როგოც Manchester Evening News იტყობინება ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' გულშემატკივართა სიას კიდევ ერთი ცნობილი პიროვნება – ჩრდილო კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი შეემატა.
მოგეხსენებათ, ჩრდილო კორეაში ინფორმაციის გავრცელება მკაცრადაა შეზღუდული და ის მთავრობის მიერ იმართება.
მაგრამ ქვეყნის მმართველს როგორც ჩანს საყვარელი კლუბის პოპულარიზაცია აქვს გადაწყვეტილი და ამიერიდან ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თამაშები მთელ ჩრდილო კორეაში იქნება ნაჩვენები სახელმწიფო არხზე.