თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2014, 13:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1881,
კომენტარები: 5
"თასიდან სულელური შეცდომების გამო გამოვვარდით"
ჯონი ევანსი მარცხის მიზეზს ხსნის.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, ჯონი ევანსი თვლის, რომ ტასიდან გამოვარდნის მიზეზი სულელური შეცდომებია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის თასის მეორე რაუნდის შეხვედრაში მეორე ლიგის გუნდთან, "დონსთან" დამარცხდა (4-0) და ტურნირს გამოეთიშა.

"ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ. შეხვედრა კარგად დავიწყეთ და რამდენიმე გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ სულელურმა შეცდომებმა და ჩვენმა გაუფრთხილებელმა მოქმედებამ მოწინააღმდეგეს პირველი გოლის გატანის საშუალება მისცა, რამაც შეხვედრას სრულიად სხვა სურათი შესძინა."

ძირითადში უეინ რუნის არ ყოფნის პერიოდში კაპიტნის სამკლაური ჯონი ევანსმა მოირგო.

"ვამაყობ იმით, რომ მწვრთნელმა მე დამდო კაპიტნის სამკლაურის ტარების პატივი. მიუხედავად შეხვედრაში ნაჩვენები საშინელი შედეგისა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ვან გაალი ძირითად საყრდენს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ, რადგან პირველი გუნდის წევრებმა თამაში კვირას ჩაატარეს და უბრალოდ ვერ ასწრებდნენ ფორმაში ჩადგომას. მათ მიიღეს გამოცდილება, რომელიც უფრო გააძლიერებს თითოეულ მათგანს. ამ წარუმატებლობას არ დავნებდებით და წინსვლას გავაგრძელებთ."

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მადრიდის "რეალის" არგენტინელი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია გუშინ რამით ოფიციალურად გადმოიბირა და სატრანსფერო თანხად 59.7 მლნ. ფუნტი დაასახელა.

"ტრანსფერებს რაც შეეხება, ჩვენც იმდენი ვიცით, რამდენიც ქომაგმა. ჩვენი კლუბი ყოველთვის აცხადებდა, რომ დიდი თანხების ხარჯვა შეუძლია და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ანხელ დი მარია შემოგვიერთდა. ეს არის ფანტასტიური მოთამაშე, რომელთან ერთად თამაში სიამოვნებაა."

manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: LVG
27 აგვისტო 2014 13:30
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ამაზე არადა ფერგიც როგორ იმედებს ამყარებდა და რა დაეტაკა :/
0
№2
ავტორი: RojoDiablo
27 აგვისტო 2014 13:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ასეა თუ ისეა, ეს ყველაფერი ჩავლილია და უნდა გამოსწორდეთ, მაგრამ ერთ ციტატას შეგისწორებდი

ამ წარუმატებლობას არ დავნებდებით და წინსვლას გავაგრძელებთ."


გავაგრძელებთ კი არა აქ დავიწყებთო უნდა გეთქვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
27 აგვისტო 2014 13:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს არ დასაჯეს? ხმას რატო იღებს areyoukiddingme
0
№4
ავტორი: Manchester_M
27 აგვისტო 2014 15:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სიმართლე რომ გითხრათ ამ თასიდან გამოვარდნა გულს არ მწყვიტავს მაგრამ გულს ის მწყვიტავს რომ ვისთან თან როგორი ანგარიშით დავმარცხდით areyoukiddingme derpwhy
0
№5
ავტორი: temo-scholes
27 აგვისტო 2014 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Debilta sastavi gvyavs dacvashi imena!!!

Debilta sastavi gvyavs dacvashi imena!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top