტედის თამაშს, მამლები დაინტერესებულები არიან 23 წლის უელბეკით, თავის მხრივ სხვა და სხვა კლუბებს სურთ შეიძინონ ტოტენჰემის ესპანელი თავდამსხმელი სოლდადო, სწორედ ამიტომ ლონდონელები უელბეკის გადაბირებას ცდილობენ, რომელსაც "ოლდ ტრაფორდმა" ტრანსფერზე ნებართვა მისცა.

"იუნაიტედის" ახალი მენეჯერი აპირებს, არც მეტი არც ნაკლები, 9 ფეხბურთელის გაშვებას პირველი გუნდიდან. იმის შემდეგ, რაც მან თავისი თვალით იხილა დონსის მიერ "იუნაიტედის" განადგურება, ვან გალს სურს თავიდან მოიშორს ზედმეტი მოთამაშეები პირველი გუნდიდან.

თუ Daily Telegraph–ს დავუჯერებთ, დენი უელბეკი, ტომ ქლევერლი, ხავიერ ერნანდესი, შინჯი კაგავა, ანდერსონი და უილფრიდ ზაჰა კლუბს დატოვებენ.

ამ სიისგან ცალკე ეშლი იანგი, რაფაელი და ანერს ლიდეგაარდი დგანან, რომლებსაც შესაძლოა კლუბის დატოვება მოუწიოთ. მხოლოდ პრემიერ ლიგაზე კოცენტრირებული ვან გაალი, კმაყოფილი იქნება 20 კაციანი გუნდით.

ვან გაალი მზადაა 9 მოთამაშე გაუშვას


"იუნაიტედი" ასევე აპირებს შეთავაზება გააკეთოს უილიამ კარვალიოს თაობაზე. 24 მილიონი ფუნტ სტერლინგის ღირებულების ნახევარმცველით "არსენალიცაა" დაინტერესებული.

"იუნაიტედის ბოსი" განიხილავს მანჩესტერის ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების შესაძლებლობებს, "დონსთან" სამარცხვინო წაგების შემდეგ. კარვალიო კი ერთ-ერთი სამიზნეა იუნაიტედისთვის.

უილფრიდ ზაჰას "ოლდ ტრაფორდული" კარიერა კი საკმაოდ ცუდი გამოდგა, "კრისტალ პალასის" ახალ მენეჯერს, ნეილ ვარნოქს სურს, რომ დაიბრუნოს ყოფილი ვინგერი. "კრისტალ პალასი"ს ხელმძღვანელი სტივ პარიში კი ზაჰას დიდი მოყვარულია და არსებობს იმის შანსები, რომ ზაჰამ კლუბი 1.5 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ დატოვოს, განათხოვრების წესით.

წყარო: Mirror
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
28 აგვისტო 2014 17:35
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგია ავტორ! ვფიქრობ ჩამოთვლილმა მოთამაშეებმა კლუბი უნდა დატოვონ, კაგავამაც კი რადგან მმაჩნია იგი ვერ შეეწყობა ვან გაალს.რაც შეეხება ვიდალისა და ბლინდის ტრანსფერებს, ხელმძღვანელობამ მხოლოდ ჩილელის გადმობირებაზე უნდა იფიქროს, რადგან ჰოლანდიელი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს არ დატოვებს .
0
№2
ავტორი: GeorgeBest
28 აგვისტო 2014 18:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ქლევერლი!!! პირველ რიგში ეგაა გასაშვები

რაფაელს ხელი არ დაედოს. ზაჰა ჯობია წავიდეს ისევ არენდით, სხვა გზა მაინც არაა დაალპობენ სკამზე. იმედია ეხლა მაინც ნორმალური იქნება ეს არენდა და ექნება სათამაშო დრო

კარვალიო კარგი ვარიანტია თუ ვიდალი არ გამოვა
0
№3
ავტორი: LVG
28 აგვისტო 2014 19:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ეხლა ჰქონდა ვან გაალს პრესკონფერენცია და საინტერესო რაღაცეები თქვა.. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდე იქნება ტრანსფერებიო და ფეხბურთელების გაყიდვაცო
0
№4
ავტორი: George27
28 აგვისტო 2014 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ვან გაალმა გულშემატკივრებზე უკეთ იცის რა ხდება შიდა სამზარეულოში და ვინ შეეწყობა მის ტაქტიკას უკეთ... ამიტომ თუ თვლის რომ ეს ფეხბურთელები უნდა წავიდეს, ესე იგი უნდა წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებს ზოგიერთ მადგანზე გული დაწყდება... მაგრამ მთავარი კლუბის წარმატებაა და არა კონკრეტული ფეხვურთელები.
0
№5
ავტორი: LizarD
28 აგვისტო 2014 19:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რაფაელი მენანება ამ სიიდან მარტო და იმედია ხელი არ დაედება! დიდი შეცდომა იქნება მაგის გაშვება.
0
№6
ავტორი: Best 7
28 აგვისტო 2014 20:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Iangi da cleverlis gagdebaa pirvelrigshi sachiro
0
№7
ავტორი: temo-scholes
28 აგვისტო 2014 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Rafaels xeli daedeba da vigaceebs witeli aentebatt!!! Ai iangi ki moashoret!
0
№8
ავტორი: red devil
29 აგვისტო 2014 07:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რაფას და ზანგის გარდა ყველა გასაშვებია
0
№9
ავტორი: AkkRed
29 აგვისტო 2014 10:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩამონათვალიდან ყველა გაუშვა რაფიკას გარდა :((
0
№10
ავტორი: Manchester_M
29 აგვისტო 2014 11:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამდენი ფეეხბურთელის გაშვებას არ ვემხრობი რამდენადაც მზღნერები არ უნდა იყვნენ სათადარიგოთა სკამზე ხო გვჭირდება ხალხი და დუბლებიდან გადმოყვანილ ბიჭებს ხო არ ათამაშებენ ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top