თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2014, 12:49
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 1877,
კომენტარები: 10
რა გვაქვს სანერვიულო და რა არა
5–5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვინერვიულოთ და რატომ არა
რა გვაქვს სანერვიულო და რა არა
მშვიდად ყოფნის 5 მიზეზი

ვან გალი

ვან გალის სახით ,,იუნაიტედს'' მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც თავის ყოფილ გუნდებში უამრავ წარმატებას მიაღწია: მოგებული ჩემპიონთა ლიგა ახალგაზრდულ ,,აიაქსთან'' ერთად და თითქმის შესრულებული ,,ტრებლი'' ,,ბაიერნთან'' ერთად, რომელსაც ხელი ჟოზე მოურინიოს ,,ინტერმა'' შეუშალა ( 2009–10 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,ბაიერნი'' 2–0 დამარცხდა ,,ინტერთან"). 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც სრულიად უიმედო ჰოლანდიის ნაკრებმა ყველა გააკვირვა და მე–3 ადგილი დაიკავა. ყველა ეს არგუმენტი ჯიუტად მიუთითებს იმაზე, რომ 63 წლის ჰოლანდიელ სპეციალისტს ,,იუნაიტედში'' წარმატებული კარიერა ელოდება.

,,ვან გალის დრო''

5 ქულის დაკარგვა 2 მატჩში არც ისე კარგი შედეგია გუნდისთვის, რომლის მიზანიც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. მაგრამ ისტორია ამბობს, რომ ვან გალის გუნდებს მუდამ სჭირდებოდათ გარკვეული დრო, რომლის შემდეგაც ისინი დიდ წარმატებებს აღწევდნენ.

1998–99 წლების სეზონში ,,ბარსელონა'' 14 თამაშის შემდეგ მე–10 ადგილს იკავებდა, საბოლოოდ კი ისინი პრიმერას ჩემპიონები გახდნენ. 2009–10 სეზონში კი მე–7 ადგილს იკავებდა ,,ბაიერნი'' 13 თამაშის შემდეგ, მაგრამ სეზონის ბოლოს მაინც ,,მიუნხენელებმა'' იზეიმეს ჩემპიონობა.

უიღბლობა ტრავმებთან

,,სანდერლენდთან'' გამართულ მატჩში კრის სმოლინგი დაიმტვრა, რომელმაც ,,იუნაიტედის'' ტრავმიროვანთა სია 8–მდე გაზარდა, ,,მილტონ დონსთან'' კი კაგავა, რომელმაც ტრავმიროვანთა რიცხვს კიდე ერთი დაუმატა და 9–მდე აიყვანა. 4 მთავარი ცენტრალური ნახევარმცველი მიუწვდომელია, მაგრამ როდესაც ლაზარეთი მთლიანად დაცარიელდება, ჰოლანდიელს ექნება საშუალება მიმართოს როტაციებს. ერერასა და კერიკის დაბრუნება მხოლოდ დადებითად უნდა აისახოს ,,იუნაიტედის'' თამაშზე.

ანხელ დი მარია

ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვან გალის მთავარ კოზირად უნდა იქცეს. მისი დებიუტი სავარაუდოდ შაბათს უნდა შედგეს ,,ბარნლისთან'' მატჩში, სადაც ,,იუნაიტედს'' მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს. დი მარია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, რომელსაც უამრავი მომენტის შექმნა შეუძლია. მისმა მოსვლამ მხოლოდ დადებითი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ფეხბურთელებზე.

დარჩენილი დრო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე

დარჩენილ 3 დღეში ვან გალი აუცილებლად შეეცდება ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის შეძენას. თუ ის შეძლებს ვიდალის, ბლინდის და დე იონგის სამეულიდან ერთ–ერთის შეძენას, ,,იუნაიტედს'' პრობლემები საბოლოოდ მოეხსნება.

მღელვარების 5 მიზეზი

პრემიერ ლიგას ლოდინი არ უყვარს

ვან გალმა დასაწყისშივე გააფრთხილა ყველა, რომ იდეალური გუნდის მისაღებად მას სამი თვე სჭირდება. მაგრამ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე დიდია იმის ალბათობა, რომ უფრო მეტი დროც გახდეს საჭირო.

მარტივი კალენდარი თითქოს აძლევდა ,,იუნაიტედს'' იმის საშუალებას, რომ თავიდანვე ქულათა მაქსიმუმი დაეგროვებინა, მაგრამ ქულები უკვე დაიკარგა და მეტის დაკარგვის უფლება ''წითელ ეშმაკებს'' აღარ აქვთ.


მუშაობს კი 3–5–2 სქემა ?

დაფიქრებაც არ სჭირდება, ისე შეიძლება გაეცეს ამ კითხვას პასუხი : არა ! 1 ქულა, 2 გატანილი და 7 მიღებული, 1 ფრე და 2 წაგება – ასეთია ვან გალის ახალი სათამაშო სქემის ამჟამინდელი შედეგი.

,,სანდერლენდთან'' მატჩში ფორვარდებამდე ბურთი საერთოდ ვერ აღწევდა, რის გამოც რუნი და პერსი იძულებულნი იყვნენ უკან დაეხიათ.

დი მარიას მოსვლამ ყველა ამ პრობლემას წერტილი უნდა დაუსვას. 4–3–3 სქემა იდეალური იქნება არგენტინელისათვის, რომელიც დიდი ალბათობით იმავე პოზიციაზე მოგვევლინება, რა პოზიციაზეც ჰოლანდიელი რობენს იყენებდა ,,ბაიერნში'' ყოფნის პერიოდში.

ყველაფერი შესაძლებელია ისეც დამთავრდეს, თითქოს არც დაწყებულა

ვან გალის 3 თვიანი ადაპტაცია ნოემბრის დასაწყისში მთავრდება, მაშინ როცა გუნდი აუცილებლად უნდა ათამაშდეს. მაგრამ თუ ასეთი შედეგები კვლავ გაგრძელდება, ოქტომბრის თვეში გუნდი უკვე ძლიერ იქნება დაშორებული თავისი კონკურენტებისგან. უკვე ზედიზედ მეორედ ვერ მოხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს.

ყოფნით კი მოთამაშეებს და გულშემატკივრებს რწმენა ?

ფაქტია ჩატარებული 3 თამაშის შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში ფეხბურთელებს ეჭვი შეეპარებოდათ. რა თქმა უნდა ვან გალს უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე დევიდ მოიესს, მაგრამ მას სასწრაფოდ სჭირდება პირველი გამარჯვება, რათა ფეხბურთელებს რწმენა დაუბრუნოს.

შემადგენლობა

ეს ჰოლანდიელის ალბათ ყველაზე დიდი თავსატეხია. თუ როგორი არასრულყოფილი გუნდი დატოვა ფერგიუსონმა, ეს მოიესის დროს არაჩვეულებრივად გამოჩნდა. სერ ალექსი უდიდესი მწვრთნელია, მაგრამ ნათელია, რომ მის მიერ დატოვებულ შემადგენლობაში უამრავი პრობლემაა.

მოიესს დარჩა გუნდი, რომელსაც სამი ძალზედ ასაკიანი მცველი ჰყავდა. შემადგენლობაში არ იყო მაღალი კლასის ცენტრალური ნახევარმცველი, ვინგერებზეც რაიმე დაყრდნობა ძნელი იყო. ვან პერსი მთელი წელი ტრავმიანობდა, რუნი კი იძულებული ხდებოდა უკან დახეულიყო და ცენტრში ეთამაშა.

როგორც არ უნდა დასრულდეს ,,ბარნლისთან'' მატჩი, ეს პრობლემები კვლავ დარჩება, მათ მოგვარებას დრო სჭირდება და სწორედ ამიტომაც უნდა გამოავლინოს ვან გალმა მაღალი კლასი და გუნდი რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს თავოს ჩვეულ პოზიციებს.
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Amerigo
28 აგვისტო 2014 12:55
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კარგი სტატიაა თუმცა ვან გაალი, რომ გენიოსია ალბათ ამას არ უნდა კამათი და უდაოდ ასეა.
0
№2
ავტორი: GeorgianDevil
28 აგვისტო 2014 12:57
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
მაგრამ სამი თვე ბევრია ინგლისში და მალე უნდა ათამაშდეს გუნდი
0
№3
ავტორი: LVG
28 აგვისტო 2014 13:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ტექსტის ბოლო ნაწილს განსაკუთრებით ვეთანხმები, ფერგიმ მართლაც დაუბალანსებელი გუნდი დატოვა, რომელიც ბოლო წელს უკვე ძველი ინერციით მიდიოდა
0
№4
ავტორი: Best 7
28 აგვისტო 2014 14:02
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Kai mivcet eg sami tve aatamashebs gunds
0
№5
ავტორი: GeorgeBest
28 აგვისტო 2014 14:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი სტატიაა როგორც ყოველთვის good2

ესე უცებ არაფერი ხდება, იასნია დროა საჭირო მაგრამ 3 მცველით თამაში უნდა დაივიწყოს, 3ს სამი თამაში საკმარისი იყო მგონი. ეს ტრავმიანობა მაგრად შეგვიშლის ხელს. 4–3–3–ზე უნდა გადავიდეს გუნდი აუცილებლად და იმედია დი მარია შედეგსაც დადებს პირველივე თამაშში
0
№6
ავტორი: Berba 9
28 აგვისტო 2014 15:03
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგი სტატიაა ნამდვილად, მაგრამ შიშის რა გითხრათ, მოვიდა და თქვა რომ დრო მინდაო რა, ესე ადვილად არ ხდებაო, შეიძლება ამსეზონში ლიგის გარეშეც დავრჩეთ, მაგრამ ყველაფერი სამომავლოდ კეთდება, მთავარია იმედი და რწმენა, ასევე მოთმინება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: LVG
28 აგვისტო 2014 15:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: Berba 9
კარგი სტატიაა ნამდვილად, მაგრამ შიშის რა გითხრათ, მოვიდა და თქვა რომ დრო მინდაო რა, ესე ადვილად არ ხდებაო, შეიძლება ამსეზონში ლიგის გარეშეც დავრჩეთ, მაგრამ ყველაფერი სამომავლოდ კეთდება, მთავარია იმედი და რწმენა, ასევე მოთმინება

ბოლო ბოლო გვარდიოლა ითხოვს აწყობილ და მსოფლიო ჩემპიონ გუნდში ამ სეზონში სამი თვე მომეცითო რომ ფორმაში შევიყვანოო, ჩვენ საიდან ამხელა ამბიციები როცა შარშან საერთოდ დაინგრა გუნდი... ასე რომ "we shall wait and see" როგორც ლუი იტყოდა.

და ეს რწმენაც ძალიან მნიშნელოვანია, ამერიკულ ტურნეზე ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფლები თამაშობდნენ და როგორც ითამაშეს ვნახეთ, პრემიერლიგაში მუდმივად დაძაბულები არიან და თავისი თავის რწმენა აკლიათ, მთავარია ეს რწმენის დაბრუნება მოახერხოს ლუიმ, რასაც ხშირად იმეორებს ხოლმე
0
№8
ავტორი: Manchester_M
28 აგვისტო 2014 16:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი სტატია ნამდვილად !!!!!

1998–99 წლების სეზონში ,,ბარსელონა'' 14 თამაშის შემდეგ მე–10 ადგილს იკავებდა, საბოლოოდ კი ისინი პრიმერას ჩემპიონები გახდნენ. 2009–10 სეზონში კი მე–7 ადგილს იკავებდა ,,ბაიერნი'' 13 თამაშის შემდეგ, მაგრამ სეზონის ბოლოს მაინც ,,მიუნხენელებმა'' იზეიმეს ჩემპიონობა.


რა ნარკოზს უკეთებდნენ თუ ასე როგორ ქაჩავდნენ ?
0
№9
ავტორი: RojoDiablo
28 აგვისტო 2014 16:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგია დათუ. დანარჩენი უკომენტაროდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: GeorgianDevil
28 აგვისტო 2014 23:24
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
Manchester_M,
რა გითხრა ძმა შეიძლება მასეა wink

RojoDiablo,
გაიხარე გიო smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top